თუ ინგლისური ენის შესწავლა გადაწყვიტეთ და ჯერაც არ აგირჩევიათ სასწავლო ცენტრი, მაშინ “ბექას სკოლის” შესახებ მოგიყვებით. ეს არის სივრცე, სადაც სტრესის ადგილი არ არის! აქ არავინ დაგაძალებთ დავალების შესრულებას. “ბექას სკოლა” გთავაზობთ სხვადასხვა კურსებს, სადაც შეგიძლიათ სწავლა პრაქტიკული სავარჯიშოებით და თანამედროვე მეთოდით, რაც ეხმარება ადამიანს ენა გაცილებით მარტივად ისწავლოს და თავისუფლად ისაუბროს ინგლისურ ენაზე. სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი უცხოელი და ქართველი მასწავლებლები, სხვადასხვა მხიარული აქტივობები – აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სწავლა იყოს სასიამოვნო პროცესი და არა – მოსაწყენი და სტრესული რუტინის ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ “ბექას სკოლა” გამოირჩევა მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით და დაინტერესებულ პირებს ხშირად სთავაზობს უფასო აქტივობებს, როგორც სკოლის სივრცეში, ისე ონლაინ.
ამჟამად “ბექას სკოლა” ახალ კურსს იწყებს მოზარდებისთვის. ამ და სხვა საინტერესო თემებზე უფრო ვრცლად “ბექას სკოლის” დამფუძნებლები – ბექა ბერიკაშვილი და ნატალი ქენქაძე ბექას სკოლის ისტორიულ შენობაში, გალაკტონ ტაბიძის 18-ში გვესაუბრნენ.
რა იყო “ბექას სკოლის” შექმნის მიზანი?
ბექა: ჩემი და ჩემი დიდი ხნის მეგობრის, ნატალის დიდი ხნის სურვილი იყო ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლის დაარსება. “ბექას სკოლა” შეიქმნა 7 წლის წინ, როდესაც მე და ნატალიმ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც განსხვავებულ სწავლების მეთოდს შესთავაზებდა საზოგადოებას. გვინდოდა ნაკლებად აკადემიური ცენტრის შექმნა, სადაც უფრო ლაღი და მეგობრული გარემო იქნებოდა. ჩვენი მიზანი იყო, ადამიანებს ინგლისური ენა ესწავლათ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
თავდაპირველად 2 მასწავლებლით და 60-მდე მოსწავლით დავიწყეთ. მას შემდეგ 3 სივრცე გამოვიცვალეთ, ნელ-ნელა განვვითარდით და დღეს უკვე 400-450 რეგულარული მოსწავლე და 30-მდე მასწავლებელი გვყავს.
ჩვენი გუნდი ჩვენი დიდი მონაპოვარია, რაც ჩვენს შიდა ორგანიზაციულ კულტურაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.
რა კურსებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ ადამიანებს?
ბექა: Ჩვენი ორი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კურსია ზოგადი ინგლისურის და ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსები.
Ზოგადი ინგლისურის კურსი ორიენტირებული ენის ცოდნის გაღრმავებაზე ყველა კომპონენტის გათვალისწინებით – Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary. მას უცხოელი (native speaker) და ქართველი მასწავლებლები პარალელურად უძღვებიან. ქართველი მასწავლებელი გრამატიკულ ნაწილს ასწავლის და ქართულ ენაზე ხსნის გრამატიკულ წესებს და ნორმებს, სტუდენტი მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში უკვე უცხოელ მასწავლებელთან იყენებს და ეს გაკვეთილები სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მსგავსი კომბინირებული მიდგომა მაქსიმალურად ზრდის სტუდენტის როგორც ცოდნის დონეს, ისე მის თავდაჯერებულობას ინგლისურენოვან გარემოში.
ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსი კონკრეტულად საუბარზე ორიენტირებული კურსია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას სურს მოკლე დროში ალაპარაკდეს ინგლისურად, სასაუბრო ინგლისურის კურსი ჩვენი ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. აღნიშნული კურსი ორიენტირებულია იმაზე, რომ პასიური ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს მოსწავლემ და შეძლოს თავისი ცოდნის დონის შესაბამისად საუბარი.
მთავარია ინგლისური ენის სწავლის სურვილი და ჩვენთან ყველა იპოვის მისთვის მოსახერხებელ კურსს, რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულად სწავლობს უცხო ენას, ჩვენ კი ვცდილობთ მათ მოვერგოთ, რასაც ჩვენი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა და უშუალო გარემოც მოწმობს.
გარდა ამისა, პირველად გვაქვს მოზარდებისთვის განკუთვნილი კურსიც, რომელიც მორგებულია მათ საჭიროებებზე. Აღნიშნული კურსი უფრო მეტად მოიცავს მხიარულ აქტივობებს – ქვიზებს, სამაგიდო თამაშებს და სხვ. კურსის შექმნისას ჩვენი მიზანი იყო, რომ თინეიჯერებისთის ნაკლებად სტრესული გარემო და სახალისო სწავლება შეგვეთავაზებინა, რადგან ვფიქრობთ, რომ სტრესი სკოლაშიც არ აკლიათ.
Ნატალი: გარდა სკოლაში მიმდინარე კურსებისა, “ბექა სკოლა” ასევე სთავაზობს კომპანიებს და ორგანიზაციებს კორპორაციულ სერვისს, რაც მოიაზრებს მათი თანამშრომლებისთვის ინგლისურის სწავლებას. ჯერ ვიგებთ, თუ რა მოთხოვნები და საჭიროებები აქვს ორგანიზაციას, შემდეგ კი ვთავაზობთ მათთვის შესაფერის კურსს ან კურსების ადაპტირებულ ვერსიას მათი სურვილების გათვალისწინებით.
Თანამშრომლობის პერიოდში მუდმივ კონტაკტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, ვაწვდით მათ ყოველთვიურ რეპორტებს თავისი თანამშრომლების პროგრესის და დასწრების შესახებ, ვცვლით უკუკავშირებს და ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, რომ დასახულ მიზნებს დროულად და ეფექტურად მივაღწიოთ.
Გარდა აღნიშნული ფასიანი სერვისებისა, ჩვენთვის მნშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და სწორედ მის ფარგლებში, ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანებს ინგლისური ენის უფასოდ შესწავლაში. ამისთის სხვადასხვა გზებს მივმართავთ, როგორიცაა სტიპენდიის პროგრამა, უფასო ინგლისურენოვანი კლუბები, ვოდეოგაკვეთილები და ა.შ.
Სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდება ინგლისური ენის შესწავლა, თუმცა ამ ეტაპზე არაქვთ საჭირო ფინანსები (სტიპენდიის სააპლიკაციო ფორმა ჩვენს საიტზეა განთავსებული).
ასევე, გვაქვს უფასო ინგლისურენოვანი კლუბები, “მშვიდობის და ინტეგრაციის საერთაშორის ცენტრთან” პარტნიორებით, რომელსაც ჩვენი უცხოელი მოხალისეები უწევენ ორგანიზებას. კლუბები სრულად ინგლისურენოვანია და მისი მიზანია, დავეხმაროთ ენის შესწავლის მსურველებს ცოდნის ამაღლებასა და დახვეწაში. ამჟამად, ჩვენი კლუბები აერთიანებს – სასაუბრო ინგლისურის, სამაგიდო-თამაშების, ვორქშოფების, იმპროვიზაციის თეატრის, “მაფია საღამოების” და სხვა სახალისო კლუბებს.
Მათ შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. ამასთან, კინო-თეატრ “ამირანთან” ერთად, 6 თვის წინ დავიწყეთ უფასო კინოკლუბი, რომელსაც კანადელი რეჟისორი – ტობი ანდრისი მასპინძლობს. კინოჩვენების შემდეგ ყოველთვის მიმდინარეობს დისკუსია ინგლისურ ენაზე ჭიქა ღვინოსთან ერთად, თავისუფალ ფორმატში.
Გარდა ამისა, მუდმივად ვწერთ უფასო ვიდეო-გაკვეთილებს და დავიწყეთ რუბრიკა “ფორმულას” დილის გადაცემაში, სადაც ყოველ ხუთშაბათს, ბექა აძლევს რჩევებს ინგლისური ენის სწავლით დაინტერესებულ ადამიანებს, თუ როგორ განივითარონ ენის ცოდნა.
რა გამოგარჩევთ ბაზარზე არსებული სხვა ცენტრებისგან?
ბექა: უპირველესად ეს არის გარემო, რომელიც არის ნაკლებად აკადემიური და ნაკლებად სტრესული. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სიამოვნებდეთ უცხო ენის სწავლა. არ ვართ მკაცრები, პირიქით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მეგობრული მიდგომით შევაყავროთ მათ სწავლა, სწორედ ამიტომ ვახვედრებთ მყუდრო, კომფორტულ და ფერად გარემოს. ასევე, ვიდეო კონტენტი ჩვენი ერთგვარი ხელწერაა.
Გარდა ამისა, ჩვენ გვყავს უცხოელი მასწავლებლების დიდი გუნდი სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენია – ამერიკა, ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკა. რა თქმა უნდა ქართველი მასწავლებლებიც გვყავს, თუმცა უმრავლესობა არის native speaker, ვისთვსიაც ინგლისური ენა არის მშობლიური.
ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება ინგლისურ ენასთან, ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საკომუნიკაციო ენა, ეს არის განათლების მიღების, დემოკრატიული ფასეულობების გაზიარების და განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების საშუალება, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. Აღსანიშნავია ჩვენი სკოლის ლოკაციაც, რომელიც არის სოლოლაკში, ლამაზ და ისტორიულ შენობაში, მარტივად მისადგომი ყველანაირი საჯარო ტრანსპორტით (გ. Ტაბიძის 18).
გვესაუბრეთ “ბექას სკოლის” გუნდზე
ნატალი: ვფიქრობ, რომ კარგი გუნდის გარეშე ხარისხიანი პროდუქტის შექმნა შეუძლებელია. ამიტომ ძალიან ფრთხილები ვართ ჩვენი გუნდის წევრების შერჩევის პროცესში. გარდა კონკრეტული უნარებისა, რაც უნდა ქონდეს თანამშრომელს გარკვეულ პოზიციაზე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პიროვნული ფასეულობების თანხვედრა კომპანიასთან.
Ძალიან გვეამაყება ჩვენი გუნდის თითოეული წვერი, როგორც ადმინისტრაცია, ისე მასწავლებლები. ძალიან შეკრული და მხიარული გუნდი ვართ, ინდივიდუალურები, თუმცა საერთო ფასეულობების გარშემო გაერთიანებულები. გავქვს კომფორტული სამუშაო გარემო, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია თანამშრომლების კარგად ყოფნაზე და ჰორიზონტალური მენეჯმენტის სტრუქტურა, სადაც ყველას აზრი ფასეულია.
სამომავლო გეგმები
ნატალი: აქამდე მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს ვასწავლიდით, თუმცა სექტემბრიდან ვიწყებთ ზოგადი ინგლისური კურსს მოზარდებისთვის. კურსზე რეგისტრაცია უკვე გამოვაცხადეთ, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და სასწავლო პროცესი 11 სექტემბერს დაიწყება. დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე და სოციალურ არხებზე.
Გარდა ამისა, შემოდგომისთვის ვგეგმავთ ინგლისურის გრამატიკის წიგნის გამოცემას, რომელზეც დაახლოებით 5 წელია მიმდინარეობს მუშაობა.
ვცდილობთ, ინგლისურის სწავლით დაინტერესებულ ადამიანებს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები, ასე რომ გვადევნეთ თვალი ჩვენს Facebook, Instagram და Tik-Tok გვერდებზე.
საკონტაქტო ინფო:
Მის: გ.ტაბიძის 18, ქ.თბილისი
Მეილი: [email protected]
Ტელ: 574 77 44 55