• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი

September 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ლაზეროთერაპია შედეგიანი და მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს? – ალბათ ბევრს დაგისვამთ ეს შეკითხვა. ამ აქტუალურ თემაზე სასაუბროდ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციურ და სანდო პროფესიონალს, ლაზეროთერაპევტ ინგა ელიაშვილს თავის Laserin-ის კაბინეტში ვეწვიე, რომელიც ფალიაშვილის 44 ნომერში მდებარეობს.

ბევრი თქვენგანისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე მივიღე ამომწურავი და, რაც მთავარია, საიმედო პასუხები სპეციალისტისგან, რომელიც თავისი საქმიანობის ამოსავალ წერტილად მაქსიმალური შედეგის მიღებას, კეთილსინდისიერებას და პაციენტების დადებით ემოციებს მიიჩნევს. გთავაზობთ ინგა ელიაშვილთან ინტერვიუს.

 

 

ინგა, რამდენი წელია, რაც ლაზეროთერაპიის სფეროში ხართ?

სამედიცინო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. ერთ-ერთ ესთეტიკის ცენტრში ჩამოვყალიბდი ლაზეროთერაპევტად, სადაც 5 წელი ვიმუშავე. შემდეგ გავხსენი და უკვე შვიდი წელია მაქვს ჩემი ესთეტიკური ცენტრის ფილიალები საქართველოს რამდენიმე ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზესტაფონში Medin ბრენდის ქვეშ და თბილისში, სახელწოდებით Lazerin. ჯამში 12 წელია ამ სფეროში ვსაქმიანობ. „ლაზერინი“ არის წლების შრომისა და გამოცდილების ნაყოფი, რომელიც მთლიანად საკუთარი ხელით შევქმენი და ამისთვის საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ჩემს პაციენტებთან საუკეთესო შედეგებზე აისახება. ყველაფერი ნულიდან დავიწყე და თითოეულ ნაბიჯს ენთუზიაზმითა და დაუღალავი შრომით ვდგამდი. დღემდე ყველა დეტალზე ბევრს ვფიქრობ იმისთვის, რომ  პაციენტებმა მაქსიმალური შედეგი მიიღონ.

თბილისის ფილიალში არ აგიყვანიათ სხვა სპეციალისტი და თავად მუშაობთ. რამ მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება?

დიახ, გადავწყვიტე, რომ თბილისში არ ამეყვანა სხვა სპეციალისტი და საუკეთესო შედეგების მისაღებად მე თავად ვმუშაობ პაციენტებთან. ძალიან მიყვარს ეს საქმე, იმდენად, რომ მირჩევნია თავად ვიმუშაო. ვიკვებები ჩემი პაციენტების დადებითი ემოციებით და სიხარულით, როცა შედეგს ხედავენ. წლების წინ რაც განმიცდია, იგივე ემოცია მეუფლება ახლაც, როცა მოდის პაციენტი და მეუბნება, რომ ძალიან კარგი შედეგები აქვს. ეს ემოცია სულ ერთნაირია ყოველ ჯერზე. ამ წლების განმავლობაში მყოლია ბევრი მოსწავლე, რომელთაც ვასწავლიდი, რათა ჰყვარებოდათ თავიანთი საქმე და, პირველ რიგში, ყოფილიყვნენ ორიენტირებული შედეგზე და არა ანაზღაურებაზე. მხოლოდ მაშინ გამოდის საქმე, თუ ის სიყვარულით, კეთილსინდისიერებითა და ჯანსაღი მოტივაციით კეთდება.

 

ინგა, მოდი, პროფესიულ კითხვებს დაგისვამთ, რაც დარწმუნებული ვარ, მკითხველებსაც აინტერესებთ. რომელ აპარატზე მუშაობთ?

მე ვმუშაობ ექსკლუზიური დამკვეთის მიერ მოწოდებული აპარატით COLT. ეს არის ამერიკული და კორეული სუპერჰიბრიდი და ძალიან ბევრი რეჟიმი აქვს, რომელიც ყველა ტიპის და ფერის თმაზე ინდივიდუალური ტექნიკით მუშაობის საშუალებას იძლევა. „სოპრანოზეც“ მიმუშავია, მაგრამ ბოლო 5 წელია ჩამოვყალიბდი „კოლტის“ ამ სამსხივიანი დიოდის აპარატზე, რომელიც იდეალურ შედეგებს უზრუნველყოფს.

 

პროცედურების რა რაოდენობაა საჭირო როგორც მუქ, ასევე ღია ფერის თმაზე, იმისთვის, რომ საბოლოოდ გაქრეს და საუკეთესო შედეგი მივიღოთ?

ნებისმიერი ტიპის თმაზე ყოველთვის მაქსიმუმ ცხრა პროცედურას ვვარაუდობ. დაახლოებით ერთი წელია საჭირო, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ და შემდეგ უკვე, როგორც ნებისმიერ კოსმეტოლოგიურ პროცედურას, ლაზერულ თერაპიასაც სჭირდება ეფექტის შენარჩუნების მიზნით წელიწადში ორჯერ პროცედურის ჩატარება. ასე თმა აღარ გააქტიურდება და დარჩება საბოლოო ფაზაში.

 

რომელია ყველაზე პრობლემური ზონები?

ჰორმონდამოკიდებული ზონები, ბარძაყის ზონა, ღრმა ბიკინის ნაწილი, კოჭის ზონა, იდაყვი, მუხლი. ამ არეებზე უჭირს თმას გაქრობა, მაგრამ საბოლოოდ ეს ზონებიც სრულად ექვემდებარება თერაპიას.

 

სახის ზონაზე რამდენად შედეგიანია პროცედურები?

იდეალური შედეგები მაქვს სახის ზონაზეც. თმა ყველგან თმაა, იგივე პრინციპი აქვს სახესაც, როგორც, ვთქვათ, ხელს და ფეხს. ალბათ ისედაც იცით, რომ დიოდის ეპილაციის წინ თმა იპარსება და შემდეგ აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ზუსტად შერჩეული აპარატის ენერგია და პარამეტრები იმისთვის, რომ თმა გაქრეს და არა პირიქით, გააქტიურდეს. არასწორი პარამეტრებით მუშაობამ შეიძლება პირიქით, გააუხეშოს თმა და აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს. ასეთ დროს პაციენტი უკმაყოფილოა და არასასურველ შედეგს პარსვას აბრალებს. სინამდვილეში კი პრობლემა არასწორად ჩატარებულ პროცედურაშია. როცა თმის ღერი და ფოლიკული კარგად, სწორად დამუშავებულია, სახეზეა იდეალური შედეგი.

 

ცნობილია, რომ ქერა თმა რთულად აღსაქმელია ლაზერისთვის, ასეა?

რაც უფრო ღიავდება თმა, დიოდის მიერ უფრო ძნელად აღსაქმელია პიგმენტი. პირველი ტიპის თმა აქვთ ალბინოსებს და მათზე არ მოქმედებს სხივი. მეორე ტიპის ქერა თმაზე კი კარგად მოქმედებს, უბრალოდ, ოდნავ გვიან ვიღებთ შედეგს, ვიდრე მუქი თმის შემთხვევაში.

 

რა პერიოდულობით იბარებთ პაციენტებს?

თვეში ერთხელ, იმის მიუხედავად, რა ფერისაა თმა. საუკეთესო შედეგის მისაღებად სასურველია, არ ჩავარდეს პროცედურა.

რამე გვერდითი მოვლენა თუ აქვს ლაზერულ ეპილაციას?

არანაირი. დიოდისა და ალექსანდრიტის ლაზერი გარუჯულ სხეულზეც თამამად კეთდება. ზოგადად, სხივის ენერგია მოქმედებს 8 მმ-ზე, თმის ფოლიკულის სიგრძეზე და მეტი დიფუზია არ გააჩნია, ამიტომ, ფაქტობრივად, არავითარი უარყოფითი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია.

კიდევ ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც დედებს ყველაზე მეტად დააინტერესებთ. რა ასაკიდან უნდა მოგმართონ მოზარდებმა, როდიდან არის მიზანშეწონილი ეპილაცია მოზარდებში?

ციკლი 1 წლის დაწყებული უნდა ჰქონდეთ, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. მანამდე ჰორმონული ცვლილებებია ორგანიზმში და შეიძლება სასურველი ეფექტი არ ჰქონდეს. ამიტომ პროცედურებით კარგ შედეგს ვიღებთ ციკლიდან 1 წლის შემდეგ.

 

მამაკაცებს თუ იღებთ და მათ შემთხვევაში როგორ არის ეფექტის მიღების პროცესი?

დიახ, ვიღებ, რა თქმა უნდა. მამაკაცებს მეტი პროცედურა სჭირდებათ. ქალის ფოლიკულიდან თუ ამოდის 1 თმის ღერი, მამაკაცის შემთხვევაში, 1 ფოლიკულიდან შეიძლება გაიზარდოს 3 ღერი. ჰორმონების გავლენით მამაკაცებში თმა უფრო ძლიერი და ხშირია, ამიტომ სრული კურსის გავლაა საჭირო, თუმცა უკვე პირველივე სესიიდან შედეგი თვალსაჩინოა ხოლმე. მამაკაცებთან 13-14 პროცედურის ჩატარება გვჭირდება და შემდეგ არაჩვეულებრივად ულაგდებათ თმიანობა.

 

ინგასთან შეგიძლიათ ჩაეწეროთ ნომერზე: 571 04 03 80

ან სალონ „ექსელენსში“ ნომერზე:  557 15 00 51

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: თამუნა თავხელიძე

ასევე გაეცანი

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 11, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
OK! Business

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Lisi Event Hall – დაუვიწყარი ღონისძიებების მასპინძელი

#OK! Lisi Event Hall – დაუვიწყარი ღონისძიებების მასპინძელი

July 8, 2024
#OK! Commodus – ყველაფერი სახლის ინტერიერისთვის

#OK! Commodus – ყველაფერი სახლის ინტერიერისთვის

May 5, 2022
ქართულმა ბრენდმა JESUS STAR-მა ახალი გამორჩეული კოლექცია RESORT 2024 წარადგინა

ქართულმა ბრენდმა JESUS STAR-მა ახალი გამორჩეული კოლექცია RESORT 2024 წარადგინა

July 28, 2024
#OK! დოკუმენტური ფილმი კარლ ლაგერფელდის შესახებ: იხილეთ პირველი თიზერი

#OK! დოკუმენტური ფილმი კარლ ლაგერფელდის შესახებ: იხილეთ პირველი თიზერი

March 16, 2024

კვირის ჰიტები

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 11, 2026
#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

February 6, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! ფეხბურთიდან ბიზნესამდე – კრიშტიანუ რონალდუს ბიზნეს იმპერია

#OK! ფეხბურთიდან ბიზნესამდე – კრიშტიანუ რონალდუს ბიზნეს იმპერია

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები