• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! EVENT COMPANY – WEDDING IN BATUMI – საუკეთესო არჩევანი შენი დღესასწაულისთვის

October 20, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

საკუთარი ქორწილის შემდგომ კიდევ უფრო კარგად გაიაზრეს, რომ ბათუმს სჭირდებოდა ისეთი ივენთ კომპანია, რომელიც ყველა დეტალზე ზედმიწევნით იზრუნებდა, რათა ნეფე-პატარძლისთვის ქორწილის დღე ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოსულიყო. სწორედ ამიტომ ახალი შემართებითა და მოტივაციით შეუდგნენ საქმეს, როლები გადაინაწილეს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ  Event Company -Wedding in Batumi წყვილებისთვის ყველაზე საუკეთესო არჩევანი გახდეს. ამბობენ, რომ სიყვარულია ის ძალა, რომელიც გაძლევს მოტივაციას, სხვის ბედნიერებაზეც ისე იზრუნო, როგორც საკუთარზე.

„OK! ბათუმის“ სტუმრები ვახო ბოლქვაძე და თათია ქევანიშვილი არიან, რომლებიც ჟურნალის ფურცლებიდან თავიანთი კომპანიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე საკუთარი სიყვარულის ამბავზე გვიამბობენ.

მოგვიყევით თქვენს ივენთ კომპანიაზე, რომელიც მომხმარებელს ძალიან მრავალფეროვან და საინტერესო მომსახურებას სთავაზობს…

თათია: ივენთ კომპანია Wedding in Batumi ჩემს მეუღლეს დაახლოებით 5 წელზე მეტია, რაც აქვს, მაგრამ სხვა სახის ბიზნესით იყო დაკავებული და შესაბამის ყურადღებას ვერ აქცევდა. როგორც კი დავთქვით ჩვენი ქორწილის თარიღი, მივხვდით, რომ დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით. დავინახეთ, ქორწილის, წვეულების, სკოლის ბანკეტის თუ შენი ნებისმიერი სახის პირადი დღესასწაულისთვის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული კომპანია, გუნდი, რომელიც სინთეზში იმუშავებს, მოგერგება.

ვახო: ქორწილში თათია ისეთ დეტალებს აკვირდებოდა, ისეთ სიღრმეებში ჩადიოდა, როგორიცაა ვარდის ღეროს სიგრძე, სანთლების ალის ფერი და ა. შ.

თათია: კი, ნამდვილად ასე იყო. ამიტომაც, ჩვენი ქორწილის შემდეგ კიდევ უფრო კარგად დავინახეთ მსგავსი კომპანიის არსებობის აუცილებლობა ბათუმში. ასე იქცა ჩვენი ქორწილი მთავარ მოტივაციად, რომ შეგვექმნა, განგვეახლებინა კომპანია, რომელიც რებრედინგის შემდეგ შეძლებდა უმაღლეს დონეზე, ყველა სტანდარტის დაცვით დაეგეგმა და განეხორციელებინა ნებისმიერი ღონისძიება.

გავიარეთ ბევრი ეტაპი, დაწყებული მცირე ღონისძიებების ორგანიზებით, დასრულებული მასშტაბური ქორწილების დაგეგმვით, სადაც ყოველ ნაბიჯზე ვსწავლობდით და ვაუმჯობესებდით ჩვენს სერვისს.

 

აღნიშნულ სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას, რა არის თქვენი უპირატესობა?

თათია: ბევრი რამ. პირველი და მნიშვნელოვანი, ყველა ქორწილის ორგანიზებისას ზუსტად ის გრძნობა მიჩნდება, რაც საკუთარი ქორწილისას. ყველა დეტალზე ზუსტად იმდენს ვფიქრობ, როგორც საკუთარზე. ვიცი, რომ ინდივიდუალური მიდგომა მნიშვნელოვანია. ხშირად ისეც ხდება, რომ დამკვეთი საკუთარი იდეების, სურვილების გათვალისწინებას გვთხოვს, მაგრამ, თუ მივიჩნევ, რომ საერთო ვიზუალიზაციას, დიზაინს არ შეესაბამება ან უხეშად რომ ვთქვათ, არატრენდული და უგემოვნოა, ვცდილობთ აზრი შევაცვლევინოთ. ბევრ ალტერნატივას ვთავაზობთ, ჩვენც ხომ მაგისთვის ვართ?! ეს ჩვენი კომპანიის იმიჯია. ამიტომაცაა, რომ კომპანიამ რაღაც ნიშა უკვე დაიკავა.

ვახო: უპირატესობა, რა თქმა უნდა, არის ხარისხი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ქორწილის ჩატარებისთვის საჭირო ყველა სერვისს ერთ სივრცეში ვთავაზობთ: ქორწილის ორგანიზება,

ლოკაციის შერჩევა, დიზაინი, ფოტოგრაფი,

ვიდეოგრაფი, საღამოს წამყვანი, ბენდი, დიჯეი, მუსიკალური აპარატურა, მძიმე კვამლი, განათება, გიფერი + 360, ფურშეტი, ინვენტარი, ფეიერვერკები და ეფექტები. და რაც მთავარია, თითოეულ სერვისში გვაქვს ალტერანტივა და არჩევანის შესაძლებლობა.

რა განცდაა თქვენთვის, როცა ადამიანი მათთვის მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებას განდობთ?

ვახო: ცხადია, სიხარულის, ნდობის, პასუხისმგებლობის. ბოლო დროს გაზრდილი შეკვეთების გამო ხშირად გვიწევს უარის თქმა, თუმცა, კონკრეტულ საკითხზე მათაც ვუზიარებთ რჩევებს, რეკომენდაციებს.

 

რა ხდის ამა თუ იმ ბიზნესს წარმატებულს? როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ბიზნესის წარმატების ერთგვარი ფორმულა…

ვახო: ისევ და ისევ ხარისხი და მატერიალურად ხელმისაწვდომობა. ერთგვარი ჯაჭვია, როცა ყველა სერვისი მაღალი ხარისხის, პროფესიონალურად გაკეთებული/მიწოდებულია. ეს იწვევს კმაყოფილ მომხმარებელს. ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენს საქმეში ჭიანჭველებივით მრავლდებიან და იქმნება საზოგადოებრივი აზრი, ჩნდება ნდობა. ამაზე დგას ჩვენი ბიზნესი.

თათია: მომსახურების სფეროში როცა ხარ, თუ სიყვარულით, გულით არ გააკეთე საქმე, არაფერი გამოვა. ჩვენ საქმეს გულგრილად არასდროს ვეკიდებით. ვახო ხშირად ეუბნება ფრაზას: როგორც საკუთარ დედმამიშვილს, ისე მოგეპყრობითო და მართლაც ეგრეა. მიმაჩნია, რომ გულწრფელი მიდგომა ჩვენი მთავარი კრედოა.

მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავსა და ერთობლივად წამოწყებულ ბიზნესზე. ღონისძიებების დაგეგმარების დროს ვისი იდეებია მეტად გაზიარებული?

თათია: ჩვენი სიყვარულის ამბავი იწყება კარგად დაგეგმილი ივენთიდან, თვალისმომჭრელი ფეიერვერკებიდან, ზღვის სანაპიროდან – ჩვენი ბათუმიდან. ამიტომ მინდა ყველას ასეთ დღესასწაულად ვუქციო მათი სიყვარულიც. ხნადახან მართლა ვფიქრობ, ნეტავ მათ ახდენილ ოცნებას თუ ჰგავს ჩვენი მოწყობილი წვეულება. ვფიქრობ, პროფესიონალ გუნდთან ერთად, ჩვენს კომპანიას ისიც გამოარჩევს, რომ წყვილი ვართ. ვახო სულ ცდილობს მამაკაცის ხაზი წაიყვანოს, მე – ქალის. საქმე განაწილებული გვაქვს, მე დიზაინი, ვახოს მუსიკალური ნაწილი, სრულად ვანდობ, არ ვერევი. ვახო პროფესიონალია, წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა ბენდის პროდიუსერი, ამჟამად ბენდ Ocean drive-ს ხელმძღვანელობს.

როგორია თქვენი თავისუფალი დრო, რა ტიპის დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას?

თათია: თითქმის არ ვისვენებთ, თუმცა როცა ვახერხებთ, ჩემთვის იდეალური განტვირთვა ცხენზე ჯირითია, ასევე მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა. ხშირად ვატარებთ დროს მეგობრებსა და ოჯახთან, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ცხოვრების.

მოგეხსენებათ, საქართველო ტრადიციების ქვეყანაა, თუმცა, დროსთან ერთად იცვლება ამა თუ იმ დღის აღნიშვნის ფორმები. ქორწილის დაგეგმვაში რას ანიჭებენ დღეს წყვილები უპირატესობას, რა ტენდენციაა აღნიშნული კუთხით?

ვახო: ვფიქრობ, დრომ ტრადიცია კი არ შეცვალა, უბრალოდ, უფრო განვითარდა, დაიხვეწა – დარბაზები გაჩნდა, ღია სივრცეები, სერვისები დაემატა. წყვილს არჩევანის საშუალება გაუჩნდა. თორემ ქორწილის ტრადიცია ისევ არსებობს, თამადის ინსტიტუტიც, ცეკვა „დაისი“ და „მრავალჟამიერი“ წლის ტრენდად იქცა. უფრო სანახაობრივი და ქრონომეტრაჟული გახდა ქორწილი.

როგორია Wedding in Batumi-ის სამომავლო გეგმები?

თათია: თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვვითარდებით, ვეცნობით, ვსწავლობთ, სხვა ქვეყნების წვეულებების მოწყობის დიზაინ-სპეცეფექტებს, გამორჩეულ სერვისებს.

ვახო : სამომავლო გეგმები მოიცავს კიდევ უფრო მასშტაბურ და მრავალფეროვან ღონისძიებებზე მუშაობას. გვინდა ვიყოთ ინოვაციური, გავითვალისწინოთ მსოფლიო ტენდენციები და მუდმივად განვაახლოთ სერვისები.

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია

September 12, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლი ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოყვანილი სამოსით პირველად გამოჩნდა

#OK! ანჯელინა ჯოლი ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოყვანილი სამოსით პირველად გამოჩნდა

July 5, 2021
#OK! ირინა შეიკი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Bulgari x B.Zero1 bash-ს დაესწრო

#OK! ირინა შეიკი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Bulgari x B.Zero1 bash-ს დაესწრო

September 14, 2021
#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი

#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი

September 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

December 1, 2025
#OK! სელინ დიონმა გულშემატკივრებს მადლიერების დღე ემოციურად მიულოცა

#OK! სელინ დიონმა გულშემატკივრებს მადლიერების დღე ემოციურად მიულოცა

November 28, 2025
#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

December 4, 2025
#OK! Fashion Awards 2025-მა წლის დიზაინერად კვლავ ჯონათან ანდერსონი დაასახელა

#OK! Fashion Awards 2025-მა წლის დიზაინერად კვლავ ჯონათან ანდერსონი დაასახელა

December 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები