კრის ჯენერს სურს, რომ მისი დიდი ოჯახის წევრები სიკვდილმაც კი ვერ დააშოროს. რეალითი შოუს „Keeping Up With the Kardashians“-ის ბოლო ეპიზოდში 70 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ დროა, იმაზე იფიქრონ რა იქნება ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ. კრისი და მისი 41 წლის ქალიშვილი, ქლოი კარდაშიანი, აკლდამის ადგილის ასარჩევად სასაფლაოზე წავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გამგზავრებამდე კრისი თავის ქალიშვილებს FaceTime-ის საშუალებით ესაუბრა, სადაც გადაწყდა, რომ ოჯახმა აკლდამა უნდა ააშენოს, სადაც კარდაშიანების კლანის თითოეული წევრის ფერფლს დაკრძალავენ.
„ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მსუბუქი ფორმით ვიტანჯები და მიყვარს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე და ორგანიზებულია, ამიტომ როგორც ოჯახის უფროსს, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, ყველა ერთად შევკრიბო და მოვამზადო, რომ რამე რომ მოხდეს, პანიკაში არავინ ჩავარდეს“, – განმარტა კრისმა.
კრისი დარწმუნებულია, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სული სამოთხეში მოხვდება, თუმცა, სხეულის მდებარეობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს, რომლებშიც გარკვევა სურს. ქლოიმ დედას გამოსავალის სახით კრემაცია შესთავაზა, თუმცა ქალმა ამაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ უმცროს ქალიშვილს, 28 წლის კაილის, ეს არ სურს.
„ყველას გრძნობები უნდა გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა კრისმა.
დედა-შვილებმა განიხილეს ვინ შეიძლება ოჯახურ აკლდამაში დაიკრძალოს და ვინ არა. კრისმა თქვა, რომ თუ „საკმარისად დიდ“ ნაკვეთს მიიღებდნენ, შეძლებენ აკლდამაში ოჯახის მამა – რობერტ კარდაშიანი დაკრძალონ, რომელიც 2003 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

რობერტ კარდაშიანი შვილებთან: ქლუი, კორტნი, კიმი
ქლოი კარდაშიანმა გაიხსენა, რომ მამის გარდაცვალების დროს, 19 წლის გოგონა ტრაგედიისთვის მზად არ იყო, ამიტომ ახლა სურს, რომ მის შვილებს – 7 წლის ტრის და 3 წლის ტატუმს მისი გარდაცვალების შემდეგ იგივე პრობლემები არ შეექმნათ.
ქლოისგან განსხვავებით, რომელიც კრემაციას მოითხოვს, მის დას, კორტნი კარდაშიანს დაკრძალვა სურს, კიმისთვის კი სულ ერთია.
„თუ ვინმეს ჩემი ფერფლი რაიმე მიზნით უნდა, რა თქმა უნდა“, – თქვა მან.
საუბარში მხოლოდ კენდალ ჯენერი არ ჩარეულა – მოდელს სიკვდილზე ლაპარაკი არ უყვარს.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! კრის ჯენერის 70 წლის იუბილე ჯეფ ბეზოსის სასახლეში გაიმართა












