24 წლის სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სახეა, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ის არა ერთი მდიდრული საცხოვრებლის მესაკუთრეა. გავრცელებული ინფორმაციით ახლა მოდელი საკუთარ პენტჰაუსს ყიდის, რომელიც 6,1 მილიონ დოლარად 2019 წელს შეიძინა.
ძვირადღირებული საცხოვრებელი ნიუ-იორკში მდებარეობს, სუპერმოდელი კი მას 6,5 მილიონ დოლარად ყიდის. პენტჰაუსი 1877 წელს აშენდა. სახლში ორი საძინებელი, ორი სველი წერტილი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და უზარმაზარი აივანია.