• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! შოუ ბიზნესი

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

 

სანამ მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ვენეციაში მდიდრულ ქორწილს მართავს, მისი ყოფილი ცოლი, მაკენზი სკოტი მშვიდ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას. ექვსი წლის წინ, სკანდალური განქორწინების შემდეგ, მაკენზი სკოტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი და ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი გახდა.

 

 

ისინი ერთმანეთს 1992 წელს, საინვესტიციო კომპანია, D. E. Shaw & Co – ში მუშაობის დროს შეხვდნენ და ექვს თვეში წყვილი დაქორწინდნენ. იმ დროს ბეზოსი უოლ-სტრიტზე მუშაობდა, მაგრამ ქორწინების შემდეგ ცხოვრების რადიკალურად შეცვლა მოისურვა. მომავალმა მილიარდერმა  სამსახურის დატოვება, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლა და თავისი პირველი ონლაინ-მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილი კომპანია Amazon გახდა, თუმცა მაშინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

 

 

ჯეფმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მაკენზის უამბო. გოგონამ იდეა მოიწონა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რას გეგმავდა მისი ქმარი, თუმცა მის გამჭრიახობას სრულიად ენდობოდა.

1995 წელს წყვილი საცხოვრებლად სიეტლში გადავიდა. მაკენზი ქმარს გვერდიდან არ შორდებოდა და დაუღალავად ეხმარებოდა. მოგვიანებით ბეზოსმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ ცოლის მხარდაჭერამ გამბედაობა შემატა.

 

 

ჯეფს და მაკენზის ოთხი შვილი ჰყავს. სამი ვაჟი მათი ბიოლოგიური შვილია, გოგონა კი ჩინეთიდან იშვილეს. აღსანიშნავია, რომ წყვილი შვილების სახელებს და ასაკს არ ამხელს და მათზე საჯაროდ საუბარს ერიდება. ერთადერთი შემთხვევა, როცა საზოგადოებამ ბეზოსის ოჯახი ერთად ნახა, 2016 წელს იყო, როდესაც სან-დიეგოში, Comic-Con International-ზე, ფილმ „ვარსკვლავური გზა: უსასრულობა”-ს პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე გამოვიდნენ.

 

 

2019 წლის იანვარში, 25 წლიანი ქორწინების შემდეგ ჯეფ ბეზოსმა და მაკენზი სკოტმა განქორწინების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა:

„გვინდა, რომ ხალხმა ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების შესახებ იცოდეს. როგორც ჩვენი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან, გადავწყვიტეთ ერთმანეთს დავშორდეთ და მეგობრებად დავრჩეთ.“

 

განქორწინების მიზეზებზე წყვილს საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა მედია ვარაუდობდა, რომ მიზეზი ბეზოსის ღალატი იყო, რომელიც ლორენ სანჩესს რვა თვის განმავლობაში ხვდებოდა. მოგვიანებით ინტერნეტში მათი მიმოწერაც გავრცელდა, რაც რომანს ადასტურებდა.

 

 

მაკენზი ქმრის ღალატს მშვიდად, განსაკუთრებული ემოციების გარეშე შეხვდა. განქორწინების პროცესიც სწრაფად და მშვიდობიანად წარიმართა. ბეზოსმა ყოფილ ცოლს Amazon–ის 4%-იანი წილი გადასცა, რაც 2019 წელს დაახლოებით 38.3 მილიარდი დოლარი იყო.

2020 წლის ზაფხულში ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. მისმა ქონებამ 68 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა მაკენზის მიზანი ამ სტატუსის შენარჩუნება არ ყოფილა. განქორწინების შემდეგ მან საჯაროდ განაცხადა, რომ თავისი ქონების უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებისთვის გაიღებდა. ის შეუერთდა ინიციატივას The Giving Pledge, რომლის ფარგლებშიც მილიარდერები  ვალდებულებას იღებენ, რომ საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარედნენ.

 

 

მოგვიანებით Medium-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში მაკენზიმ თავისი პოზიცია ასე განმარტა:

 

„ჩემი გუნდის ძალისხმევა დაფუძნებულია რწმენაზე. უკეთესი იქნებოდა, თუ ასეთი უზარმაზარი სიმდიდრე ერთეულთა ხელში თავმოყრილი არ იქნებოდა.“

 

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მაკენზიმ 2000-ზე  მეტ საქვემოქმედო ორგანიზაციას 19 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა. მთავარი ისაა, რომ ქალი ამას რეკლამისთვის ან პიარისთვის არ აკეთებს. ის არ ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას. უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელმაც მაკენზისგან დახმარება მიიღო, საჯაროდ აღნიშნავს, რომ მისი ქმედებები უჩვეულო სიმდაბლით და ადამიანურობით გამოირჩევა.

2021 წელს მაკენზი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული სიეტლელი მასწავლებელი დენ ჯუეტა იყო. დენი საჯაროდ  შეუერთდა მაკენზის დაპირებას, რომ თავისი ქონების უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებას შესწირავდა, თუმცა, 2022 წელს მაკენზი სკოტმა განქორწინება მოითხოვა. წყვილის დაშორების მიზეზები და ქონების გაყოფასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გახმაურებულა. როგორც ამბობენ, ჯუეტს ქონებიდან წილი არ მოუთხოვია.

 

 

დღეს მაკენზი შვილებთან ერთად ცხოვრობს და მუდმივად ზრუნავს განათლებასა და სულიერ სიმშვიდეზე. მას არც მილიარდერთა წრე აინტერესებს და არც მაღალი საზოგადოება.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა
OK! შოუ ბიზნესი

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა
Health & Beauty

#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა

August 26, 2025
#OK! საკვები, რომელსაც პრინცესა დაიანა თავს არიდებდა, თუმცა შვილებს დაგემოვნების უფლებას აძლევდა
OK! News

#OK! საკვები, რომელსაც პრინცესა დაიანა თავს არიდებდა, თუმცა შვილებს დაგემოვნების უფლებას აძლევდა

August 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ხათუნა გაბრიჭიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

#OK! ხათუნა გაბრიჭიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

October 5, 2023
#OK! ჰაიდი კლუმი Valentino-ს ვინტაჟური სამოსით და Yves Saint Laurent-ის ჩანთით!

#OK! ჰაიდი კლუმი Valentino-ს ვინტაჟური სამოსით და Yves Saint Laurent-ის ჩანთით!

July 5, 2021
#OK! რის გამო უჩივლებს დედოფალი ელიზაბეტი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში?

#OK! რის გამო უჩივლებს დედოფალი ელიზაბეტი პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში?

August 24, 2021
#OK! მოდის ციფრული რევოლუცია – H&M კამპანიებში AI-ის მიერ შექმნილი მოდელების “ციფრულ ტყუპებს” გამოიყენებს

#OK! მოდის ციფრული რევოლუცია – H&M კამპანიებში AI-ის მიერ შექმნილი მოდელების “ციფრულ ტყუპებს” გამოიყენებს

April 7, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები