2 მაისს, გვირილობის დღესასწაულზე, საკონდიტრო სახლ „ლა ფეტის“ ახალი ფილიალი წმინდა ნინოს ქ. #1 -ში გაიხსნა. ქალაქ-მუზეუმის ამ ისტორიულ მონაკვეთში თამუნა ებრალიძესა და ინგა გაგნიძეს სურდათ, შეექმნათ გამორჩეულად ლამაზი, კოხტა და მყუდრო სივრცე, სადაც მოსულ სტუმრებს მაღალი ხარისხის ტკბილეული დახვდებოდათ. დაგეგმილი ნამდვილად გამოუვიდათ და რეალურად სულ მცირე დროში ევროპული სტილის სივრცე მიიღეს, სადაც მეგობრების გარემოცვაში ფინჯან ყავასა და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად ისიამოვნებთ. თბილი და მყუდრო გარემოს, გემრიელობებისა და წარმატების საიდუმლოს შესახებ ჟურნალ OK! -ს ამ სტატიიდან უფრო მეტს შეტყობთ.
რას სთავაზობთ საზოგადოებას? გვესაუბრეთ საკონდიტრო „ლა ფეტის“ უპირატესობებზე.
უპირველესად, გვიხარია, რომ ქუთაისმა ჩვენი ლამაზი სივრცე უცებ აიტაცა და მომხმარებლისთვის ლოკაცია ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა.
მოგეხსენებათ, ჩვენს სფეროში კონკურენცია დიდია, რაც მუდმივად გაძლევს სტიმულს, განვითარდე, მოიძიო ახალი გემოები, გააუმჯობესო ხარისხი და შეინარჩუნო ნატურალური გემო. „ლა ფეტი“, როგორც ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, ინარჩუნებს მაღალ სტანდარტს წარმოებაში. იყენებს რა უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს, ცდილობს, მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს ახალი გემოები. ჩვენდა საამაყოდ, ჩვენი მომხმარებელი, ფაქტობრივად, ყველა ახალ პროდუქტს, როგორც ბესტსელერს, ისე აიტაცებს ხოლმე, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.
მაღალი კონკურენციის ფონზე „ლა ფეტი“ კვლავ არ კარგავს აქტუალურობას. რით არის სხვა საკონდიტროებისგან გამორჩეული?
ერთ-ერთი თვისება, რაც „ლა ფეტს“ გამოარჩევს სხვა საკონდიტროებისგან, ალბათ სითამამეა, სითამამე როგორც გემოებში, ასევე ტრენდულ დეკორში თუ სადღესასწაულო ტორტების ვიზუალში. მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც სწორ მიდგომას გულისხმობს, ზრდის და განვითარების საშუალებას ყოველთვის გვაძლევს.
„ლა ფეტის“ წარმატების საიდუმლო.
მაქსიმალურად ამომწურავად იყოს დაკმაყოფილებული მომხმარებლის სურვილები. ჩვენი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი, გუნდურობა, სიყვარული საკუთარი მომხმარებლის მიმართ არის წარმატების ჩვენეული ფორმულა.
გუნდი…
მიუხედავად იმისა, რომ „ლა ფეტი“ ჯერ კიდევ არ წარმოადგენს დიდ საწარმოს, ამ ეტაპისთვის საკმაოდ დიდ გუნდს აერთიანებს. კონდიტერები, მცხობელები, დეკორატორები, კონსულტანტები, ლოჯისტიკისა და მენეჯმენტის წარმომადგენლები ერთობლივი ძალებით ცდილობენ, ჩვენთან მოსული თითოეული ადამიანი ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი და ბედნიერი დარჩეს.
მომხმარებლები…
ხშირია ჩვენი მომხმარებლების მხრიდან მადლობის წერილები, კომენტარები, რაც ჩვენთვის ინდიკატორია იმისა, რომ სწორი გზით ვვითარდებით. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მაქსიმალური მიმღებლობა გვაქვს კრიტიკის მიმართ, ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლის ყველა შენიშვნა ან მითითება გავითვალისწინოთ.
სამომავლო გეგმები…
მომავალში კიდევ უფრო დიდი და გრანდიოზული გეგმები გვაქვს, ცდას არ დავაკლებთ და იმედია, ჩვენი მომხმარებელი ყველა ჩვენს შეთავაზებულ სიახლეს ისევე გულთბილად მიიღებს. საბედნიეროდ, მათგან ძირითადად მადლობისა და კეთილი სურვილების უამრავ თბილ უკუკავშირს ვიღებთ.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ნინი გორდაძე