ვინ: @salomitoshkua
გამომწერი: 30,7 k
პროფესია: კრეატორი/ინფლუენსერი
სტილი: მინიმალისტური
მოდის კერპი: კერპი არ მყავს
სტილის ინსპირაცია: ინსპირაციისთვის ხშირად ვადევნებ თვალს ვიქტორია მონატარის, რომელიც ჩემთვის ამ პერიოდის საყვარელი ინფლუენსერია განსაკუთრებული და ფერადი სტილით
საყვარელი მოდის ეპოქა: 90-იანები
დიზაინერი და ბრენდი: რამდენიმეა, თუმცა განსაკუთრებით მომწონს ვივიენ ვესტვუდი თავისი გამორჩეული ხედვით.
საყვარელი სეზონის ტენდენცია: სეზონის ტენდენციებს იშვიათად ვითვალისწინებ, უმეტესად ვიცვამ იმას, რაც მომწონს და მიხდება, თუმცა ამ სეზონის ტენდენციებიდან გამოვარჩევდი სუედეს (ნატი, იგივე ზამში)
ფერი: ნარინჯისფერი, ღია ცისფერი, პრინტები ნაკლებად მომწონს
სპორტული ფეხსაცმელი თუ ქუსლიანი: სპორტული
საყვარელი აქსესუარი: ჩანთა აუცილებლად და ამ ბოლო პერიოდში დიდი ბეჭდები
3 შეუცვლელი რამ გარდერობში: Cowboy Boots-ი, თრენჩი და პიჯაკი.
3 შეუცვლელი მოვლის საშუალება: მზისგან დამცავი, დამატენიანებელი და ტუჩის ბალმი.
თავისუფალ დროს: თავისუფალ დროს ვუთმობ იოგას, საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს. ხშირად ვცდილობ ის ვაკეთო, რაც სიამოვნებას მანიჭებს.
იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს OK: ბევრი უნდა ველაპარაკოთ საკუთარ თავს.