• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ინსტაგრამზე დაწყებული სიყვარული – მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ისტორია

July 28, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

57 წლის დირიჟორის, კარლო პონტისა და ფიტნეს ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორიამ სტარტი ინსტაგრამზე აიღო და ულამაზესი ქართული ქორწილით დაგვირგვინდა. ცოლის გამო კარლომ რელიგიური შეხედულებები შეცვალა და მართლმადიდებლად მოინათლა.

როგორც კარლოსთვის, ისე მარიამისთვის ეს მეორე ქორწინებაა. სოფი ლორენი თავის უმცროს ვაჟზე  განსაკუთრებით ღელავდა, რადგან მისი პირადი ცხოვრება მუდამ არეული იყო. პირველი ქორწინება უნგრელ ვიოლონჩელისტთან, ანდრეა მეზაროსისთან ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა ორი შვილი აჩუქა. უფროსი ვაჟი, ედუარდო 20 წელზე მეტია დაქორწინებულია.

ოჯახის დანგრევის შემდეგ დირიჟორი მთლიანად მუშაობაში ჩაეფლო და საკუთარი ორკესტრი დააარსა.

 

 

2021 წლის 14 მარტს, კარლომ ინსტაგრამზე უცნობი ქალის ფოტო შენიშნა და ისე მოიხიბლა, რომ ფოტოს ქვეშ კომენტარი „Bellissima“ დაწერა, რაც იტალიურად ძალიან ლამაზს ნიშნავს. ფოტოზე გამოსახული გოგონა ქართველი მარიამ შარმანაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც კარლოს მთარგმნელის დახმარებით უპასუხა.

 

ურთიერთობა მუსიკასა და ხელოვნებაზე საუბრით გაგრძელდა და დროთა განმავლობაში სიყვარულში გადაიზარდა. ცნობილია, რომ კარლო პონტი საქართველოს პირველად მარიამის გაცნობამდე დიდი ხნით ადრე, 2016 წელს, ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლეგენდარული მსახიობის შვილს ამ ქვეყანასთან დიდი სიყვარული დააკავშირებდა.

მარიამი კარლოზე 20 წლით უმცროსია. ის პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა ოჯახის დანგრევის შემდეგ ზუმბას ფიტნეს-ინსტრუქტურად მუშაობა გადაწყვიტა. კარლო პონტის რჩეულს  პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, რომელიც სკოლაში სწავლობს. სოფი ლორენის ვაჟი მარიამით ისე მოიხიბლა, რომ  საქართველოში ჩასასვლელად და საყვარელი ქალის სანახავად ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა. მან თბილისში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული აღნიშნა – დაბადების დღე, ახალი წელი და შობა. მალე მედიაში მათი მოსალოდნელი ქორწინების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.  მარიამი რომში სოფი ლორენის 90 წლის იუბილეს დაესწრო და ამბობენ, რომ მომავალ დედამთილთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა.  ამით საბოლოოდ დაადასტურდა, რომ წყვილის ურთიერთობა სერიოზული იყო.

 

 

შარშან კარლო პონტიმ საყვარელ ქალს ლეგენდარული დედის დაბადების დღის წვეულებაზე, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში ხელი სთხოვა.

„და მე ვთქვი, დიახ” –  მარიამმა ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ეს სასიხარულო ამბავი გაგვიზიარა.

 

„არასდროს ვყოფილვარ ე.წ. მდიდრული ცხოვრებით განებივრებული გოგონა, პირიქით, ძალიან ბევრი ოცნება აუხდენელი მქონდა.  რატომღაც ყოველთვის მწამდა, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნებებიც დაიწყებდა ახდენას და ვფიქრობ ყველაზე მეტად მადლიერება და თვითრწმენა დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი ცუდიც შემემთხვა,  ჯიუტად ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ იღბლიანი ვარ. ზოგადად, ჩვენს აზრებს ხომ დიდი ძალა აქვს. მე მჯერა, რასაც გავუშვებთ სამყაროში, ის გვიბრუნდება”. – ამბობდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

#OK! კარლო პონტი უმცროსის და მარიამ შარმანაშვილის ქართული ქორწილი

 

გაიგე მეტი: #CarloPonti#lovestory#Mariamsharmanashvili

ასევე გაეცანი

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს
OK! News

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

February 11, 2026
#OK! მილტონ ჰერში – „შოკოლადის მეფე“, რომელმაც „მსოფლიოს ყველაზე ტკბილი ადგილი“ შექმნა
OK! News

#OK! მილტონ ჰერში – „შოკოლადის მეფე“, რომელმაც „მსოფლიოს ყველაზე ტკბილი ადგილი“ შექმნა

February 10, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?
OK! News

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

February 10, 2026
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება
OK! News

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “პრინცი ჰარი მზად არის სამეფო ოჯახის წევრებს შეცდომები აპატიოს” – უცხოური მედია სამეფო ოჯახში არსებული ცვლილებების შესახებ წერს

#OK! “პრინცი ჰარი მზად არის სამეფო ოჯახის წევრებს შეცდომები აპატიოს” – უცხოური მედია სამეფო ოჯახში არსებული ცვლილებების შესახებ წერს

February 27, 2024
#OK! “სადა და დახვეწილი” – ლედი გაგა Critics Circle Awards-ის დაჯილდოებაზე Jason Wu-ს დახვეწილი კაბით გამოჩნდა

#OK! “სადა და დახვეწილი” – ლედი გაგა Critics Circle Awards-ის დაჯილდოებაზე Jason Wu-ს დახვეწილი კაბით გამოჩნდა

March 17, 2022
#OK! ჯენიფერ ლოურენსის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად: წყვილი ნიუ ორლეანსში დააფიქსირეს

#OK! ჯენიფერ ლოურენსის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად: წყვილი ნიუ ორლეანსში დააფიქსირეს

June 9, 2021
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები“ – ქეით მიდლტონმა კიბოსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

#OK! „არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები“ – ქეით მიდლტონმა კიბოსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

February 5, 2026
#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

February 6, 2026
#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

February 11, 2026
#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები