• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! Allora Design – ინტერიერის დიზაინი, როგორც ხელოვნება …

July 20, 2023
საკითხავი დრო: 3 mins read

 

სახლისა თუ სხვა დანიშნულების სივრცის ინტერიერის მოწყობისას მნიშვნელოვანია საკუთარი გემოვნების ხაზგასმა, ვიზუალური ესთეტიკის და საკუთარი საჭიროებების გათვალისწინება. ამ ყველაფერის დაგეგმვასა და სისრულეში მოყვანაში კი ყველაზე კარგად ინტერიერის დიზაინერი დაგვეხმარება. OK! გაგაცნობთ ინტერიერის დიზაინის კომპანიას ,,Allora Design’’-ს, რომელიც ორი მეგობრის, კესა კვარაცხელიას და სანდრო სანდროშვილის კოლაბორაციის შედეგია.

 

 

როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

კესა: სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე,  თუმცა ამ წლების განმავლობაში ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ ყოველთვის მქონდა. ხშირად ვცვლიდი ავეჯის განლაგებას ჩემს სახლში, ვცდილობდი ახალ-ახალი დეტალების შეტანას, რადგან ვფიქრობ, რომ პატარა ნივთმა, შესაძლოა სრულიად შეცვალოს სივრცის ხასიათი. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა და გადავწყვიტე ამ პროფესიის უფრო სიღრმისეული შესწავლა და მოვძებნე შესაფერისი სასწავლებლები. თავდაპირველად გავიარე Academy of digital industries-ის ინტერიერის დიზაინერის კურსი და შემდეგ Accademia Italiana – Art, Fashion & Design დამეხმარა, რომ მთავარი გეზი ამ პროფესიისკენ მიმემართა. ბოლოს, კი ლანდშაფტის არქიტექტურითა და დიზაინითაც დავინტერესდი – California school of landscape architecture and design. დღეს კი, ეს პროფესია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

 

 

სანდრო: სწავლების პირველი საფეხური მეც სამხატვრო აკადემიას დავუკავშირე, ფაკულტეტი – ავეჯისა და ხის მხატვრული დამუშავება. ამ დროს ნაწილობრივ მიწევდა ინტერიერის დიზაინთან შეხება, რის შედეგადაც უფრო და უფრო ვინტერესდებოდი აღნიშნული სფეროთი და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ კარიერა ამ განხრით გამაგრძელებინა.

 

 

მოგვიყევით როგორია ,,Allora Design’’-ს შექმნის ისტორია?

სანდრო: აღნიშნულ სფეროში ორივე დამოუკიდებლად ვსაქმიანობდით,  ერთ დღეს კი, საქმის დიდი მოცულობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ გვეცადა კოლაბორაცია. ამ წლების განმავლობაში, დაგროვილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კარგად გამოვიყენეთ და საინტერესო თანამშრომლობა გამოგვივიდა, ეხლა უკვე ,,ალორას’’ სახელით ვქმნით საინტერესო პროექტებს.

 

 

რატომ სახელი ,, Allora’’?

კესა: სიტყვა ‘’Allora’’-ს იტალიურ ენაში ძალიან ხშირად იყენებენ, ნიშნავს – დროის ამ მომენტში. ჩავთვალეთ რომ ძალიან სასიამოვნო ჟღერადობაა აქვს. რაც შეეხება ლოგოს, მასზე დატანილია ხის მორი, რომელიც მისი ანაბეჭდიდან გამომდინარე უნიკალურობასა და ეკო მეგობრულ გარემოსთან ასოცირდება.

 

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

სანდრო: Allora Design – როგორც საქართველოში, ასევე უკვე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ასრულებს დიზაინ პროექტებს, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მიმართულებით.

ვმუშაობთ ყველანაირი კატეგორიის სივრცეზე, ესენია: საცხოვრებელი, საოფისე, კონცეპტ ბუტიკები, გასართობი, სასწავლო და გამაჯანსაღებელი ცენტრები.

დამკვეთებს ვთავაზობთ ინტერიერის დიზაინისა და სარემონტო სერვისების სრულ ჩამონათვალს, რაც მათთვის  ძალიან დიდს კომფორტს წარმოადგენს. ამასთან ერთად, ვასრულებთ ლანდშაფტის არქიტექტურისა და დიზაინის პროექტირებას, გვაქვს მებაღეობის სრული სერვისი.

 

რატომ გვჭირდება ინტერიერის დიზაინერი?

კესა: ინტერიერის დიზაინის შექმნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს საცხოვრებელ სივრცეს ეხება. ადამიანებისთვის ქმნი გარემოს, სადაც წლების განმავლობაში თავი უნდა იგრძნონ ‘სახლში’.

ხშირ შემთხვევაში დამკვეთმა არ იცის რა სურს, აქვს ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული იდეა და სწორედ ამ დროსაა საჭირო ინტერიერის დიზაინერი.

კონცეფციაზე ფიქრი ყველაზე რთული და ამასთანავე საინტერესო პროცესია. ამ დროს უნდა გაიცნო დამკვეთი, მისი მისწრაფებები, ხასიათი, გემოვნება და სხვ. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ, ინტერიერის დიზაინერს ეძლევა საშუალება მისი ცოდნა, გამოცდილება  და ფანტაზია მიამატოს არსებულ მოთხოვნებს და საბოლოო ჯამში ორივე მხარემ მიიღოს ის შედეგი, რასაც ელოდნენ.

 

 

როგორია დიზაინზე მუშაობის პროცესი?

სანდრო: საინტერესოა თვითონ  წყვილში მუშაობის პროცესიც, ბევრი იდეა ჩნდება, ასევე გვაქვს საშუალება ერთმანეთისგან ვისწავლოთ ბევრი რამ. პროექტირებას ვიწყებთ მთავარი კონცეფციის შემუშავებით, ამ დროს ვცვლით აზრებსა და იდეებს, ვფიქრობთ, ‘’ვკამათობთ’’და განვიხილავთ თითოეულ შესაძლო ვარიანტსა თუ  დეტალს.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი საინტერესოსთან ერთად, ძალიან დამღლელი და შრომატევადია, თუმცა ყველა ეს შეგრძნება მაშინ ქრება, როდესაც იღებ იმ შედეგს, რომელსაც მთელი გუნდი და დამკვეთი ასე ველოდით.

 

 

კესა: ვცდილობთ თითოეული პროექტი იყოს უნიკალური, თითოეულ მათგანს ჰქონდეს საკუთარი მკაფიო მახასიათებელი და რა თქმა უნდა, იგრძნობოდეს ჩვენი ხელწერა.

როგორც უკვე აღვნიშნე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ დეტალებს, რადგან ერთმა განათებამ ან ნივთმა, შესაძლოა სრულიად შეცვალოს სივრცის ხასიათი.

 

 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პროექტს დამკვეთის პოზიციიდანაც  შეხედო. ასევე, გაიაზრო სივრცის გეგმარება საჭიროებების მიხედვით და შეეცადო ზუსტად განსაზღვრო ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის დოზა.

 

რისგან იღებთ შთაგონებას ? ითვალისწინებთ თუ არა ტენდეციებს?

კესა: ვცდილობთ მუდმივად ვიყოთ განვითარების რეჟიმში. მსოფლიო ბაზარზე ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება ეს სფერო, სწორედ ამიტომ, არ გვაქვს მოდუნების საშუალება. ასევე, თვალს ვადევნებთ ცნობილ დიზაინერებსა და მათ ნამუშევრებს.

მთავარი შთაგონება კი, უმეტესწილად სწორედ ჩვენი მომხმარებელებია –  მათი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათი და იდეები.

 

ჩვენთვის თითოეული პროექტი სასიამოვნო და საპასუხისმგებლო გამოწვევაა. ყოველდღიურობაშიც, ნივთებსა და ფერებზე დაკვირვებისას შესაძლოა წამიერად დაიჭირო ის დეტალი, რომელსაც უკვე პროექტირებისას გამოიყენებ.

რაც შეეხება ტენდეციებს, ეს ძალიან საფრთხილო თემაა, რადგან ტრენდები მალევე კარგავს აქტუალურობას და ვერ უძლებს დროს. ვერ ვიტყვი რომ ხშირად ვიყენებთ, თუმცა თუ ეს დამკვეთის დიდ სურვილს წარმოადგენს, ვცდილობთ შევისწავლოთ თითოეული მათგანი და პროექტირებისას განსაზღვრული დოზითა და სწორი სახეცვლილებით გამოვიყენოთ.

 

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სანდრო: სექტემბრიდან ბევრი სიახლით ვუბრუნდებით აუდიტორიას. ვაპირებთ Allora Design- ის გუნდის კიდევ უფრო გაფართოებას და  ისეთი ინოვაციური სამუშაო გარემოსა და მიდგომების შექმნას, რომელიც ქართულ ბაზარზე ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

მათგან ყველაზე დიდი სიახლე კი  Allora Concept Store-ია, სადაც წარმოდგენილი იქნება საავტორო ექსკლუზიური ავეჯი, ბრენდული სანათები და კიდევ ბევრი სხვა ნივთი, რომელიც დიზაინ პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

 

 

საკონტაქტო ინფო:

ტელ: 598770037

მის: ჭავჭავაძის 37. Axis Towers

FB: :https://www.facebook.com/AlloraDesign7

Insta: https://www.instagram.com/allora.design.studio/?fbclid=IwAR21Dz9cga1qhx2VH-g9EX1WMVeIm9L_nCIGNfqiEymalcjdV07uzUxMv6g

 

ტექსტი: სოფიო მალანია

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: გამოიცანი ვარსკვლავი თვალებით

#OK! ტესტი: გამოიცანი ვარსკვლავი თვალებით

June 18, 2022
OK! ბიზნეს სელებრითი – ნინჩო ჯიბლაძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – ნინჩო ჯიბლაძე (ვიდეო)

November 18, 2023
#OK! პროფესიული საქმიანობა ტრადიციაა

#OK! პროფესიული საქმიანობა ტრადიციაა

June 12, 2025
#OK! 5 საუკეთესო ფილმი მეგან ფოქსის მონაწილეობით!

#OK! 5 საუკეთესო ფილმი მეგან ფოქსის მონაწილეობით!

May 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები