• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

#OK! 8 ფილმი, რომელიც შემოდგომაზე უნდა ნახოთ

September 10, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

შემოდგომა გრძელი, გრილი საღამოების დროა, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ჩაი დავაყენოთ, პლედი მოვიხვიოთ და  გულისამაჩუყებლად მგრძნობიარე ფილმებს ვუყუროთ.
სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი — ამ სამ თვეს გამჭოლი ქარებისა და ოქროსფერი ფოთლების გარდა, მსუბუქი სევდასაც ახლავს. ის გვაიძულებს ვიფიქროთ იმაზე, რაც უკვე იყო და ისევ იქნება. გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომელიც შემოდგომას შეგაყვარებთ.

„ტკბილი ნოემბერი“ (2001)

ის არც ერთ იმ ქალს არ ჰგავს, რომელსაც წარმატებული ბიზნესმენი, სახელად ნელსონი ოდესმე იცნობდა. სარა იმ იშვიათ რომანტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ყოველ დილას გამორჩეული სიხარულით ხვდება, თითქოს ის უკანასკნელია. სარას სიყვარულის გამო ბიზნესმენი მზადაა ყველაფერზე უარი თქვას, მაგრამ ბედისწერას ვერავინ შეცვლის — სარას განუკურნებელი დაავადება აქვს და მისთვის შემდეგი დღე შეიძლება მართლა აღარასოდეს გათენდეს. დაავადების უკანასკნელი სტადიის შესახებ ნელსონი მხოლოდ ფილმის ფინალში იგებს, მანამდე კი შეყვარებულებს შემოდგომა აქვთ რომ ერთმანეთი უყვარდეთ.

„როდესაც ჰარი შეხვდა სალის “ (1989)


ეს არის ამბავი შეყვარებულების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავსაც არ უტყდებიან, რომ მათ შორის რაღაც მეგობრობაზე მეტია. ჰარი ქორწინდება, სალის ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს, თუმცა არც ერთი ბედნიერი არაა..
სხვა ადამიანთან სიყვარულის პოვნის უსასრულო მცდელობები მუდამ მარცხით და იმედგაცრუებით მთავრდება. ყველაფერს ერთადერთი შეხვედრა შეცვლის, როდესაც სიყვარულის მაძიებლებს ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი მიეცემათ, ოღონდ ამჯერად უკვე არა საუკეთესო მეგობრებად. ისარგებლებენ  თუ არა ისინი ბედის საჩუქრით, ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ.

„შემოდგომის ლეგენდები“ (1994)


ფილმის სიუჟეტი ზღაპარს ჰგავს — მამა და მისი სამი ვაჟი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ მათ ცხოვრებაში მშვენიერი გოგონა არ გამოჩნდა. სწორედ აქ ზღაპარი მთავრდება და მძიმე რეალობა იწყება. მამაკაცურ სამყაროში ქალის გამოჩენა ოთხივე გმირის ცხოვრებას საბედისწეროდ ცვლის. პერსონაჟების პირადი ტრაგედიები პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება, საიდანაც დაბრუნება ოჯახის ყველა წევრს არ უწერია. ფილმი შემოდგომის სევდითა და წინაპართა მიწისადმი გამოუთქმელი სიყვარულით სავსეა.

„შემოდგომის მარათონი“ (1979)


ამ ფილმზე უამრავი თაობა გაიზარდა, თუმცა ის აქტუალობას დღემდე არ კარგავს. სიუჟეტი მარტივია — ანდრეი ბუზიკინი ნიჭიერი ლიტერატორი და მთარგმნელი, მაგრამ გაუბედავი ადამიანია, რომელსაც ცოლსა და საყვარლის შორის არჩევანის გაკეთების ეშინია.
იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღება თავად არ შეუძლია, ოლეგ ბასილაშვილის გმირი იმედს საბედისწერო შემთხვევაზე ამყარებს, რომელიც პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. თითქოს, ზეცამ მისი ვედრება ისმინა — ცოლი, რომლის როლსაც  ნატალია გუნდარევა ასრულებს, სახლიდან თავად მიდის, თუმცა ისევ ბრუნდება და ყველაფერი თავიდან იწყება… ოლეგ ბასილაშვილის გმირი მხოლოდ ერთხელ არის ბედნიერი – როცა მარტო რჩება, თუმცა მისი თავისუფლება დიდხანს არ გრძელდება.. შესანიშნავი მსახიობები, საოცარი მუსიკა და ნამდვილი მოსკოვური შემოდგომა — შემოდგომის საღამოს უკეთესი რა უნდა ინატროთ?

„ჰანა და მისი დები“ (1986)


როგორც ჩანს, ვუდი ალენი არა მხოლოდ საუკეთესო კინორეჟისორი, არამედ შინაგანად მხატვარიცაა. სხვას ვის შეუძლია ურბანული პეიზაჟების მრავალფეროვნება და სილამაზე ასეთი პოეტური სიზუსტით გადმოსცეს? მადლიერების დღე  ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს, ანუ თითქმის ზამთარში აღინიშნება, მაგრამ ყველაზე უფრო შემოდგომური ამერიკული დღესასწაულია. სწორედ ამ დღესასწაულის გარშემო ვითარდება ფილმის სიუჟეტი. მაყურებელს არც  სიურპრიზები მოაკლდება, რადგან ფილმის მთავარი გმირები საბოლოოდ ადამიანები კი არა .. თბილი სვიტრები და პალტოები აღმოჩნდებიან.

„ერთხელ“ (2015)


ამ ფილმში როლებს მსახიობების ნაცვლად, პროფესიონალი მუსიკოსები ასრულებენ. ხშირად რეჟისორების ასეთი ექსპერიმენტები მარცხით მთავრდება, მაგრამ „ერთხელ“ ბედნიერი გამონაკლისია, რადგან აქ მთავარი როლს თავად მუსიკა ასრულებს. ეს კინოა თუ კონცერტი? თავად გადაწყვიტეთ, მაგრამ რომანტიკული განწყობა და მსუბუქი სევდა მიუწვდმელის გამო გარანტირებულია.

„შემოდგომა ნიუ–იორკში“ (2000)


ფილმი, რომელშიც შეყვარებულების როლებს რიჩარდ გირი და ვაინონა რაიდერი ასრულებენ, კლასიკაა, რომელზეც გავიზარდეთ. შემოდგომის ნიუ-იორკი მაყურებელს თავისი მშვენიერებით ატყვევებს. სწორედ აქ, ცენტრალურ პარკში, ოქროსფერი შემოდგომის გულში, მექალთანე უილ კინი თავის მომავალ სიყვარულს, შარლოტას ხვდება. ამ დღის შემდეგ სამყარო „მანამდე“ და „მას შემდეგ“ პერიოდებად გაიყო, მაგრამ რა საშინელი სიურპრიზი მოუმზადა მთავარ გმირებს ბედმა? ამას ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ.

„შემოდგომის სონატა“ (1978)


„შემოდგომის სონატა“ შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის მხატვრული ფილმია. მისი მთავარი გმირი, შარლოტა, სახელგანთქმული პიანისტია, რომელსაც ყველაფერი აქვს, რომ ბედნიერი იყოს: ნიჭი, სახელი, სილამაზე და ორი შვილი, მაგრამ საკუთარი შვილების სიყვარულის უნარი არ გააჩნია.
ქალმა მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა და მისი მარტოობა მუსიკამ განაპირობა. მრავალი წლის შემდეგ, როცა მსოფლიოში ცნობილი პიანისტი მიყრუებულ სოფელში ჩადის, რომ უფროსი შვილი მოინახულოს, თავზარდაცემული აღმოაჩენს, რომ მისი უმცროსი, პარალიზებული ქალიშვილი ცოცხალია და დედისგან სითბოს და სიყვარულს ელის. ფილმი შარლოტას გამგზავრებით მთავრდება. თითქოს არსაიდან მოსული ქალი ისევ ქრება, რომ საბოლოოდ მიატოვოს შვილები, რომელთა შეყვარება არ შეუძლია.

ასევე გაეცანი

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები
OK! News

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

February 2, 2026
#OK! ჰოლივუდის 10 ტრაგიკული სიყვარულის ისტორია
OK! News

#OK! ჰოლივუდის 10 ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

February 1, 2026
#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა
OK! News

#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

January 31, 2026
#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა
OK! News

#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

January 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “მე ავირჩიე საკუთარი თავი” – კიმ კარდაშიანი ამერიკული VOGUE-ის გარეკანზე

#OK! “მე ავირჩიე საკუთარი თავი” – კიმ კარდაშიანი ამერიკული VOGUE-ის გარეკანზე

February 9, 2022
#OK! “ბექჰემების ოჯახური იდილია” – ვარსკვლავები Disney-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე

#OK! “ბექჰემების ოჯახური იდილია” – ვარსკვლავები Disney-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე

November 2, 2022
#OK! ნუცა ბუზალაძის ამერიკული ვოიაჟი

#OK! ნუცა ბუზალაძის ამერიკული ვოიაჟი

December 14, 2022
#OK!ექსკლუზივი: როგორი იქნება 2024 წელი და როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს? ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

#OK!ექსკლუზივი: როგორი იქნება 2024 წელი და როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს? ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

February 13, 2024

კვირის ჰიტები

#OK! 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 4, 2026
#OK! კრიზისის მენეჯმენტის როლი სილამაზის ინდუსტრიაში

#OK! კრიზისის მენეჯმენტის როლი სილამაზის ინდუსტრიაში

February 6, 2026
#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026
#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები