• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

91 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი გარდაიცვალა. თანამედროვე სტანდარტებით, არმანიმ საკუთარი ბრენდი საკმაოდ გვიან, 41 წლის ასაკში შექმნა. „ადამიანი მხოლოდ ორმოცი წლის ასაკში იწყებს რაღაცის გააზრებას. მუშაობა ანტიასაკობრივი ვაქცინაა, ხოლო კარგი ფიზიკური ფორმა — შესანიშნავი სავიზიტო ბარათი“ – ამბობდა დიზაინერი.

2015 წელს არმანიმ მემუარები გამოაქვეყნა, სადაც მუსოლინის დიქტატურის დროს, ქალაქ პიაჩენცაში ცხოვრების პერიოდი გაიხსენა. ჩრდილოეთ იტალიის ეს ქალაქი მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრჯერ დაიბომბა. ამ დროს პატარა ჯორჯოს, ქალაქის სხვა მცხოვრებთა მსგავსად, მიწისქვეშ, სარდაფებში დამალვა უხდებოდა. მის ოჯახს ხშირად საჭმელიც არ ჰქონდა. ჯორჯოს მამა, რომელიც სატვირთო გადაზიდვებით იყო დაკავებული, ომის შემდეგ რამდენიმე თვით დააკავეს, რადგან ადგილობრივ ფაშისტურ პარტიაში მუშაობდა, თუმცა როგორც დიზაინერი იხსენებს, მაშინ ფაშისტებთან ასე თუ ისე, ყველა მუშაობდა.

ომის დროს ჯორჯო სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა — ცხრა წლის იყო, როცა მეგობრებთან ერთად, ქუჩაში დენთით სავსე ტომარა იპოვა. სახიფათო აღმოჩენასთან თამაშს აფეთქება და მძიმე დამწვრობა მოჰყვა. ჯორჯომ საავადმყოფოში ექვსი კვირა გაატარა და თან სწორედ მაშინ, სიკვდილთან ბრძოლის დროს გადაწყვიტა, რომ ექიმი გახდებოდა. მომავალი დიზაინერი რამდენიმე წელი ბოლონიის უნივერსიტეტის თერაპიის ფაკულტეტზე სწავლობდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ მიხვდა, რომ ექიმის პროფესია არ აინტერესებდა. ამის შემდეგ მან თეთრი ხალათი გაიხადა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში შევიდა, 1957 წელს კი მილანში დაბრუნდა და La Rinascente-ს უნივერმაღში ვიტრინების დეკორატორად მოეწყო.

იმპერია

სანამ 1975 წელს საკუთარი ბრენდი დააარსებდა, ჯორჯო არმანი სხვადასხვა მოდის სახლში, მათ შორის Cerruti-ში მუშაობდა. ამბობენ, რომ მომავალ დიზაინერს გემოვნება სწორედ იქ დაეხვეწა და მოდის ბიზნესში წარმატების საიდუმლოებები ისწავლა.1966 წელს არმანიმ ტოსკანაში იტალიელი არქიტექტორი სერჯო გალეოტი გაიცნო. ნაცნობობა ჯერ მეგობრობაში, შემდეგ რომანტიკულ ურთიერთობაში და საქმიან პარტნიორობაში გადაიზარდა. სწორედ გალეოტიმ დაარწმუნა არმანი, რომ საკუთარი ბრენდი შეექმნა. საწყისი კაპიტალის ნაწილი წყვილმა საკუთარი Volkswagen Beetle-ის გაყიდვით მოიპოვა. გალეოტი კომპანიის თანადამფუძნებელი და მენეჯერი გახდა, რომელმაც ათი წლის განმავლობაში გაყიდვები $14 000-დან $100 მილიონამდე გაზარდა. სამწუხაროდ, გალეოტი პარტნიორის ნამდვილ წარმატებას ვერ მოესწრო და 1985 წელს, შიდსით გარდაიცვალა. სავარაუდოდ, სერჯოსადმი ერთგულების ნიშნად, ამის შემდეგ არმანის პირად ცხოვრებაზე არასოდეს უსაუბრია.

ჯრჯო არმანის განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მამაკაცისა და ქალის კოსტიუმების რევოლუციურმა დიზაინმა და ჰოლივუდთან თანამშრომლობამ მოუტანა.

როდესაც რეჟისორმა პოლ შრეიდერმა ჯორჯო არმანის „ამერიკელი ჟიგოლოსთვის“ კოსტიუმების შექმნა თხოვა, ეს გამოცდილება დიზაინერისთვის ნამდვილ კარიერულ გარღვევად იქცა, რიჩარდ გირის ქაშმირის პალტო კი მოდის ისტორიაში ელეგანტურობის სიმბოლოდ შევიდა.


1978 წელს იტალიელი დიზაინერის სახელი ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ეწერა, რადგან დაიან კიტონს, რომელმაც „ენი ჰოლში“ შესრულებული როლისათვის „ოსკარი“ მიიღო, დაჯილდოების ცერემონიაზე არმანის შექმნილი სამოსი ეცვა. 1983 წელს დიზაინერმა 23 წლის მიშელ პფაიფერს სხვადასხვა ღონისძიებისთვის რამდენიმე ტანსაცმელი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. „სხვამ რატომ უნდა ჩამაცვას, როცა თავადაც შემიძლია ჩავიცვა და საერთოდ, ვინ არის ჯორჯო არმანი?“ —  გაიოცა მსახიობმა, თუმცა არმანის კაბების ჯადოქრობამ ისიც და სხვა ვარსკვლავებიც მალე მოხიბლა. უკვე 1991 წლის  „ოსკარებით“ დაჯილდოების  ცერემონიას  Armani Awards უწოდეს. როგორც ანა ვინტურმა თქვა: „არმანიმ კინოვარსკვლავებს საშუალება მისცა, თანამედროვე იერი ჰქონოდათ“. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე ჯულია რობერტსს და კიფერ საზერლენდს არმანის მამაკაცის კოსტიუმები ეცვათ, სინდი კროუფორდი და რიჩარდ გირი  კი არმანის სამოსში დაქორწინდნენ. არმანის ბრენდის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ჯოდი ფოსტერი, ქეით ბლანშეტი, სოფი ლორენი, ბიონსე, ლედი გაგა და მრავალი სხვა.

როგორც წესი, ჰოლივუდის ფილმებში ჯორჯო არმანი კოსტიუმების მხატვრის ან დიზაინერის როლში გვევლინებოდა, თუმცა ერთ-ერთ ფილმში ის მთავარი გმირის როლში გამოჩნდა..  1990 წელს ოსკაროსანმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ ჯორჯო არმანის შესახებ დოკუმენტური ფილმი -„შექმნილია მილანში“ გადაიღო. ფილმში დიზაინერი მოდაზე, საკუთარი ოჯახის ისტორიაზე და მილანის საყვარელ ადგილებზე საუბრობდა.

გამონათქვამებში არმანი ბევრად უფრო თავშეკავებული იყო, ვიდრე კარლ ლაგერფელდი და მისი სიტყვები სკანდალებს არ იწვევდა, თუმცა ის ცნობილი ფრაზის ავტორია „სულელები ელეგანტურები არ არიან“.

„ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემს ასაკზე 20 წლით ახალგაზრდად გამოვიყურები და მეკითხებიან, რა არის ჩემი საიდუმლო?  ნაწილობრივ, ეს მემკვიდრეობაა. დედაჩემი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და 65 წლის ქალს ჰგავდა. იმედია, მეც ასე ვიქნები, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს თვითდისციპლინასაც: ნუ იძინებთ შუადღემდე, მოერიდეთ ალკოჰოლს და ნიკოტინს“ – ამბობდა დიზაინერი.

დაფუძნებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, არმანის კომპანია ნამდვილ იმპერიად იქცა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 7 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ის პროდუქციის ყველა საფეხურს მოიცავს  – მაღალი მოდიდან ჯინსებამდე, ავეჯამდე, რესტორნებამდე, სასტუმროებამდე და კოსმეტიკამდე.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ჯორჯო არმანის ქონება Armani-ის მოდის სახლში 99.9%-იანი წილის წყალობით გარდაცვალების დროისთვის 12.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ჯორჯო არმანი კომპანია Armani Group-ის ერთადერთი მეწილე იყო და ბრენდის მართვაში აქტიურად მონაწილეობდა. იმის  გამო, რომ დიზაინერს შვილები არ ჰყავს, მოდის სამყაროში ხშირად მსჯელობდნენ იმაზე, ვის დარჩებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ მოდის სახლი და ვინ დაიკავებდა მასში კრეატიული დირექტორის თანამდებობას. ვარაუდობენ, რომ არმანის მემკვიდრე მისი და და ოჯახის კიდევ სამი წევრი იქნება, მაგრამ ვის დარჩება დიზაინერის სავარძელი ჯერჯერობით, უცნობია.

რაც შეეხება ლეგენდარული დიზაინერის დაკრძალვას, არმანის ანდერძის მიხედვით, ცერემონია ფართო საზოგადოებისთვის დახურული იქნება და ვიწრო წრეში გაიმართება.

ასევე გაეცანი

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?
OK! News

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
OK! News

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! „ხატვა არ იცოდა, მაგრამ 8 ოსკარი მიიღო, როგორც მხატვარმა“ – ედიტ ჰედის საოცარი ისტორია
OK! News

#OK! „ხატვა არ იცოდა, მაგრამ 8 ოსკარი მიიღო, როგორც მხატვარმა“ – ედიტ ჰედის საოცარი ისტორია

August 28, 2025
#OK! AZTIF 2025 – ალპური ზონის თეატრების I საერთაშორისო ფესტივალი იწყება
OK! News

#OK! AZTIF 2025 – ალპური ზონის თეატრების I საერთაშორისო ფესტივალი იწყება

August 27, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ ვისწავლოთ უცხო ენა სწრაფად და მინიმალური დანახარჯით

#OK! როგორ ვისწავლოთ უცხო ენა სწრაფად და მინიმალური დანახარჯით

March 15, 2021
#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – მოდისა და სილამაზის ცნობილი ბრენდების მხარდაჭერა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – მოდისა და სილამაზის ცნობილი ბრენდების მხარდაჭერა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

October 5, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

February 28, 2023
#OK! “მეგან მარკლი კიმ კარდაშიანის დაცვის გარდა არავის ენდობა” – ვარსკვლავმა ბიზნესვუმენის ყოფილი დაცვა აიყვანა

#OK! “მეგან მარკლი კიმ კარდაშიანის დაცვის გარდა არავის ენდობა” – ვარსკვლავმა ბიზნესვუმენის ყოფილი დაცვა აიყვანა

May 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები