იტალიური ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდმა Harmont & Blaine-ი (ჰარმონტ ენდ ბლეინ) 2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოში პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა. აღნიშნული ბრენდი ცნობილია თავისი გამორჩეული Dachshund (ტაქსას) ბლეინის ლოგოთი. კომპანიის სათავო ოფისი კამპანიის რეგიონის ქალაქ ნეაპოლში მდებარეობს და მსოფლიოს 46 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
საქართველოში ამ ახალი მაღაზიის გახსნით, კომპანია აგრძელებს თავისი გაფართოებისა და უცხოურ ბაზრებზე შესვლის გზას და შემოაქვს თავისი საფირმო დახვეწილი casual (ყოველდღიური) სტილი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ლამაზ სანაპიროზე.
Harmont & Blaine მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სამოსს ქმნის, თუმცა ახალ მაღაზიაში, ექსკლუზიურად მხოლოდ მამაკაცის ხაზი იქნება წარმოდგენილი. მაღაზიის სტუმრებს შემოდგომა-ზამთრის 2023 წლის მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების კოლექცია დახვდებათ.
ბათუმში არსებული სივრცე შთაგონებულია ბრენდის იტალიური ფესვებისა და ხმელთაშუა ზღვის წარმომავლობით, რომელიც გადმოსცემს სიმარტივის, სიმსუბუქის და ერთიანობის ღრმა გრძნობას. ახალი ინტერიერი წარმოადგენს Harmont & Blaine-ის ფერების სიყვარულის არსს, რომელიც გამოირჩევა ლურჯის დამამშვიდებელი ეფექტით და ოხრას შეხებით, შერეული ბუნებრივ და თანამედროვე ელემენტებთან, როგორიცაა ხე, ფოლადი და LED (ლედ) განათება.
Harmont & Blaine-ის მამაკაცის კოლექცია მოიცავს როგორც ფუნქციონალურობისა და მხატვრობის სამყაროს განვითარებულ კონცეფციებს, ასევე ბუნებაში დასვენებას და აპრის-სათხილამურო გამოცდილებას. სეზონი იხსნება Elevated Utility (გაზრდილი სარგებლობის) გარდერობით, რომელიც ორიენტირებულია სიმსუბუქესა და კომფორტზე, შემდეგ წარმოგიდგენთ Art Academy (ხელოვნების აკადემიის) თემას, რომელიც შთაგონებულია მხატვრის პალიტრით, ბოლოს კი ცის ლაუნჯის Sky Lounge Drop (ცის ლაუნჯის) თემით ქალაქიდან მთებში ინაცვლებს.
Harmont & Blaine-ი ახალ კოლექციაშიც აგრძელებს თავის გზას – მუდმივ კავშირს ბრენდის კრეატიულობასა და პლანეტის რესურსების დაცვის ვალდებულებას შორის. კოლექცია შეიცავს მრავალფეროვან პროდუქტს, რომლებიც დამზადებულია ინოვაციური პროცესების, რეციკლირებული ბოჭკოების, ორგანული მასალების გამოყენებით და გარემოზე დაბალი ზემოქმედებით. გადამუშავების პროცესის წყალობით, კომპანია ნარჩენ ბოჭკოებს მეორე სიცოცხლეს ანიჭებს, რაც ადასტურებს ბრენდის მიდგომას და მის მუდმივ განვითარებას პლანეტის დასაცავად.
ბრენდის საქართველოში ტერიტორიული გაფართოების ფარგლებში იგეგმება მეორე მაღაზიის თბილისში გახსნა, სადაც ბრენდმა უკვე შეარჩია პრესტიჟული ლოკაცია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკეში.
R