ნეტფლიქსის საკულტო სერიალის მე-3 სეზონის ექვსი სერია უკვე გამოვიდა, რომელიც დაწყებული მოვლენების გაგრძელებაა. თამაშის მონაწილეები ახალი წესებით დაბრუნდნენ, თუმცა ყურადღების ეპიცენტრში დრამატული ფინალი და მის სიმბოლური მნიშვნელობა მოხვდა.
სეზონის ბოლო სცენაში, ქეით ბლანშეტი რეკრუტერის როლში ჩნდება, რომელიც Ddjaki თამაშით ახალ მონაწილეს იწვევს. როგორც რეჟისორი განმარტავს, ეს მეტაფორა რეალური სამყაროსთვის უწყვეტ კონკურენციას ქმნის. ბლანშეტის გამოჩენას სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს იმ სისტემის სიმბოლოა, რომელიც შეიძლება ერთი ქვეყანაში დაინგრეს, მაგრამ სხვაგან აშენდეს.
სწორედ ამ ეპიზოდმა გააჩინა ეჭვები ჰოლივუდური ,,spinoff” – ის შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ფინჩერი დაინტერესებულია თამაშის ამერიკული ვერსიის შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს პროექტი არ დადასტურებულა, თავად ჰვანგი ამბობს:
„მე ეს სცენა სერიალის შთამბეჭდავი დასასრულისთვის დავწერე და არა იმიტომ, რომ გამეგრძელებინა. თუმცა, ფინჩერის ვერსია მართლაც საინტერესო იქნებოდა“.
ასევე, სეზონის დაწყებამდე ხშირად მუსირებდა ხმა, თითქოს VIP სტუმრებში ლეონარდო დიკაპრიოც უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა.
ასევე, დაგაინტერესებთ:
#OK! 111 მილიონი მაყურებლით Squid Game ნეტფლიქსის ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალია