• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! კონცეფციიდან შედეგამდე: ქალები ინტერიერის დიზაინში

March 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ ბავშვობიდან ჰქონდა. მუდმივად ცდილობდა სახლის ინტერიერში ახალ-ახალი დეტალების შეტანას, რადგან ფიქრობდა, რომ პატარა ნივთმა შესაძლოა სრულიად შეცვალოს სივრცის ხასიათი. დაამთავრა სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი, შემდეგ კი Accademia Italiana – Art, Fashion & Design ინტერიერის განხრით, ბოლოს კი California school of landscape architecture and design – ლანდშაფტის არქიტექტურა და დიზაინი. ამ დროს კი მიხვდა, რომ პროფესია – ინტერიერის დიზაინერი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. დღეს უკვე თავისი ინტერიერის დიზაინის კომპანია Allora Design აქვს, რომელიც მეგობრული დუეტის კოლაბორაციის შედეგია, სწორედ ამ გზით ცდილობს თავისი სიტყვა თქვას ხელოვნების ინდუსტრიაში. ჟურნალი OK! გაგაცნობთ არქიტექტორსა და ინტერიერის დიზაინერს, კესა კვარაცხელიას.

 

კესა, რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიულ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

მთლიანობაში, ინტერიერის დიზაინი ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, წლებთან ერთად, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დაიკავა. ძალიან საინტერესო და ერთგვარი გამოწვევაცაა, როდესაც ჩართული ხარ სხვადასხვა სივრცის ტრანსფორმაციაში.

 

 

რას სთავაზობს თქვენი კომპანია საზოგადოებას?

Allora Design-ის შექმნის იდეა მე და ჩემს მეგობარ, სანდრო სანდროშვილს, სრულიად შემთხვევით მოგვივიდა. წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ვიყავით ამ სფეროში ჩართული. ყველაფერი კი ერთი წარმატებული კოლაბორაციიდან დაიწყო. თითქმის ორი წელია, რაც Allora Design დამკვეთს სთავაზობს სრულ სერვისს იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის სივრცე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოაწყოს ისე, რომ თავიდან აირიდოს ამ პროცესთან დაკავშირებული სირთულეები.

ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, ლანდშაფტის არქიტექტურა, სრული სარემონტო სერვისი და ავეჯი ექსკლუზიური დიზაინით, ეს ის ჩამონათვალია, რასაც კომპანია დამკვეთებს სთავაზობს.

 

ინტერიერის დიზაინის პროექტი ბევრ სხვადასხვა პროცესს მოითხოვს. რა პროცესებს გადიხართ და რომელია თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო?

პროექტირების დაწყებამდე პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის დამკვეთთან ინტერვიუ – ვეცნობით მის ხედვას. შემდეგ კი იწყება მთავარი – კონცეფციაზე ფიქრი, რის მიხედვითაც უნდა გაგრძელდეს მთელი ეს პროცესი. ამ ყველაფერს კი მოსდევს უშუალოდ მუშა პროცესი, რთული, მაგრამ საინტერესო. ბოლოს კი საბოლოო შედეგით კმაყოფილი რჩები, ეს ყველაზე საყვარელი მომენტია.

 

რა გაძლევთ თქვენი საქმის კეთების მოტივაციას?

პროექტზე მუშაობისას გეძლევა შესაძლებლობა, ბოლომდე გამოავლინო შენი ხედვა, კრეატიულობა და რეალობაში გამოსცადო ყველა ის ჩანაფიქრი, რის განხორციელებასაც შესაძლოა აქამდე თამამად ვერ ბედავდი. ქმნი ახალ ფერს, ფაქტურას, ფორმებს. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა, სწავლობ და უზიარებ სხვებს, უფრო მეტს, ვიდრე წინა პროექტირებისას იცოდი, სწორედ ეს არის მოტივაციის მთავარი წყაროც.

 

 

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

წარმატება მრავალმხრივი კონცეფციაა და რა გვიწყობს ხელს მის მიღწევაში, შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური პერსპექტივებისა და მიზნების მიხედვით. თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი: პირველია – მკაფიო მიზნები და ხედვა.

ვფიქრობ, წარმატება ხშირად იწყება იმით, რომ გქონდეთ კონკრეტული მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ, თუნდაც ეს ძალიან შორეულ მომავლად გესახებოდეთ. ეს კი დაგეხმარებათ ფოკუსირებასა და მოტივაციის შენარჩუნებაში. შემდეგია – ძალისხმევის მზაობა, მაშინაც კი, როდესაც წარუმატებლობის დიდი ალბათობაა. ბოლოს კი – ადაპტაცია და ინოვაცია: დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალ ტექნოლოგიებთან, ბაზრის ტენდენციებსა და შესაძლებლობებთან ადაპტაციის უნარი გადამწყვეტია წარმატებისთვის. ცვლილებების მიღების სურვილი დაგეხმარებათ იყოთ კონკურენტუნარიანი თქვენს სფეროში.

 

რას ეტყოდით ქალებს, ვინც კარიერას ახლა იწყებენ…

ენდეთ თქვენს შესაძლებლობებს, რადგან არ არსებობს წარმატების ერთიანი ფორმულა. მოძებნეთ მისაბაძი მენტორები, რომლებსაც შეუძლიათ მოგაწოდონ სწორი რჩევები და შთაგონება კარიერულ გზაზე. ნუ მოგერიდებათ ისაუბროთ, გააზიაროთ თქვენი იდეები. განიხილეთ გამოწვევები, როგორც ზრდისა და სწავლის შესაძლებლობა და არა დაბრკოლებები, რომლებიც თავიდან უნდა იქნას აცილებული. იზრუნეთ საკუთარ თავზე ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად და ნუ შეგეშინდებათ საზღვრების დაწესების, რათა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ დრო საკუთარი თავისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის.

 

 

სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმებია, რაც ჩვენს კომპანიას უდიდეს მოტივაციას აძლევს. პროცესშია დიზაინ ავეჯის ექსკლუზიური ხაზი, ვგეგმავთ სამუშაო სივრცის რადიკალურად შეცვლას. დანარჩენ სიახლეებს კი დროდადრო შემოგთავაზებთ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: Nini Ninuca Photography

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Doctors – თამარ თევზაძე

#OK! Doctors – თამარ თევზაძე

October 7, 2024
#OK! მარგო რობის ძმა Wolf Of Wall Street-ში შესრულებული შიშველი სცენების გამო 3 თვე არ ელაპარაკებოდა

#OK! მარგო რობის ძმა Wolf Of Wall Street-ში შესრულებული შიშველი სცენების გამო 3 თვე არ ელაპარაკებოდა

January 27, 2023
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი მალიბუში დროს მეგობრებთან ერთად ატარებს!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი მალიბუში დროს მეგობრებთან ერთად ატარებს!

May 4, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – ნატო ერისთავი (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – ნატო ერისთავი (ვიდეო)

November 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

February 7, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები