• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

July 15, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

„ცელსიუსი“ გათბობა-გაგრილების კომპანიაა, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა. ის იტალიური ბრენდის ARISTON-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. „ცელსიუსი“ აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს, რომლის მთავარი მიზანი კმაყოფილი მომხმარებელი და ხარისხიანი მომსახურებაა. აღსანიშნავია, რომ კომპანია გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობითაც და არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობს. გარდა ამისა, „ცელსიუსში“ წარმოდგენილი პროდუქცია ენერგოეფექტურია, რაც, თავის მხრივ, მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს. OK! გთავაზობთ ინტერვიუს იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ქმნიან „ცელსიუსს“ და მუდმივად ორიენტირებული არიან ზრდა-განვითარებაზე.

 

პაპუნა გელაშვილი, კომერციული დირექტორი:

„ცელსიუსი“ საკმაოდ წარმატებული კომპანია აღმოჩნდა გათბობა-გაგრილების მიმართულებით. ჩვენ შევძელით წამყვანი პოზიციების უმოკლეს დროში დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული, ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია ყველა სეგმენტისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

„ცელსიუსს“ საქართველოს მასშტაბით აქვს 8 შოურუმი, ჩვენი პროდუქცია კი წარმოდგენილია 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია მუდმივი განვითარება, რაშიც ხელს გვიწყობს პროდუქცია, რომელიც ლიდერია თანამედროვე ტექნოლოგიებში.

 

თამარ მაჩიტიძე, დირექტორი:

ჩვენმა კომპანიამ „ცელსიუსის“ სახელით განვითარება და გაფართოება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მაშინ, როცა ცნობილი მიზეზის გამო ყველაფერი დაიკეტა. რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი ასეთ დროს მუშაობა, თუმცა პანდემია მივიღეთ როგორც გამოწვევა და მუშაობა გავაგრძელეთ. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ზუგდიდსა და ბათუმში მაღაზიები ფიზიკურად მოვაწყვეთ, გავმართეთ, შეზღუდვების გამო კარი არ გაგვიღია. შეიძლება ითქვას, დისტანციურად – ტელეფონით ვმუშაობდით. მიტანის სერვისი წესების სრული დაცვით ხორციელდებოდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ შევძელით და პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო არც ერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია სამსახურიდან ან თუნდაც უხელფასო შვებულებაში.

ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მიზეზი, რამაც ასეთ რთულ პირობებში ოპერირებისა და თავის გადარჩენის საშუალება მოგვცა, არის პროფესიონალთა გუნდი „ცელსიუსის“ თანამშრომლების სახით, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თავიანთი საქმე.

 

სოფო ახალაია, მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:

„ცელსიუსში“ საქმიანობა თავიდანვე მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელად დავიწყე. საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პოზიციაა, მუდმივად უნდა გრძნობდე მომხმარებლების მოთხოვნებს.

თავდაპირველად მარკეტინგის გუნდმა ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, ლოგოსა და სლოგანის შექმნით. ჩევნი მიზანი იყო, ახალი კომპანია, რომელსაც არანაირი სტატუსი არ ჰქონდა, გაგვეცნო საზოგადოებისთვის იმ იმიჯით, რომლითაც ნებისმიერი ადამიანის გონებაში შევძლებდით შეღწევას. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ გავედით დიდ პროექტებზე.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ყველაფერი შენი შექმნილია და ხედავ ყოველდღიურად როგორ ვითარდება და პოზიციონირდება კომპანია.

მინდა აღვნიშნო, რომ „ცელსიუსისთვის“ მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მიმართულებით მრავალ პროექტში ვმონაწილეობთ.

„ცელსიუსის“ მარკეტინგის გუნდი მუშაობს კომპანიის პიარზეც და პრეტენზია გვაქვს, ვიყოთ საუკეთესო დიდ კომპანიებს შორის. გვიხარია, რომ, ბაზრის კვლევებზე დაყრდნობით, გათბობა-გაგრილების მიმართულებით ლიდერის პოზიციები გვიჭირავს, რაზეც მიღებული ჯილდოებიც მეტყველებს. ეს ყველაფერი კი იმ დიდი გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ცელსიუსის“ გუნდი ჰქვია.

 

გვანცა ბოცვაძე, ადამიანური რესურსების მენეჯერი:

„ცელსიუსის“ გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ადამიანებით, რომლებიც ღია კომუნიკაციითა და იდეების გაზიარებით ეფექტურად მუშაობენ კონკრეტულ პროექტებზე. გუნდის თითოეული წევრი ანგარიშვალდებულია შესრულებულ სამუშაოზე და კარგად იაზრებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მენეჯმენტი კი გუნდში ფუნქციურ გადანაწილებასა და შესრულებული სამუშაოების ხარისხს უზრუნველყოფს. გუნდი, რომელიც ერთობლივი მუშაობის პრინციპს იზიარებს, წარმატებასაც გუნდურად აღწევს. ეს ადამიანები ქმნიან კომპანიას, ზრუნავენ გარემოსა და ყველა იმ მომხმარებელზე, ვისთან ურთიერთობაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისასალმებელია, რომ გუნდის თითოეული წევრი ზრუნავს კომპანიის იმიჯსა და მის წარმატებაზე. კომპანიაში დასაქმებულია 120-ზე მეტი თანამშრომელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 

მარიამ ლალიაშვილი, შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი:

„ცელსიუსთან“ ჩემი თანამშრომლობა მისი დაარსების დღიდან დაიწყო, მაშინ, როცა სამუშაო სივრცეც კი არ გვქონდა და „ცელსიუსი“ პირველ ნაბიჯებს დგამდა დიდ ბიზნესში. თავდაპირველად, მეთვალყურეობის ქვეშ შესყიდვების მენეჯერის როლს ვასრულებდი, თუმცა ძალიან მალე, ჩემი მონდომებისა და ინტერესის გამოვლენის შედეგად, „ცელსიუსმა“ შესაძლებლობა მომცა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია დამეკავებინა. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ კომპანია საკუთარ კადრებში უნდა ეძებდეს საჭირო უნარებს და ხშირ შემთხვევაში ეს ამართლებს.

„ცელსიუსი“ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და შესაბამისად ყოველდღიურად სრულიად განსხვავებული კულტურის ადამიანებთან მიწევს კომუნიკაცია. მათი სამუშაო სტილიც სხვადასხვაა და მიწევს შევიცნო ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის კორპორაციული კულტურა და ინდივიდუალურად მივუდგე საკითხებს. დამეთანხმებით, რომ ჩინეთის 24/7-ზე მუშაობასა და იტალიის მკაცრად განსაზღვრულ სამუშაო საათებს შორის ოქროს შუალედის განსაზღვრა არ უნდა იყოს მარტივი გამოწვევა.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე
ინტერვიუ

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

May 6, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! LAPPETIT- ადგილი, სადაც თითოეული ტორტი ხელოვნების ნიმუშია
ინტერვიუ

#OK! LAPPETIT- ადგილი, სადაც თითოეული ტორტი ხელოვნების ნიმუშია

April 30, 2025
#OK! დეველორის კვლევა L&D Kaleidoscope – სწავლებისა და განვითარების 2025 წლის ტრენდები
Uncategorized

#OK! დეველორის კვლევა L&D Kaleidoscope – სწავლებისა და განვითარების 2025 წლის ტრენდები

April 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Victoria’s Secret-ის ლეგენდარული ანგელოზები ისტორიაში პირველად კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდის კამპანიაში

#OK! Victoria’s Secret-ის ლეგენდარული ანგელოზები ისტორიაში პირველად კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდის კამპანიაში

April 5, 2022
#OK! House Of Gucci-ის ვარსკვლავების კიდევ ერთი გლამურული გამოჩენა ფილმის ლოს ანჯელესურ პრემიერაზე

#OK! House Of Gucci-ის ვარსკვლავების კიდევ ერთი გლამურული გამოჩენა ფილმის ლოს ანჯელესურ პრემიერაზე

November 19, 2021
#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის

#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის

September 16, 2024
#OK! “მან დაბადების დღე მოკრძალებულად გაატარა” – როგორ აღნიშნა ჯენიფერ გარნერმა 50 წლის იუბილე

#OK! “მან დაბადების დღე მოკრძალებულად გაატარა” – როგორ აღნიშნა ჯენიფერ გარნერმა 50 წლის იუბილე

April 18, 2022

კვირის ჰიტები

OK! მასპინძელი – ლემონსი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 6, 2025
#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

May 6, 2025
#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

May 6, 2025
OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები