• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გამოწვევები, როგორც ცხოვრების მოტივაცია

February 6, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

OK!-ს სტუმარი მოციგურავე მარიამ ჩიტაძეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. თუმცა ბევრმა არ იცის, როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება, რას საქმიანობს, რა მიზნები აქვს სამომავლოდ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენს რესპონდენტს უფრო უკეთ გააცნობს ჩვენს მკითხველს.

 

მარიამ, ფართო საზოგადოება კარგად გიცნობთ, თუმცა ბევრმა არ იცის თქვენი ბიოგრაფია. ამიტომ გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენ შესახებ.

დავიბადე თბილისში. ოჯახში სულ 5 წევრი ვართ: მე, დედა, მამა, ჩემი პატარა ძმა და უკვე სახელგანთქმული თუთიყუში – კოტე. მას შემდეგ, რაც სკოლა მედალზე დავამთავრე, ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, სადაც ასევე ვსწავლობდი ჟურნალისტიკას. კოვიდის პერიოდი საკმაოდ პროდუქტიულად გამოვიყენე, იმ თვალსაზრისით, რომ გავხსენი ჩემი სარეკლამო კომპანია, რომელიც ბევრ სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. ასევე ახლა ვარ საქართველოში ერთადერთი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „ბარამბოს“ მარკეტინგის გუნდის წევრი.

 

თქვენს პროფესიაზე მოგვიყევით. რა ასაკიდან დაინტერესდით ციგურაობით და რა ეტაპები გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

ხშირად მიწევს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ყინულზე სრიალი შეიძლება ითქვას, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში დავიწყე, რადგან დედა მოციგურავე იყო. 5 წლის ასაკში მიმიყვანეს მშობლებმა სპორტის ამ ულამაზეს სახეობაზე. მოვხვდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მქონდა ძალიან დატვირთული რეჟიმი. დილით 06:30-ზე ვიწყებდი ვარჯიშს, შემდეგ მივდიოდი სკოლაში, სკოლიდან ვბრუნდებოდი სახლში, რომ მემეცადინა და საღამოს ისევ მივდიოდი მეორე ვარჯიშზე, რომელიც 21:00-ზე მიმთავრდებოდა. ზოგადად, ფიგურული სრიალი სპორტის გარდა ხელოვნებაცაა და მოითხოვს სპორტსმენის მრავალი კუთხით განვითარებას, ამიტომ ამის გარდა დავდიოდი ქორეოგრაფიაზე, მხატვრულ ტანვარჯიშზე, აკრობატიკასა და რა თქმა უნდა, სატრენაჟორო დარბაზში. ვარ მრავალი ეროვნული ტურნირის და სხვადასხვა თასის გამარჯვებული, ყველაზე მეტად მეამაყება საქართველოს ჩემპიონის ტიტული. როდესაც გავხდი იუნიორთა თანრიგის ასაკის, ჩემით დაინტერესდნენ ამერიკაში მოღვაწე მწვრთნელები და მქონდა შემოთავაზება, გადავსულიყავი სავარჯიშოდ აშშ-ში, რადგან საქართველოში იმ დროისთვის სპორტსმენის განვითარებისთვის არანაირი პირობა და ხელშეწყობა არ იყო. ბევრი მსჯელობის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ დავრჩენილიყავი საქართველოში და მთელი ჩემი ძალისხმევა მიმემართა განათლების მისაღებად. დღევანდელი გადმოსახედიდან, მგონია, რომ ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა ამის შემდეგ არცერთი წუთით არ მქონია წყვეტა ფიგურულ სრიალთან, ვარ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წევრი და ეროვნული კატეგორიის მსაჯი. ვარჯიშსა და სრიალს, რა თქმა უნდა, დღესაც ვაგრძელებ, თუმცა არა როგორც მოქმედი სპორტსმენი.

სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“გიხილათ. მოგვიყევით ამ გამოცდილებაზე.

ჩემთვის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა დიდი სიურპრიზი და გამოცდილება იყო. 2 თვე ვიმოგზაურე სრულიად სხვა სამყაროში და შევიძინე უამარავი კარგი მეგობარი. ძალიან ბევრ დადებით ემოციასთან ერთად იყო გამოწვევებიც. პროექტის დაწყებისთანავე რთული ილეთის შესრულებისას მოვიტეხე ნეკნი. მქონდა საშინელი ტკივილები და მუდმივად ვიყავი გამაყუჩებელი ნემსების ქვეშ. აქაც დამეხმარა ჩემი სპორტული ხასიათი და იმდენად დიდი იყო ამ ულამაზეს პროექტში ცეკვის სურვილი, რომ, რა თქმა უნდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მაინც დავრჩი და ჩემს საამაყო მეწყვილესთან, რატი გაჩეჩილაძესთან ერთად შევქმენით უამრავი ლამაზი და დასამახსოვრებელი ნომერი.

 

რა არის თქვენი მუდმივი მოტივაცია და ინსპირაცია?

იცით? ყოველთვის ვეძებ ახალ გამოწვევებს, მომწონს განვითარების პროცესი, სირთულეების გადალახვა და სასურველი მიზნების მიღწევა მანიჭებს დიდ სიამოვნებას. ვარ მუდმივად შემოქმედებით პროცესში.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვგეგმავ საინტერესო პროექტებში მონაწილეობის მიღებას. მინდა გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმეების კეთება და ჩემი წვლილი შევიტანო მათ განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ „პრაიმის“ ახალ ფინანსურ დირექტორთან

#OK! ინტერვიუ „პრაიმის“ ახალ ფინანსურ დირექტორთან

December 1, 2022
#OK! 10 საუკეთესო ფილმი კრისტენ სტიუარტის მონაწილეობით!

#OK! 10 საუკეთესო ფილმი კრისტენ სტიუარტის მონაწილეობით!

April 9, 2021
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Critics Choice Awards-ის დაჯილდოებაზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Critics Choice Awards-ის დაჯილდოებაზე

March 15, 2022
#OK! როგორ ატარებენ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი თაფლობის თვეს

#OK! როგორ ატარებენ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი თაფლობის თვეს

May 24, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

December 2, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
#OK! ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა

#OK! ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა

November 29, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები