„ფუნდუკის“ საოჯახო საქმიანობა ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ აქტიურად ანებივრებს მომხმარებლებს მრავალფეროვანი და საინტერესო შეთავაზებებით ავეჯის, ტანსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიაში. კომპანიის მიზანია, გარემოზე ზრუნვა და სიცოცხლით ტკბობა ერთმანეთს შეუთავსოს, ამიტომ ამკვიდრებს სიტყვას #ეკოკომფორტული, რაც იმაში გამოიხატება, რომ ეკოლოგიასა და კომფორტს ერთმანეთს უთავსებს. ჟურნალი OK! კომპანიის თანადამფუძნებლებს − მარიამ ჭახრაკიას და ალექსანდრე წივწივაძეს ესაუბრა, რომლებიც უფრო ვრცლად გვიამბობენ კომპანიის მომსახურებისა და საქმიანობის შესახებ.
რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ფუნდუკში“ ავეჯს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს ვქმნით, რომლებიც პატარა დეტალებით და გამჭრიახი გადაჭრით ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოს ხდიან.
შესაძლოა, ეს იყოს პირბადე, რომელიც დაღლილ ყურებს დაგისვენებს, რადგან თავზე მაგრდება; კედლის მაგიდა და თაროები, რომელსაც თვალის დახამხამებაში ჩამოხსნი კედლიდან და სადაც გინდა იქ წაიღებ − ლოგინში სასაუზმოდ, ლეპტოპის მოსათავსებლად თუ სავარძელში სახატავად; ჩვენთან ასევე აღმოაჩენ საპიკნიკე პლედს, რომელიც უცებ მოსაცმლად გადაკეთდება − იქნებ მდელოზე გასულს, უცებ წვიმამ მოგისწროს… ზუსტად ასეთ, „გამჭრიახ“ ნივთებს აღმოაჩენ „ფუნდუკში“, რომლებიც ცხოვრების ყოველი წამით ტკბობის საშუალებას გაძლევს.
რატომ „ფუნდუკი“?
„ფუნდუკის“ ფილოსოფია, როგორც ჩვენ მიერ შექმნილი ნივთები, მარტივია − ჩვენთვის მთავარი ქაოსით დატვირთულ სამყაროში ბედნიერების პატარა მიზეზებით ტკბობა, ადამიანებსა და გარემოზე ზრუნვაა. „ფუნდუკის“ თითოეული ნივთი იდეის დაბადებიდან პროდუქტის შექმნამდე სიცოცხლით სავსე პროცესს გადის, რომლისგანაც ჩვენ უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ, რადგან გვჯერა − მთავარი პროცესით ტკბობაა.
ჩვენ გარშემო უამრავი რამაა, რაც მცირე დისკომფორტს გვიქმნის. აღმოვაჩენთ თუ არა ასეთ დისკომფორტს, ალტერნატივების ძიებას ვიწყებთ. გვინდა, კარგად ნაცნობი ნივთები უფრო პრაქტიკული, დახვეწილი და ადამიანების საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ.
გვესაუბრეთ კომპანიის უპირატესობებზე.
„ფუნდუკის“ ყველა ნივთი უნიკალურია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამჭრიახად არის შექმნილი, ხელშესახებია და თითოეულ ადამიანზე მორგებული დეტალებითაა სავსე. ჩვენი ყველა ნივთი #ეკოკომფორტულია.
როგორც წესი, ეკომეგობრული ნივთების უმეტესობა ჩვენგან გარკვეულ დათმობებს მოითხოვს ხოლმე, რაც ხშირად კომფორტზე გადის.
„ფუნდუკში“ გვჯერა, რომ გარემოზე ზრუნვა და სიცოცხლით ტკბობა ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს და შეგვიძლია, ისინი ერთმანეთს საკმაოდ კომფორტულად შევუთავსოთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ახალი სიტყვა – #ეკოკომფორტული დაგვემკვიდრებინა. სიტყვა, რომელიც „ფუნდუკის“ თითოეულ პროდუქტს აერთიანებს.
რა არის კომპანიის მთავარი მიზანი?
ჩვენი მიზანია, შთავაგონოთ ადამიანები და ხელი შევუწყოთ, რომ საკმარისი დრო, სივრცე და შესაძლებლობა ჰქონდეთ, სიცოცხლით იმაზე მეტად დატკბნენ, ვიდრე ეს ჩვენი ნივთების აღმოჩენამდე შეეძლოთ, თან ისე, რომ პროცესში პლანეტაზეც ვიზრუნოთ და არანაირი ზიანი არ მივაყენოთ.
სამომავლო გეგმები.
ამჟამად ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკვე იცნობს „ფუნდუკს“, მაგრამ სამომავლოდ გვინდა ამ და სხვა ქვეყნებმაც უფრო კარგად გაიცნონ „ფუნდუკი“ და „ფუნდუკური“ ფილოსოფია.
მის: სიმონ ჩიქოვანის 30
FB: Funduki / ფუნდუკი
inst: funduki
Tel: 597 71 21 46