• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! შოუ ბიზნესი

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ლუი მალის ქალიშვილი, 39 წლის ქლოე მალი ჟურნალის Vogue-ის ამერიკული გამოცემის მთავარი რედაქტორი გახდა მას შემდეგ, რაც ეს პოსტი ანა ვინტურმა დატოვა.

ვინტურმა, რომელიც Vogue-ის ამერიკულ გამოცემას 37 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ივნისში განაცხადა, თუმცა ის გამომცემლობა Condé Nast-ში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე რჩება.

ქლოე მალიმ Vogue-ში 14 წელი იმუშავა. ბოლო წლებში ის  Vogue.com-ის რედაქტორი და ჟურნალთან ერთად პოდკასტის The Run Through-ის წამყვანი იყო. მოდის ექსპერტების შეფასებით, მალის Vogue-ის ხელმძღვანელად დანიშვნა ახალი ეტაპის დასაწყისია როგორც ჟურნალისთვის, ისე მოდის ინდუსტრიასა და მედიას შორის ურთიერთობებში.

„Vogue-მა უკვე ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ვარ და ახლა მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ  Vogue თავად შევქმნა“, — განაცხადა მალიმ.

შემცვლელის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი ანა ვინტურმაც გააკეთა. მისი შეფასებით, მალიმ დაამტკიცა, რომ უნარი შესწევს იპოვოს ბალანსი Vogue-ის „გრძელი და უნიკალური ისტორიის“ და მისი „მოდის ავანგარდში“ მყოფ მომავლის შორის.

„ძალიან მიხარია, რომ საშუალება მაქვს მასთან ვიმუშაო როგორც მასწავლებელმა და ასევე, მოსწავლემ, რადგან მას მოუწევს ჩვენი წაყვანა იქ,  სადაც ჯერ არასოდეს ვყოფილვართ“, — აღნიშნა ვინტურმა.

„ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში

ქლოი მალი ამერიკელი მსახიობის, კენდის ბერგენისა და ფრანგი რეჟისორის, ლუი მალის ქალიშვილია. გოგონას ბავშვობამ პარიზსა და ლოს-ანჯელესს შორის მოგზაურობაში გაიარა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, 10 წლის ქლოი საბოლოოდ, ამერიკაში დასახლდა.

ქლოის ჟურნალისტური კარიერა New York Observer-ში დაიწყო, სადაც უძრავ ქონებაზე წერდა. მალევე Vogue-ში, როგორც თავისუფალი ავტორი გამოჩნდა, ხოლო 2011 წელს, 25 წლის ასაკში, სოციალური ქსელების რედაქტორი გახდა.

ქლოის თქმით, Vogue-ში პირველი გასაუბრება ძალიან ჰგავდა კინოკლასიკად ქცეულ სცენას ფილმიდან „ეშმაკი ატარებს Prada“-ს, სადაც ენ ჰეთუეის გმირი მერილ სტრიპის პერსონაჟთან შეხვედრაზე მიდის. ქლოი იხსენებს, რომ შეხვედრაზე ისიც ენდი სანდერსივით „ძალიან მოსაწყენად ჩაცმული“ მივიდა, რაც საერთოდ არ შეეფერებოდა „მოდის ტაძარს“.

„ვერ ვწყვეტდი, წავსულიყავი თუ არა ინტერვიუზე, რადგან მოდა ჩემს მთავარ ინტერესებში არ შედიოდა — უფრო მწერალი მინდოდა ვყოფილიყავი, ვიდრე რედაქტორი, მაგრამ Vogue-ის იმპერიამ იმდენად დამაინტერესა, რომ ცდუნებას ვერ გავუძლე“, — აღიარა ქლოი მალიმ 2013 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ იმპერიაში მალიმ კარიერული საფეხურები სწრაფად გაიარა და საბოლოოდ Vogue.com-ის რედაქტორი გახდა. ამასთან ერთად, ის ჟურნალის „ხმაც“ იყო, რადგან The Run Through-ის პოდკასტს უძღვებოდა.

ქლოიმ რედაქტორობის პერიოდში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილიშვილის, ნაომი ბაიდენის ფოტოსესია მოაწყო თეთრ სახლში ქორწილის წინ (2022 წელი), ასევე ინტერვიუ აიღო ლორენ სანჩესთან, ჯეფ ბეზოსთან ქორწინებამდე.

რაც შეეხება საკულტო ფილმის გმირებთან მსგავსებას, კინოკრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მერილ სტრიპის გმირს ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადას“ რეალურ ცხოვრებაში პროტოტიპი ჰყავდა და ის სწორედ ანა ვინტურია, რომელსაც ხშირად ყინულის დედოფლად მოიხსენიებენ.

პოლიტიკურად აქტიური

ანა ვინტურის მსგავსად, ქლოი მალიც ღიად გამოხატავს პოლიტიკურ პოზიციას და მხარს დემოკრატიულ პარტიასა და მის კანდიდატებს უჭერს.

2017 წელს ის მონაწილეობდა „ქალთა მარშში“, რომელიც ტრამპის პირველი ინაუგურაციის მეორე დღეს ამერიკის ქალაქებში გაიმართა. აქციაზე ქლოი გამოჩნდა პოსტერით: „არ შეეხოთ ჩემს უფლებებს თქვენს პატარა ხელებით“.

2024 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემდეგ, ქლოი მალიმ საკუთარ პოდკასტში  იმედგაცრუება გამოხატა და სტუმარს, ჯონ კენედის შვილიშვილს, ჯეკ შლოსბერგს ჰკითხა: „თქვენი აზრით, რას ეტყოდა კენედი ხალხს, რომელსაც ამ კვირის გადატანა ძალიან უჭირს? რა რჩევას მისცემდა?“

ვინტური წავიდა, მაგრამ მაინც დარჩა..

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაიბარებს ქლოი მალი საბოლოოდ მთავარი რედაქტორის პოსტს. ამ ეტაპზე განიხილავენ ანა ვინტურის შემდგომ საქმიანობას გამოცემაში.

სავარაუდოდ, ახალ მთავარ რედაქტორს ახალი ოფისი ექნება, რადგან ვინტურმა New York Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს თავისი კაბინეტის შენარჩუნება, სადაც მისი ცნობილი კერამიკის კოლექცია ინახება.

მოგვიანებით, იმავე NYT-სთან ინტერვიუში ქლოიმ ხუმრობით აღნიშნა, რომ მთავარი რედაქტორობის ზოგი კანდიდატი ანა ვინტურთან სიახლოვემ შეაშინა:

„ვიცი, რომ ზოგს აშინებდა ის ფაქტი, რომ ანა გვერდით კაბინეტში იმუშავებდა. მე კი ძალიან მიხარია, რომ ის იქ იქნება — თავის კერამიკასთან ერთად“, — აღნიშნა მან.

ანა ვინტური Condé Nast-ში კონტენტის დირექტორად რჩება (ამ თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა), რაც იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ განაგრძობს Vogue-ის და სხვა გამოცემების შინაარსის მართვას.

ასევე გაეცანი

#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად
OK! News

#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად

August 17, 2025
#OK! ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი – ,,The Life of a Showgirl” დაანონსა
OK! News

#OK! ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი – ,,The Life of a Showgirl” დაანონსა

August 14, 2025
#OK! ანჯელინა ჯოლი ისტორიული სახლის გაყიდვას და ლოს-ანჯელესის დატოვებას აპირებს
OK! News

#OK! ანჯელინა ჯოლი ისტორიული სახლის გაყიდვას და ლოს-ანჯელესის დატოვებას აპირებს

August 13, 2025
#OK! სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე და ყველაზე წარუმატებელი სეზონი დასრულდა
Hollywood News

#OK! სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე და ყველაზე წარუმატებელი სეზონი დასრულდა

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი კულინარიული თავგადასავალი და ფრანგული გემოები შეფმზარეულ არტურ ლინკევიჩთან ერთად

#OK! ახალი კულინარიული თავგადასავალი და ფრანგული გემოები შეფმზარეულ არტურ ლინკევიჩთან ერთად

December 25, 2024
#OK! Golden Tulip Design Tbilisi – ინოვაციური სასტუმრო, გამორჩეული სარესტორნო სივრცეებით და საუკეთესო ხედით თბილისზე

#OK! Golden Tulip Design Tbilisi – ინოვაციური სასტუმრო, გამორჩეული სარესტორნო სივრცეებით და საუკეთესო ხედით თბილისზე

November 3, 2022
#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის პროექტს გამოეთიშა!

#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის პროექტს გამოეთიშა!

May 1, 2023
#OK! რეპერი Bad Bunny JACQUEMUS-ის ახალი კამპანიის სახეა

#OK! რეპერი Bad Bunny JACQUEMUS-ის ახალი კამპანიის სახეა

February 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები