• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

#OK! 10 ფილმი, რომელიც სწავლას მოგანდომებთ

September 13, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

სასწავლო წელი იწყება, თუმცა ცხელი ზაფხულის მოგონებებისგან გაქცევა და საკლასო ოთახში ან აუდიტორიაში შესვლა ბევრს უჭირს. გთავაზობთ საინტერესო ფილმების ჩამონათვალს, რომელიც სწავლისთვის იმპულსს მოგცემთ და დადებითი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

  1. „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (აშშ, 1989) რეჟისორი პიტერ უეირი.


1959 წლის შემოდგომა. ახალგაზრდა ლიტერატურის მასწავლებელი, ჯონ კიტინგი, სამუშაოდ ვერმონტის პრესტიჟულ კოლეჯში გადადის, რომელიც მკაცრი  დისციპლინითა და წესებითაა ცნობილი. კიტინგი, თავად ამ კოლეჯის კურსდამთავრებულია, თუმცა ცდილობს სწავლების განსხვავებული მეთოდები დანერგოს.

კიტინგს სურს, რომ მოსწავლეებმა ცხოვრების ნამდვილი ფასეულობები შეიგრძნონ და ცხოვრების თითოეული წამით ტკბობას ასწავლის, რადგან ის არასდროს დაბრუნდება. „დაიჭირე წამი და იცხოვრე სინდისის ქენჯნის გარეშე“ — ესაა მასწავლებლის გზავნილი, რომელიც პოეზიის ძალით ბიჭებში შემოქმედებითი სულის გაღვივებას ცდილობს.

  1. „სკოლის კავშირები“ (აშშ, 1992)

1950-იანი წლები, ინგლისი. დევიდ გრინი წარმატებული სტუდენტია, რომელსაც საფეხბურთო ნიჭის წყალობით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში იღებენ. იმის შიშით, რომ კოლეჯში არ მიიღებენ, დევიდი მალავს, რომ მუშის შვილი და ებრაელია.

ფეხბურთში დევიდის წარმატებები მის მეგობარში, ჩარლიში შურს იწვევს. როცა ჩარლი იგებს, რომ დევიდი ებრაელია, მის საიდუმლოს ამხელს. თანაკურსელები, რომლებიც  ანტისემიტური შეხედულებებით არიან აღზრდილი, დევიდს გარიყავენ. ფილმი სკოლის რთულ ურთიერთობებზეა, რომლებიც ახალგაზრდებში პროტესტის გრძნობას აჩენს.

  1. „საშიში გონებები“ (აშშ, 1995)

ჯონ სმიტის 1995 წლის ფილმი. მთავარ როლში მიშელ პფაიფერი. სიუჟეტი დაფუძნებულია ლუენ ჯონსონის ავტობიოგრაფიულ წიგნზე My Posse Don’t Do Homework.

ყოფილი საზღვაო ქვეითი და მასწავლებელი მუშაობას სკოლაში, რთულ ბავშვებთან იწყებს. შეძლებს კი მათი ნდობის მოპოვებას? ფილმი მასწავლებლის რთული პროფესიისა და მოსწავლეებთან მისი ურთიერთობის შესახებ გვიამბობს.

  1. „ქერათმიანი ადვოკატი“ (აშშ, 2001)

ელ ვუდსი ახალგაზრდა, გლამურული გოგონა, რომელიც მთელ დროს მეგობრებთან ერთად გართობასა და მაღაზიებში სიარულში ატარებს. ელის შეყვარებული, უორნერი, რომელიც პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება, გადაწყვეტს, რომ ასეთ ქარაფშუტა გოგოსთან ურთიერთობა არ ეკადრება და  მასთან დაშორებას გადაწყვეტს.

გოგონა ცდილობს უორნერს დაუმტკიცოს, რომ უნიჭო და ქარაფშუტა არაა და ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას გადაწყვეტს. ფილმი შთააგონებს ყველას, ვისაც საკუთარი ძალებში ეჭვი ეპარება.

  1. „წლის მასწავლებელი“ (კანადა, აშშ, 2003)

მეთ უორნერი სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. მისი ოცნება მამის წარმატების გამეორებაა, რომელიც 44 წლის განმავლობაში სტუდენტების მიერ საუკეთესო მასწავლებლად იყო აღიარებული, მაგრამ ეს გზა მარტივი არ არის. ფილმი მასწავლებლების სირთულეებით სავსე ცხოვრებაზე გვიამბობს და გვახსენებს, რომ შრომითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

  1. „ნაბიჯი წინ“ (აშშ, 2006)

ის ბალტიმორის ღარიბი უბნის მეამბოხე ბიჭია, გოგო კი ელიტარული სახელოვნებო სკოლის მოცეკვავე. მათი ცხოვრება ძალიან განსხვავებულია, თუმცა შემთხვევითი შეხვედრა ყველაფერს ცვლის.
ჰიპ-ჰოპისა და კლასიკური ცეკვის დუეტში შერწყმა შთააგონებს ყველას, რომ ცეკვა ისწავლონ. მათაც კი ვისაც არასოდეს უცეკვია.

  1. „მონა ლიზას ღიმილი“ (აშშ, 2003)

1953 წელი, ცივი ომის პერიოდი. 30 წლის გაუთხოვარი კეტრინ ენ უოტსონი მასაჩუსეტსის ქალთა პრესტიჟულ კოლეჯში, ხელოვნების ისტორიის მასწავლებლად მუშაობას იწყებს.

სკოლის წესების გაცნობის შემდეგ კეტრინი ხვდება, რომ კოლეჯის მთავარი მიზანი სტუდენტების იდეალურ ცოლებად და დედებად მომზადებაა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მის პრინციპებს. კეტრინი გადაწყვეტს გოგონებს ხელოვნების მეშვეობით ახალი ხედვები შესთავაზოს, რითიც კოლეჯის მმართველობას უპირისპირდება.

  1. „როკის სკოლა“ (აშშ, 2003)

რიჩარდ ლინკლეიტერის 2003 წლის მუსიკალური კომედია. ფილმის სცენარი მაიკ უაიტმა სპეციალურად ჯეკ ბლექისთვის დაწერა, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს.
სიუჟეტის მიხედვით, დიუის, რომელიც როკ-ვარსკვლავობაზე ოცნებობს, შეცდომით პრესტიჟულ სკოლაში მასწავლებლად აგზავნიან. თავდაპირველად ის საშინელი მასწავლებელია, რომელიც წესებს არ ემორჩილება, მაგრამ როცა თავისი მოსწავლეების რეპეტიციებს დაესწრება და მათში ნიჭს აღმოაჩენს, გადაწყვეტს თავად შექმნას ჯგუფი და კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

ეს არის შესანიშნავი კომედია შემოქმედებითი სულის მქონე ადამიანებისთვის.

  1. „კლასის წინაშე“ (აშშ, 2008)

ბრედ კოენი ტურეტის სინდრომით იტანჯება, რაც ყველაფერში ხელს უშლის. სირთულეების მიუხედავად, დედისა და მასწავლებლების მხარდაჭერით, წლების შემდეგ ის ნამდვილი მასწავლებელი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არავის სჯერა მისი.

ბრედისა და მისი ბრძოლის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე და იმაზე საკუთარ ბედს როგორ ვმართავთ.

  1. „ჰოკინგი“ (დიდი ბრიტანეთი, 2004)

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმის სიუჟეტი ბრიტანელი ასტროფიზიკოსის და კოსმოლოგის, სტივენ ჰოკინგის ცხოვრებას ასახავს.

ფილმი კემბრიჯის უნივერსიტეტში ჰოკინგის კარიერის დასაწყისზე გვიყვება. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ასაკში ამიოტროფული სკლეროზი დაუდგინდა, მან თავისი ნოვატორული კვლევებით სამეცნიერო სამყაროს ახალი პერსპექტივა მისცა. ეს შესანიშნავი მაგალითია, რომ შრომისმოყვარეობით და მონდომებით ყველაფერია შესაძლებელი.

ასევე გაეცანი

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები
OK! კულტურა

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

December 22, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია
OK! კულტურა

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია

December 22, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი
OK! კულტურა

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

December 22, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ბერიძეების ღვინის მარანი – აჭარის მთავარი მასპინძელი

#OK! ბერიძეების ღვინის მარანი – აჭარის მთავარი მასპინძელი

August 10, 2023
#OK! Astronomer-ის დირექტორი Coldplay-ის კონცერტზე ღალატში გამოიჭირეს

#OK! Astronomer-ის დირექტორი Coldplay-ის კონცერტზე ღალატში გამოიჭირეს

July 18, 2025
#OK! Balenciaga-მ Twitter-ის ოფიციალური ანგარიში დახურა

#OK! Balenciaga-მ Twitter-ის ოფიციალური ანგარიში დახურა

November 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლორენ სანჩესმა 56-ე დაბადების დღე კარდაშიანებთან ერთად აღნიშნა

#OK! ლორენ სანჩესმა 56-ე დაბადების დღე კარდაშიანებთან ერთად აღნიშნა

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 21, 2025
#OK!  2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

#OK! 2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

December 18, 2025
#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე,  Chanel-ის კაბით გამოჩნდა

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები