• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ელისო ჯიშკარიანი თავისი კარიერული გზის შესახებ

March 25, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

OK! პირადად გაესაუბრა ქართველ ექიმ-დერმატო-კოსმეტოლოგ ელისო ჯიშკარიანს. მან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა იმ პროცედურების შესახებ, რომლებსაც ის პაციენტებს სთავაზობს. ელისო მუდმივად ცდილობს ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რითაც ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას უწყობს ხელს დერმატო-კოსმეტოლოგიის მიმართულებით.

გვიამბეთ თქვენ შესახებ.

დავიბადე ქალაქ ქუთაისში, 1975 წლის 24 აგვისტოს. დავამთავრე მედიცინის ფაკულტეტი და უკვე 25 წელია ვმუშაობ ჩემს ქალაქში. სკოლის დასრულების შემდეგ, ჩემს მთავარ მიზნად საკუთარი თავის რეალიზაცია იქცა. მჭირდებოდა კარგად გავთვითცნობიერებულიყავი იმაში, თუ რომელი პროფესია ამერჩია. ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება კი ნამდვილად სწორი და ხელსაყრელი აღმოჩნდა. თავდაპირველად, 13 წლის განმავლობაში ვსაქმიანობდი ქუთაისში, იმ დროისთვის პრესტიჟულ სალონში. ამ დროში შევიძინე ბევრი ერთგული პაციენტი, რომელმაც მომცა მოტივაცია შემექმნა ესთეტიკის საკუთარი ცენტრი, სადაც ყველა ქალბატონი მიიღებდა მაქსიმალურ კომფორტს, პროფესიონალიზმთან ერთად. სწორედ ამიტომ, 2011 წელს მე და ჩემმა კოლეგამ გადავწყვიტეთ გაგვეხსნა აღნიშნული სივრცე, რომელშიც გაერთიანებულია თმის, ფრჩხილის, მასაჟის, კოსმეტოლოგიის, ესთეტიკური მედიცინისა და ლაზეროთერაპიის მომსახურება. სწორედ ასე დაარსდა ესთეტიკის ცენტრი „ელიზიუმი“. იმისათვის, რომ მიმეღწია სასურველი შედეგისთვის, დამჭირდა დიდი შრომა და გამოცდილების მიღება. ვმონაწილეობდი საზღვარგარეთ გამართულ არაერთ ტრენინგში, როგორც პირადი საქმიანობის, ისე ბიზნესის მართვის კუთხით. შევკრიბეთ და გადავამზადეთ თანამშრომლები, დღესდღეობით კი „ელიზიუმი“ ქალაქში ყველასათვის განსაკუთრებულ ადგილად იქცა, რომლის არა მარტო პროფესიონალიზმი, არამედ მომსახურების ხარისხი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ მომხმარებელზე.

გვესაუბრეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, უკვე 23 წელია კოსმეტოლოგიის, 13 წელი კი ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით ვმუშაობ. მიყვარს ინდივიდუალური მიდგომა და ბუნებრივობის მაქსიმალურად შენარჩუნება პაციენტებთან. იმ რთულ პერიოდში, როდესაც ინიექციის შესწავლა დავიწყე, საქართველოში იშვიათად ტარდებოდა ტრენინგები, ამიტომ მიწევდა საზღვარგარეთ ხშირი მოგზაურობა, რათა ცოდნა გამეღრმავებინა. შესაბამისად, ყოველივე ეს ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა დაუღალავმა შრომამ და მიზნისკენ სწრაფვის სურვილმა, დანებების საშუალება არ მომცა. გავიარე არაერთი ტრენინგი საფრანგეთში, ისრაელში, შვეიცარიასა და რუსეთში, სადაც ვისწავლე როგორც პროცედურების ჩატარება, ისე მისი გვერდითი ეფექტები.

 

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?

პაციენტებს ვთავაზობთ შემდეგ პროცედურებს:

  • სახის კონტურული პლასტიკა
  • ტუჩის აუგმენტაცია
  • ცხვირის არაქირურგიული რინოპლასტიკა
  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კორექცია
  • ყვრიმალების, ნიკაპის, ყბების კორექცია შემავსებლით
  • ბოტულინოტოქსინი
  • ძაფები
  • ლიპოლიტიკი (ცხიმის დამშლელი)
  • მეზოთერაპია
  • ბიორევიტალიზაცია
  • პლაზმოლიფტინგი
  • აკნეს მკურნალობა (სახის ღრმა წმენდა, პილინგი…)
  • უსისხლო ბლეფაროპლასტიკა − ტარდება ქირურგიული ჩარევის გარეშე აპარატ Plasma Bt-ით, მცირდება თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოები, ხდება გადაჭიმვა, ნაოჭების შემცირება)
  • პიგმენტაციის მკურნალობა
  • თმის ცვენის მკურნალობა
  • ULF-Therapy (არაქირურგიული მეთოდით კანის გადაჭიმვა)
  • RF-ლიფტინგი
  • პაპილომების, კელოიდების, ნაწიბურების, ნაიარევების მოშორება

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვმუშაობ მხოლოდ იმ პრეპარატებზე, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე საუკეთესოა და გავლილი აქვს FDA-ის შემოწმება. ჩემთვის, როგორც ექიმისათვის, მნიშვნელოვანია ვიმუშავო პროდუქტით, რომელიც უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტია. შესაბამისად, მირჩევნია, პაციენტს შევთავაზო მაღალი ხარისხის პროდუქტი და ამით ის იყოს დაცული რიგი გართულებებისაგან.

გვესაუბრეთ იმ კურსებისა და კონგრესების შესახებ, რომლებშიც მიღებული გაქვთ მონაწილეობა.

როგორც უკვე აღვნიშნე, 2008 წლიდან საზღვარგარეთ გავიარე ტრენინგები: შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში, მონაკოში, ისრაელში, რუსეთსა და აშშ-ში. მონაწილეობა მივიღე 100-ზე მეტ კონგრესში, მასტერკლასსა და ტრენინგში, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია „კადავერის კურსი“, რომელიც 2018 წელს სანკტ-პეტერბურგში ჩატარდა. იგი გამოირჩევა სწავლის უნიკალური მიდგომით. მასში შედის გვამებზე პრაქტიკული მუშაობა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევიძინოთ ახალი ცოდნა ანატომიის სფეროში, გავაუმჯობესოთ ინიექციის ტექნიკა, გავეცნოთ გართულებებს და მათ პრევენციას. კომპანიების − „გალდერმასა“ და „გეას“ ორგანიზებითა და სპონსორობით, 2019 წელს უკვე მეორედ ვიყავი კადავერის კურსზე.

სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმები დიდია. მოგეხსენებათ, ესთეტიკური მედიცინა ცნობილია ინოვაციებით. შესაბამისად, ყოველ ჯერზე მიწევს სიახლის, ცოდნის დაგროვება და გაღრმავება. მაქვს გეგმები საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ უფრო ვრცლად ამ თემაზე საუბრისაგან. „თუკი იცი შენი მოწოდება, იცი, რისთვის დაიბადე, იცი, რა უნდა აკეთო… თუკი მთელი აზრით ეთანხმები ამას, მთელი შენი ძალა ამისკენ გაქვს მიმართული, მაშინ რაც უნდა მოხდეს, წინ იარე“. მეც სწორედ ამ დევიზით მივიწევ წინ და შრომისუნარიანობითა და მიზანდასახულობით, ვცდილობ, მივაღწიო სასურველ შედეგს. 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ვიქტორია ხეცაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

Facebook: Dr. Eliso Jishkariani

Instagram: dr.eliso

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილმა სასამართლოს განქორწინების მიზნით მიმართა

#OK! ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილმა სასამართლოს განქორწინების მიზნით მიმართა

August 17, 2023
#OK! დოდონა ნამორაძე საბერძნეთის ვოისის ნახევარფინალშია!

#OK! დოდონა ნამორაძე საბერძნეთის ვოისის ნახევარფინალშია!

February 20, 2023
#OK! ტესტი: გამოიცანი ქალაქი ნაძვის ხის მიხედვით

#OK! ტესტი: გამოიცანი ქალაქი ნაძვის ხის მიხედვით

January 9, 2023
#OK! ბიზნეს სელებრითი – მარიამ კვარაცხელია (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – მარიამ კვარაცხელია (ვიდეო)

November 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
#OK! „ქუთაისი 2010“  საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

#OK! „ქუთაისი 2010“ საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

July 4, 2025
#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები