New Day მრავალი წელია, გახსნის დღიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზესა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. New Day არის ადგილი, სადაც ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთმანეთს ერწყმის. აქ წარმოდგენილია უმაღლეს სტანდარტს მორგებული პროდუქცია და პროფესიონალთა მიერ ჩატარებული პროცედურები, რომელიც თავს კიდევ უფრო განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ. ჟურნალი OK! სალონის დამფუძნებლებს − მარეხი სულამანიძესა და ცაგო თურმანიძეს ესაუბრა, რომლებიც უფრო ვრცლად გვიამბობენ რძალ-მულის მიერ დაფუძნებულ საკუთარ ბიზნესსა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
გვიამბეთ თქვენ შესახებ – როგორ გაჩნდა იდეა, გაგეხსნათ საკუთარი სილამაზის სალონი და რა გზა გაიარეთ იდეის განხორციელებამდე?
„სილამაზის ცენტრი ნიუ დეი“ (ცაგო&მარეხი) ოფიციალურად 2020 წელს გავხსენით, მაგრამ მანამდე მე და მარეხი 2013 წლიდან ერთად ვმუშაობდით სილამაზის სხვადასხვა სალონში. თავიდან დროის გასაყვანად დავიწყეთ, სახლში რომ არ ვმსხდარიყავით, ძირითადად ოჯახიდან მიგვქონდა ყოველდღიური თანხა (მოგეხსენებათ, ერთი ოჯახი ვართ მე და მარეხი, რძალ-მული). რაღაც დროის მერე მივხვდით, რომ ძალიან მოგვწონდა ეს საქმე და თან მომხმარებლებიც საკმაოდ ბევრი გვყავდა. 2015 წელს გავხსენით ცალკე კაბინეტი მხოლოდ კოსმეტოლოგიური, ვიზაჟისა და მანიკიურ-პედიკიურის მომსახურებით. შემდეგ გავფართოვდით, გავხსენით ორი პატარა სალონი გრანდმოლში, გვყავდა ჩვენი არაჩვეულებრივი სტაფი, რომელთა უმეტესი ნაწილი დღემდე ჩვენთანაა. ამ დროს დაიწყო კოვიდი, დაიკეტა დიდი სავაჭრო ცენტრები და გამოვედით ჩვენც სხვა ლოკაციაზე უკვე როგორც „ნიუ დეი“. არ იყო ადვილი, ბევრი ვიარეთ, ვიწვალეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირდა.
„სილამაზის ცენტრი New Day •C&M“ რა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს?
„სილამაზის ცენტრი ნიუ დეი“ მდებარეობს ზ. გამსახურდიას 9 ნომერში. ცენტრში დაგხვდებათ როგორც სალონური პროცედურები (თმა, ვიზაჟი, მანიკიური, პედიკიური, წამწამების ღეროვანი დაგრძელება, პერმანენტული მაკიაჟი), ასევე ესთეტიკური მომსახურება (კოსმეტოლოგია, ინიექციური, არაინიექციური, აპარატურული). ცენტრი აღჭურვილია ბოლო თაობის როგორც თმის, ასევე კაპილარების მოსაშორებელი და გამაახალგაზრდავებელი ლაზერული აპარატებით. შეგიძლიათ ჩაიტაროთ სხეულის მოდელირების პროცედურები (კავიტაცია, RF, კრიოლიპოლიზი, მასაჟი), ასევე გაირუჯოთ წლის ნებისმიერ დროს სოლარიუმში. რაც მთავარია, აქ დაგხვდებათ გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები.
გვესაუბრეთ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.
მთელი ჩვენი გუნდი ზრუნავს ჩვენი მომხმარებლების უსაფრთოებაზე, იდეალურად ასტერილებენ ყველაფერს, ან აქვთ ერთჯერადი გამოყენების იარაღები. ამაში დარწმუნდება ნებისმიერი, ვინც მოვა ჩვენთან. ხარისხი არის მაღალი, მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები თითოეულ პროცედურაზე.
თქვენი აზრით, რა სჭირდება ქალს პროფესიული მიზნის მისაღწევად?
ვფიქრობ, ქალს შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ მწვერვალამდე, მთავარია არ დაიზაროს და სიყვარულით აკეთოს თავისი საქმე. რაც მთავარია, იყოს პროფესიონალი და მუდმივად განვითარდეს.
როგორია ლამაზი ქალის თქვენეული აღქმა?
ყველა ქალი თავისებურად ლამაზია, მთავარია, ჩვენ, ესთეტიკის სფეროს წარმომადგენლებმა, ზუსტად გავუსვათ ხაზი მის ბუნებრივ სილამაზეს და დავიცვათ ზომიერება.
რამდენად რთულია პირადი ცხოვრებისა და პროფესიის ერთმანეთთან დაბალანსება?
ცაგო: ვერ ვიტყვი, რომ ადვილია შეუთავსო პირადი ცხოვრება და სამსახური, მაგრამ ამაში მთელი ოჯახი უნდა უწყობდეს ერთმანეთს ხელს. ვაღიარებ, რომ არა ჩემი მეუღლის გვერდში დგომა, ვერ შევძლებდი პროფესიისა და პირადის ასე დაბალანსებას.
მარეხი: რთული არაფერია. როცა საქმე გიყვარს, ოჯახიც ყველანაირად გიწყობს ხელს პროფესიის განვითარებაში. ჩემი პროფესია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც საკუთარი ოჯახი.
რა გამოარჩევს „სილამაზის ცენტრ New Day“-ს ბაზარზე?
რა გამოგვარჩევს ბაზარზე? მე და მარეხმა საფუძველი ჩავუყარეთ „ნიუ დეის“, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვარჩიო ჩვენი არაჩვეულებრივი პროფესიონალთა გუნდი, ვისთან ერთადაც მთელ დღეეებს ვატარებთ, ერთი ოჯახი ვართ და ასე ერთსულოვნად, მთელი გულით ვემსახურებით ჩვენს უსაყვარლეს მომხმარებლებს. ხარისხსა და პროფესიონალიზმზე მუდამ ვზრუნავთ და ვვითარდებით.
გაგვაცანით საკუთარი თავი.
ცაგო თურმანიძე, ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი. მყავს მეუღლე და 2 შვილი, ასევე ორი შვილობილი მეუღლის პირველი ქორწინებიდან. ჩემი ოჯახი ჩემი სიმდიდრე, სიამაყე და საყრდენია ცხოვრებაში, მთავარია ესენი იყვნენ ჩემ გვერდით და ყველაფერს შევძლებთ, ჩვენთვის მიუღწეველი არაფერია.
მარეხი სულამანიძე, 43 წლის, პროფესიით მანიკიურის სპეციალისტი. 14 წელია ვუძღვები ჩემს საქმიანობას. მაქვს საკუთარი სილამაზის ცენტრი, სადაც საკმაოდ ბევრი თანამშრომელი მყავს დასაქმებული. ოჯახს რაც შეეხება, ყველაფერზე ძვირფასია ჩემი დიდი ოჯახი, მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ცვლილებები ძალიან მიყვარს, ამიტომ სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს, რასაც აუცილებლად განვახორციელებ.
რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?
ცაგო: ჩემი პირველი მოტივაცია ჩემი ოჯახია და შემდეგ ჩემი სამსახური.
მარეხი: მოტივაციას მაძლევენ წლების განმავლობაში მიჩვეული მომხმარებლები, რომელთა რიცხვიც, საბედნიეროდ, ყოველდღიურად მატულობს. კმაყოფილი მომხმარებლები ჩემთვის ყველაფერია. ასევე ჩემი გუნდი, რომელთან ერთადაც ვატარებ დროის უმეტეს ნაწილს.
ტექსტი: მარიამ ძოწენიძე
ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე