ბრიუს უილისის მეუღლემ, ემა ჰემინგმა, მსახიობის გარდაცვალების შემთხვევისთვის, რომელიც რამდენიმე წელია ფრონტოტემპორალური დემენციით იტანჯება, სამოქმედო გეგმა მოამზადა.

„ადამიანების უმეტესობა სიკვდილს შიშთან და გაურკვევლობასთან აკავშირებს, მაგრამ როდესაც ახლობელი ადამიანი ავადმყოფობს და ავადმყოფობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ჩვენ, როგორც საზოგადოების ნაწილი, საყვარელი ადამიანების წასვლაზე და სიკვდილზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ნამდვილად უნდა ვიფიქროთ“, – წერს ჰემინგი თავის ახალ მემუარებში „მოულოდნელი მოგზაურობა“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსახიობის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტვინის მეცნიერებისთვის გადაცემას გეგმავს:
„ნეიროდეგენერაციული დაავადებების კვლევა უმეტესად, სიკვდილის შემდეგ ტვინის შესწავლას ეყრდნობა, განსაკუთრებით დემენციის იშვიათი ფორმების დროს. ეს სიმბოლური ჟესტი არ არის, მეცნიერებაა და ერთ მშვენიერ დღეს ის შეიძლება სხვა ოჯახებსაც დაეხმაროს“.
ახლახან, ბრიუს უილისისა და დემი მურის უფროსმა ქალიშვილმა, რუმერმა თქვა, რომ ზოგჯერ მამა ვეღარ ცნობს, თუმცა მისგან სიყვარული მაინც იგრძნობა.
![]()
შეგახსენებთ, რომ ბრიუს იულისს, რომელმაც სამსახიობო კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო, ორი ემის ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა „კერკეტი კაკალი“ ოსკარის ნომინანტად არასდროს დასახელებულა.
2023 წელს ექიმებმა ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების გამო მან საკუთარი რეპლიკების დამახსოვრების უნარი დაკარგა, რამაც მსახიობობიდან წასვლა აიძულა. ამჟამად მასზე მეუღლე, ემა ჰემინგი, ყოფილი მეუღლე, დემი მური და მათი სამი ქალიშვილი ზრუნავენ. დაავადების განვითარების გამო, მსახიობს საყვარელი ადამიანების ამოცნობა უჭირს. ამის მიუხედავად, ემა ჰემინგი ამტკიცებს, რომ მას ცხოვრების სიხარული არ დაუკარგავს.

ბრიუს უილისის მეუღლემ თავის მემუარებში გაამხილა, რომ მსახიობს ამჟამად 24-საათიანი მოვლა სჭირდება. მისი თქმით, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მსახიობის მოსალოდნელი გარდაცვალების შესახებ ფიქრი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. 2023 წლის თებერვალში, ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენცია განუვითარდა. ეს დაავადება კოგნიტური შესაძლებლობების თანდათანობით დაკარგვას იწვევს. უილისი ვეღარ ცნობს დედას, ყოფილ მეუღლეს და მსახიობ დემი მურს, რომელთანაც განქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა.

ბრიუს უილისს დემისგან სამი ქალიშვილი ჰყავს: სკაუტი, რუმერი და ტალულა. მსახიობები დაქორწინებულები თითქმის 13 წლის განმავლობაში, 1987 წლიდან 2000 წლამდე იყვნენ. მურთან განქორწინების შემდეგ, 2009 წელს, ბრიუს უილისი 23 წლით უმცროს მოდელზე, ემა ჰემინგზე დაქორწინდა, რომელიც ორი ქალიშვილი ჰყავს: მეიბლ რეი და ეველინ პენი.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ბრიუს უილისის პატივსაცემად მისმა ყოფილმა და ამჟამინდელმა ცოლებმა გალა-წვეულება გამართეს












