• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! მოძრავი სინათლე – ანკას სამყაროს მარადიული ხმა…

December 28, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

იყო გოგონა, რომელმაც ხელოვნების უკიდეგანო ლაბირინთებში საკუთარი ხმა იპოვა – სუფთა, მშვიდი, მზისკენ მიდრეკილი ხმა. ხმა, რომელიც სიტყვებში, ზღვისფერი ქალაქის ხმაურში, ხელნაკეთ სამკაულებში და ადამიანებისადმი სიყვარულში ცხოვრობდა…

დღეს მისი ნაბიჯები დროის ხაზებს მიღმა გაგრძელდა, მაგრამ ის მელოდია, რომელსაც ანკა სტურუა ქმნიდა ფერებით, სიტყვებით, სინათლით – კვლავ ვიბრირებს…

ეს არის ინტერვიუ გოგონასთან, რომელსაც სიცოცხლე უსაზღვროდ უყვარდა და რომლის შემოქმედების ექო დღემდე გვიხმობს ნაზად, თბილად, შეუცვლელად…

მისივე სიტყვები  – „მინდა ყველა ემოცია ცოცხლად შევინახო“ – დღესაც სრულდება და ცოცხლობს მის წიგნში, მის ნაზ ხელწერაში, ბათუმის ზღვის მელოდიაში და ადამიანებში, ვინც ერთხელ მაინც შეეხო მის ფერად სამყაროს…

ეს ინტერვიუ არის დროის პატარა შეჩერება, მოგზაურობა გოგონასთან, რომელიც ახლა უკვე თავად გახდა ისტორია – მშვენიერი, ნათელი, სევდიანი და დაუვიწყარი…

 

 

გაეცანით ჟურნალ OK! ბათუმის მკითხველს.

ვინ არის ანკა სტურუა?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. 16 წლიდან, სხვადასხვა ადგილას, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. შემდეგ მარკეტინგში გადავინაცვლე და რამდენიმე წელი წამყვანი დეველოპერული კომპანიების მარკეტინგის გუნდში გავატარე. ბოლო ათი წელია სამკაულების დიზაინით დავინტერესდი და ახლა ჩემი მთავარი საქმიანობა სწორედ ეს არის. მაქვს სამკაულების ორი ბრენდი „დოთს ენდ დეშის“ და „ანნაგლოუ“.

 

ინტერესი, რომელიც არასდროს დაგიკარგავთ…

ჩემი დიდი სიყვარული და ინტერესი, რომელიც სულ თან დამყვება, წერას უკავშირდება. მიყვარს წერა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ  ჩემი პირველი წიგნი „მამაჩემი გემის კაპიტანია“ გამოიცა, ბევრს ვეღარ ვწერ. ალბათ, სათანადო მომენტს ველოდები. მიყვარს და მაინტერესებს ყველაფერი რაც წერას, ზოგადად, ენას და სიტყვებს უკავშირდება. წიგნების კითხვის დროსაც შინაარსზე მეტ ყურადღებას ავტორის წერის სტილს და სიტყვების მარაგს ვუთმობ.

 

ოჯახი, მათგან მიღებული ემოციები…

ოჯახი ჩემთვის საყრდენი და სტაბილურობის გარანტია. ეს ის ადამიანები არიან ვისაც უკავშირდება ყველაზე მეტი ღელვა, შიში და შფოთვა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ამავდროულად, მათგან ვიღებ ძალიან დიდ ძალასა და სიმშვიდეს.

 

 

ხართ ავტორი წიგნისა „მია – მამაჩემი გემის კაპიტანია“ ემოციურად როგორი იყო მუშაობა წიგნზე, მით უფრო მაშინ, როცა ამბავი მეზღვაურ მეუღლეს ეხება?

ახლა, როდესაც ვიხსენებ წერის პროცესს, ბევრი არაფრის თქმა შემიძლია. თითქოს ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად მოხდა. ამ თემას რომ ვუფიქრდები, ზოგჯერ მაქვს შეგრძნება რომ წიგნი „ვიღაცამ“ დამაწერინა, თან ასე, ერთი ხელის მოსმით. ვერასდროს წარმოვიდგენდი და ვერც ახლა წარმომიდგენია, რომ რამდენიმე თვეში შემიძლია დავწერო წიგნი. ზოგადად, პერფექციონისტი ვარ. როდესაც სტატიებს ვამზადებდი სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის, ძალიან მიჭირდა, რადგან უამრავჯერ უნდა გადამეკითხა ჩემი ნაწერი, რაც ძალიან არ მიყვარს. ამ შემთხვევაში ამბავი თავისთავად იმსახურებდა გადმოცემას, მხოლოდ ის  ვიცოდი, რომ მინდოდა რამენაირად ყველა ემოცია, რომელიც ამ ისტორიას თან ახლდა, ცოცხლად შემენახა. რა ფორმა უნდა მიმეცა ამ ყველაფრისთვის არ ვიცოდი, თუმცა ყველაფერი თავისით მოხდა. დავიწყე წერა და პროცესში გაიხსნა უამრავი ისტორია, გამოჩნდნენ ახალი პერსონაჟები და შეიკრა წრე. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ნამდვილი ამბავია გადმოცემული, რომელიც ჩემს მეუღლეს შეემთხვა 2020 წელს, როდესაც მეკობრეებმა გაიტაცეს და ტყვეობაში 22 დღე გაატარა, შევეცადე ჩემი შტრიხებიც შემეტანა ამ ამბავში, რომ

პატარა მკითხველისთვის უფრო საინტერესო და ინფორმაციული გამოსულიყო. როდესაც წერა დავასრულე უკვე ვიცოდი, რომ,

სტატიებისგან განსხვავებით, აქ ბევრ ცვლილებას აღარ შევიტანდი. ეს იყო ამბავი, რომლის მოყოლაც მინდოდა და გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა.

 

ბევრს მოგზაურობთ, ეცნობით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ადათ-წესებს. რომელმა ქვეყანამ, ან ქალაქმა მოახდინა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება და რატომ?

წელს პირველად ვიმოგზაურე აზიაში და ამიტომ გამოვარჩევდი შრი ლანკას. აქამდე არსად მიგრძნია მსგავსი ენერგეტიკა. გარდა საოცარი ბუნებისა, ადამიანებისა და სანახაობრივად მრავალფეროვანი ადგილებისა. ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური კავშირია ქვეყანასთან, რომელშიც ვმოგზაურობ. ეს კავშირი ან დგება, ან არა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ტურისტული და სანახაობებით ცნობილი ადგილია. მთავარია ქვეყანას ჰქონდეს თავისი დამახასიათებელი ენერგეტიკა.

 

 

ის, რაც ყველაზე მეტად მსურს…

უამრავი სურვილის მიუხედავად, რაც ასეთ დროს თავში მომდის, მხოლოდ და მხოლოდ სულიერი სიმშვიდე/მშვიდობაა.

 

ხელნაკეთ სამკაულებს ქმნით. როგორ დაიწყო აღნიშნულის მიმართ ინტერესი. რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ხელწერად. რა კონცეფცია დევს მათში…

2016 წელს მეგობართან ერთად დავიწყე ხელნაკეთი სამკაულების დამზადება. გვინდოდა ჩვენი სამაჯურები განსაკუთრებული შინაარსის მატარებელი ყოფილიყო. ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ მივედით მორზეს კოდამდე. გადავწყვიტეთ ფერად-ფერად სამაჯურებზე, მორზეს კოდის გამოყენებით, სიტყვები დაგვეშიფრა. ეს მომხმარებლებს მისცემდა საშუალებას ერთმანეთისთვის საიდუმლო სათქმელი გადაეცათ, სიყვარული აეხსნათ ან თუნდაც მეგობრობა განემტკიცებინათ. ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა და უკვე 8 წელია „დოთს ენდ დეშის“ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ინდივიდუალური შეკვეთებისა, ვთანამშრომლობთ დიდ ორგანიზაციებთანაც და მათთვის კორპორატიულ საჩუქრებს ვამზადებთ. ვფიქრობ, ჩვენი სამაჯურები, რომლებსაც სიმბოლურად „სურვილის სამაჯურები“ დავარქვით, ნამდვილად დასამახსოვრებელი და გამორჩეული საჩუქარია.

რაც შეეხება ჩემს მეორე ბრენდს „ანნაგლოუს“,  ამ ეტაპზე მხოლოდ ბეჭდებს ვამზადებთ. იდეა სანაპიროს ქვებისგან წამოვიდა. როგორც იცით, არსებობს ერთი კეთილი ლეგენდა – თუ სანაპიროზე გახვრეტილ ქვას იპოვნი ბედნიერი იქნებიო. ხშირად ვპოულობდი ასეთ ქვებს. ერთხელაც გადავწყვიტე ნაპოვნი ქვა ბეჭდად მექცია. მივამსგავსეთ ფორმა, გავუკეთეთ ნახვრეტი და მივიღეთ არასტანდარტული ფორმის ბეჭდები, რომლებსაც საერთო აქვთ მხოლოდ ფორმა, თუმცა ვამზადებთ უამრავ სხვადასხვა დიზაინსა თუ ფერში.

 

რას მოაქვს სიმშვიდე და ჰარმონია თქვენში?

ზღვას. ქალაქი სადაც ზღვა მეგულება, თუნდაც სულ ვერ ვხედავდე, ჩემთვის ბევრად ჰარმონიულია. მშვიდად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები ჩემთან ერთად არიან.

 

 

როგორია ის ბათუმი, რომელსაც თქვენ იცნობთ და გიყვართ…

ბათუმი ჩემი ბავშვობაა. ბაბუა ბათუმელი მყავდა და ყოველთვის მქონდა ამ ქალაქთან უხილავი ბმა, რომელიც ასე კონკრეტულად თითქოს არაფერს უკავშირდებოდა, მაგრამ ყოველთვის იყო ძალიან ძლიერი. სულ მინდოდა ამ ქალაქში ცხოვრება, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონზე. ახლაც ასე ვარ, სამყაროში არ მეგულება ადგილი სადაც თავს უფრო კარგად ვიგრძნობ, ვიდრე ბათუმში. ამ გრძნობებს აასმაგებენ ჩემი ბათუმელი მეგობრები, მათ ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ.

 

რომელ წიგნსა თუ ფილმში იცხოვრებდით სიამოვნებით და რამდენიმე დღით…

სერიალში, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტჯერ მაქვს ნანახი „სექსი დიდ ქალაქშია“. სიამოვნებით გავხდებოდი ამ სერიალის პერსონაჟი. რაც შეეხება წიგნს, „პატარა უფლისწულის“ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა, ალბათ, ყველა ჩვენგანის სურვილია.

 

რა არის თავისუფლება და რა ფორმით გამოხატავთ მას თქვენს შემოქმედებაში?

თავისუფლება ჩემთვის მუშაობის პროცესია. ამ მომენტში ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად, როდესაც ვქმნი დიზაინს, ვაწყობ სამაჯურებს, ან ვწერ. ძალიან მიყვარს რასაც „ფლოუს“ ეძახიან – შემოქმედებითი დინების პროცესი. ამ დროს მაქვს ყველაზე დიდი ენერგია, მთლიანად ვიძირები საქმეში, არაფერზე ვფიქრობ საქმის გარდა, არც ის ვიცი ვინ ვარ, მხოლოდ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მომწონს და ეს მაძლევს თავისუფლების შეგრძნებას.

 

 

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! გულწრფელობა უვადო პიარია – ნათია თოფჩიძე
OK! ბათუმი

#OK! გულწრფელობა უვადო პიარია – ნათია თოფჩიძე

December 28, 2025
#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის
OK! ბათუმი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის

December 28, 2025
#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია
OK! ბათუმი

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025
#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა
OK! ბათუმი

#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა

December 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჩემი ნაოჭები განვლილი ცხოვრების ნახატებია – ნინო ბურდული

#OK! ჩემი ნაოჭები განვლილი ცხოვრების ნახატებია – ნინო ბურდული

July 14, 2025
#OK! სოფო გონგლიაშვილის ჰარმონია სამყაროში

#OK! სოფო გონგლიაშვილის ჰარმონია სამყაროში

May 7, 2021
#OK! რჩევები დედებს – ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში

#OK! რჩევები დედებს – ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში

March 13, 2024
#OK! როგორ შეძლო ალექსანდრა პაიჭაძემ ფეხმძიმობის დამალვა? რჩევები ქართველი მოდელისგან!

#OK! როგორ შეძლო ალექსანდრა პაიჭაძემ ფეხმძიმობის დამალვა? რჩევები ქართველი მოდელისგან!

August 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ის, რაც მოდიდან გადავიდა – 2025 წლის 8 ანტიტრენდი

#OK! ის, რაც მოდიდან გადავიდა – 2025 წლის 8 ანტიტრენდი

December 27, 2025
#OK! პრინც უილიამი ვაჟთან ერთად – ქველმოქმედება შობის წინ

#OK! პრინც უილიამი ვაჟთან ერთად – ქველმოქმედება შობის წინ

December 24, 2025
#OK! მოძრავი სინათლე – ანკას სამყაროს მარადიული ხმა…

#OK! მოძრავი სინათლე – ანკას სამყაროს მარადიული ხმა…

December 28, 2025
ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები