48 წლის ამერიკელი მსახიობი, აკადემიის უმაღლესი ჯილდოს “ოსკარის”, “ოქროს გლობუსისა” და “გრემის” ჯილდოების მფლობელი ვარსკვლავი ხუაკინ ფენიქსი, რომელიც The New York Times-მა 2020 წელს 21-ე საუკუნის დიდებულ მსახიობებს შორის დაასახელა, წლებია უკვე ჩართულია გარემოსდაცვით საქმიანობებში. მსახიობმა ახალ ინტერვიუში ისაუბრა გზებზე, როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოებამ ახალი თაობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
ჩვენ, საზოგადოებამ ძალიან კარგად ვიცით, თქვენი საქმიანობის შესახებ, როგორ იცავთბუნებას, განსაკუთრებით კი ცხოველებს. როგორ ფიქრობთ, როგორ შეუძლია გააკეთონ იმავე ადამიანებმა, რომლებიც არ არიან ცნობილები, ან არ აქვთ საკმარისი შემოსავლები?
ჩვენი ცხოვრების სტილი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახდენთ ზეგავლენას ჩვენი ოჯახის წევრებზე, ახლობლებსა და მეგობრებზე. ვეგანიზმი არის ცხოვრების სტილი, გაცნობიერება იმისი, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ცხოველებს იმისთვის, რომ ჰქონდეთ ჩანთები და ფეხსაცმელები, ნივთები, რომელთა მიღებაც ჩვენ სხვა რესურსებიდანაც შეგვიძლია. დღეს სოციალური მედია გვაძლევს შესაძლებლობას გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, თუნდაც პოსტების და სთორების გამოყენებით. როდესაც ადამიანები ხშირადდაინახავენ რა არის სწორი, მათ უფრო მეტად მოუნდებათ აირჩიონ სწორი გზა. გამოდის ბევრი დოკუმენტური ფილმი, რომლის ნახვაც მოზარდებს დაეხმარებათ ცნობიერების ამაღლებაში. ბევრი გზა არსებობს ამისთვის, მთავარია მონდომება.
ცხოველების მოკვლა საკვებისა და სამოსისთვის პლანეტის განადგურებასთან არის დაკავშირებული. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი ადამიანების უმეტესობას შეეცვალოს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით და გახდნენ ვეგეტარიანელები?
ჩემი და ვეგეტარიანელია, მან ადრეულ ასაკშივე გაათვიცნობიერა ის, რომ ცხოველებისსიცოცხლის ხელყოფა ჩვენი სიამოვნებისთვის არასწორია. ის დღეს ჩემთან ერთად არისჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ძალიან რთულია ადამიანებს უთხრა, რომ ცხოვრების წესი უცებ შეცვალონ და უარი თქვან იმ სტილზე, რომლითაც წლებიან ცხოვრობენ. თუმცა, პატარა ნაბიჯებიც კი საკმარისია. თუ მთელს მსოფლიოში აიკრძალება ცხოველების ტყავის სამოსისთვის გამოყენება, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორი ურთიერთობა გქონდათ ბავშვობაში ცხოველებთან?
ჩვენ ძაღლები გვყავდა, მე მათთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, როგორც ხდებახოლმე. ის, რასაც ბავშვობიდან ვერ ვიგებდი იყო თევზაობა, როგორ იჭერდნენ ადამიანები იმსაბრალო არსებებს, ეს არის ძალადობა, არასაჭირო ქმედება, რომლის გარეშეც ადამიანების ცხოვრება დიდად არც კი შეიცვლებოდა. ძალიან ვბრაზდებოდით ბავშვები, როდესაც სადილად თევზი გვქონდა. ზოგჯერ მეგონა, რომ ცხოველების თვალებში რაღაც განსაკუთრებულს ვხედავდი, კავშირს, განსაკუთრებულ კავშირს, შემდეგ კი წარმოვიდგენდი, რომ მათი ცხოვრება ცუდად დასრულდებოდა სხვა ადამიანების ახირებების გამო, იმისთვის, რომ ერთი დღით გემრიელი კერძი მოემზადებინათ. ჩვენ შეგვიძლია ვიკვებოთ ბოსტნეულით და მივიღონ ის საჭირო ვიტამინები და ელემენტები, რომლებიც აუცილებელია განვითარებისთვის.
როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს საცხოვრებელი გარემოსა და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიყვარული?
უნდა დავიწყოთ ადრეული ასაკიდან მულტფილმების ყურებით, მაგალითად ნემო და ბემბი. ბავშვებს სხვანაირი დამოკიდებულება ექნებათ ცხოველების მიმართ. მათ უფრო მეტად შეუყვარდებათ ის არსებები, რომლებიც მათ გარშემო არიან, უნდა ვუთხრათ და ვაჩვენოთ მათრა ემართებათ ცხოველება, როდესაც ადამიანები მათ საჭმლის ან სამოსის გამო ხოცავენ. როდესაც ხორცის, ან რძის პროდუქტების შეფუთვაზე ვხედავთ გაღიმებულ ღორს, ცხვარს ანძროხას, ამით ვაგზავნით მესიჯს, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია, გამოვიყენოთ ცხოველები იმისთვის, რომ გემრიელად ვიკვებოთ.
როგორ ფიქრობთ, უწყობს თუ არა ხელს “ჰოლივუდი” ფილმების საშუალებით გაავრცელოსინფორმაცია ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ?
გასულ წლებთან შედარებით დღეს უკეთესი სიტუაციაა. ჩვენ ვხედავთ ბევრ. დოკუმენტურფილმს, რომელთა საშუალებითაც ადამიანების ცნობიერება უფრო და უფრო მაღლდება. შესაძლებელია შეიქმნას პლატფორმა, ან სოციალური ქსელი, სადაც ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პლანეტის დაცვაზე ისაუბრებენ. დღეს ბევრი ორგანიზაციაა შექმნილი დაუფრო მეტი ადამიანი ზრუნავს ბუნებაზე, ჩემი აზრით, გვიანი არასდროს არ არის, მთავარია მოვინდომოთ და ჩვენ პლანეტას აუცილებლად გადავარჩენთ.