• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „ვუვლი“ – ყველაფერი, რაც შენს მანქანას სჭირდება

August 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ადამიანები ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ვდგებით. ცხოვრების აჩქარებული ტემპი და თავისუფალი დროის სიმცირე კი ამ ყველაფერს უფრო მეტად ართულებს. მაშინ, როდესაც სხვადასხვა პრობლემა გვექმნება, რაც ჩვენი ავტომობილის მოვლასა და შეკეთებასთანაა დაკავშირებული, ძნელად გამოვნახავთ თავისუფალ დროს და ხშირად „ხვალისთვის“ გადავდებთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ავტომობილისთვის შესაფერისი ნაწილების ძებნა ქალაქის სხვადასხვა მაღაზიაში მოგვიწევს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რამდენად ენდობიან ადამიანები ავტოსერვისებს. სწორედ აღნიშნულ თემაზე კვლევა „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ჩაატარა. კვლევის მიხედვით დადგინდა, როგორია ნდობა ავტომობილის სერვისცენტრების მიმართ.

არაბრენდულ სერვისცენტრებს ენდობა – 24%

ბრენდულ სერვისცენტრებს ენდობა – 34%

თანაბრად ენდობა ორივეს – 42%

ასევე, ბაზრის შესწავლის შედეგად გამოვლინდა მძღოლების განსაკუთრებული საჭიროებები. კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალ ინტენსიური ავტომომსახურების სერვისია :

სითხეების შეცვლა – 85%

ცვეთადი ნაწილების შეცვლა – 67%

ავტომობილის დიაგნოსტიკა – 64%

ავტომობილის შეკეთება – 48%

ქიმწმენდა – 34%

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, ვენის სადაზღვევო ჯგუფთან ერთად, ახალი, უნიკალური პლატფორმა voovly.ge შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს ავტომობილის მოვლასა და შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი.

voovly.ge-ს მომხმარებლებს აქვთ არჩევანის თავისუფლება, სასურველი მომსახურება მიიღონ როგორც ოფიციალური ავტომწარმოებლების, ასევე მულტიბრენდულ თუ არაბრენდირებულ სერვისცენტრებში. ავტოსერვისების თანამედროვე ეკოსისტემა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის მაღალპროფესიონალურ, სანდო და ექსპერტულ მომსახურებას.

ავტოექსპერტის გამოძახებასა და ნებისმიერი სერვისის მიღებას კი მარტივად, რამდენიმე დაწკაპუნებით – ვებგვერდიდან – www.voovly.ge ან მობილური აპლიკაციით voovly-ით შეძლებთ. ასევე, მარტივად დარეგისტრირდებით მხოლოდ ავტომფლობელისა და ავტომობილის მონაცემების შეყვანით, რის შემდეგაც დაგხვდებათ სერვისების ჩამონათვალი, სადაც სასურველი მომსახურების არჩევაა შესაძლებელი. თუ არ იცით, რა სჭირს ავტომობილს, ამასაც მარტივად მიუთითებთ და დიაგნოსტიკას ადგილზე, ავტოექსპერტს მიანდობთ.

 

 

რა იყო „ვუვლის“ შექმნის მიზანი?

არჩილ ბერიძე, „ვუვლის“ გენერალური დირექტორი: უპირველესად, სიღრმისეულად შევისწავლეთ ავტომფლობელების პრობლემები. კვლევით გამოვლენილი ძირითადი გამოწვევა არის უნდობლობა ხელოსნების მიმართ და ბაზარზე შესაბამისი ექსპერტების ნაკლებობა. ჩვენი მიზანი კი ამ რეალობის შეცვლა იყო. „ვუვლის“ სახით გაჩნდა ბრენდი, რომელსაც ანდობ საკუთარ ავტომობილს, ეს არის მოკლე პასუხი გრძელ პრობლემებზე.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ვუვლის“ გავლით მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის, სანდო და გამჭვირვალე სერვისი, ხოლო შეკეთების პროცესს ჩვენ გავუწევთ მეთვალყურეობას. ეს გამორიცხავს შეცდომებს. თუ ჩვენ გადმოგვაბარებთ მანქანის მოვლას, არა მხოლოდ დროს, არამედ ხარჯებსაც დაგიზოგავთ.

 

რას სთავაზობს „ვუვლი“ საზოგადოებას?

მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც გეგმიურს, ისე გადაუდებელს. დავიწყოთ სწორედ გადაუდებელი ავტოსერვისებით. შემთხვევის ადგილზე ავტოექსპერტი გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მოდის. დიაგნოსტიკის შემდეგ დამატებით ჯგუფს – სერვის ვენს იძახებს. გზებზე, 24-საათიან რეჟიმში, შესაძლებელია ისეთი მომსახურების მიღება, როგორიც არის: საწვავის ადგილზე მიწოდება, საბურავის დაბერვა/შეცვლა, ავტომობილის დაქოქვა ელექტრომაერთებელი კაბელით, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ჩაკეტილი კარის გაღება და ევაკუატორი.

თუ პრობლემის მოგვარება ადგილზე შეუძლებელი გახდა, ავტოექსპერტი, ავტომფლობელის სურვილის შესაბამისად, მანქანას სერვისცენტრში გადაიყვანს. შეკეთების პროცესსა და ზედამხედველობას პირადად გაუწევს ორგანიზაციას და ავტომობილის მფლობელს ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის.

 

ავტოექსპერტის გამოძახება და გზებზე გადაუდებელი სერვისები უფასოა „ვუვლის“ გამომწერებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი გამოწერის შემთხვევაში ავტომფლობელი არჩევანს ორ პაკეტს შორის აკეთებს:

  • ეკონომი (თვეში 15 ლარი),
  • სტანდარტი (თვეში 25 ლარი).

გამომწერები „ვუვლის“ გეგმიური სერვისებითაც ისარგებლებენ: ზეთის, ხუნდების, ცვეთადი ნაწილების შეცვლა. ავტომფლობელს დროის ხარჯვა აღარც ტექნიკური დათვალიერებისთვის მოუწევს, ამასაც ავტოექსპერტი მიხედავს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით არის შესაძლებელი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გრძელ პრობლემებს ახლა უკვე მოკლე პასუხი აქვს და ეს არის voovly.ge, ყველაფერი, რაც შენს მანქანას სჭირდება.

 

 

აღსანიშნავია, რომ „ვუვლის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლია არა მხოლოდ „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევით მოსარგებლე მომხმარებლებს, არამედ ყველა ავტომფლობელს, ეს იქნება ახალბედა მძღოლი თუ საქმიანი ადამიანი. რაც შეეხება „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევით მოსარგებლე მომხმარებლებს, ისინი სარგებლობენ „ვუვლის“ სპეციალური შეთავაზებით და გარდა იმ რისკებისა, რაც თან სდევს გზებზე გადაადგილებას და დაზღვეულია „ჯიპიაი“ ჰოლდინგის მიერ, ახლა უკვე ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული სირთულეებიც შეუძლიათ „ვუვლის“ დახმარებით თავიდან აირიდონ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! არჩევანი – გზა გამარჯვებისკენ – ნუცა შამილაძე
ინტერვიუ

#OK! არჩევანი – გზა გამარჯვებისკენ – ნუცა შამილაძე

October 10, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან
OK! მენეჯერი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 10, 2025
#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში

#OK! ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში

May 13, 2023
#OK! ირინა შეიკი რომანტიკული მოგზაურობის შემდეგ ქალიშვილთან ერთად კვლავ ნიუ-იორკში შენიშნეს

#OK! ირინა შეიკი რომანტიკული მოგზაურობის შემდეგ ქალიშვილთან ერთად კვლავ ნიუ-იორკში შენიშნეს

June 11, 2021
#OK! “ოჯახების შექმნამ სამივე ძმა პიროვნულად ნამდვილად გაგვზარდა” – ნიკ ჯონასი

#OK! “ოჯახების შექმნამ სამივე ძმა პიროვნულად ნამდვილად გაგვზარდა” – ნიკ ჯონასი

July 27, 2023
#OK! 77 წლის მაიკლ დუგლასის ელეგანტური ჩაცმულობა – ვარსკვლავი Monte Cristo-ს დაჯილდოებაზე

#OK! 77 წლის მაიკლ დუგლასის ელეგანტური ჩაცმულობა – ვარსკვლავი Monte Cristo-ს დაჯილდოებაზე

April 12, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 10, 2025
#OK! ჯორჯინა როდრიგესის და ლორენ სანჩესის „ბრილიანტების ომი“ Balenciaga-ს ჩვენებაზე

#OK! ჯორჯინა როდრიგესის და ლორენ სანჩესის „ბრილიანტების ომი“ Balenciaga-ს ჩვენებაზე

October 9, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 10, 2025
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები