• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად

June 5, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირები რუსთავი 2 -ის სახეები, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ტელეწამყვანები – ნინუცა ორჯონიკიძე და ვახო კანდელაკი არიან. ნინუცას და ვახოს კულინარიული შეჯიბრი, ტრადიციულად „ნიკორას“  უგემრიელესი ხორცპროდუქტეულისგან სენდვიჩებისა და ჰოთდოგების მადის აღმძვრელი, ლამაზი დაფის აწყობას მოიცავდა.

ნინუცამ  მაღალი და განსაკუთრებულად ნოყიერი სენდვიჩის მოსამზადებლად ხრიკსაც კი მიმართა, ფენები ხის ჯოხებით გაამყარა და მართლაც შთამბეჭდავი სენდვიჩი წარმოგვიდგინა. თუმცა, მეორე ეტაპზე შეჯიბრი უკვე მეგობრულ კულინარიულ ფუსფუსად გადაიქცა და ცნობილმა ტელესახეებმა ერთად მოამზადეს მადის აღმძვრელი დაფა ჰოთდოგებისგან, რომლის დრესინგის რეცეპტსაც ვახო ინტერვიუში გაგიმხელთ.

 

ნინუცა, გურმანი ხართ?

ალბათ ზომიერად გურმანი ადამიანი ვარ. ძალიან გემრიელი ჭამა მიყვარს. მხოლოდ მაშინ ვიღებ სიამოვნებას, როცა კერძი მართლა ძალიან გემრიელია.

 

რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

(ნინუცა): ქართული სამზარეულოდან ცალსახად ხინკალი, ჩემთვის უკონკურენტოა. ტოპ-ხუთეულების შედგენა არ მიყვარს, მაგრამ ამ კუთხით თუ მივუდგებით, მიმდინარე სეზონზე ჩემი საყვარელი კერძია რავიოლი ტრუფელით. ასევე, ძალიან მიყვარს კარგი სტეიკი და გემრიელი სენდვიჩები, რომელსაც ხშირად ვჭამ. გაგეცინებათ და ყიყლიყო მიყვარს ძალიან, კიდევ ლობიო და ლობიანი.

 

(ვახო): მიუხედავად იმისა, რომ დიდი შეხება მაქვს კვებასა და გასტრონომიასთან, არცთუ ისე ძალიან მიყვარს ჭამა. როცა ჩემს მომზადებულს მიირთმევენ, უფრო მეტად მსიამოვნებს, ვიდრე თავად რომ ვჭამ საკუთარ მომზადებულს. ჩემთვის ყველაზე გემრიელი კერძი ხინკალია. იმდენად პრეზენტაბელურია ხინკალი, რომ არა მხოლოდ ქართველებისთვის, ზოგადად, ყველასთვის, უცხელებისთვისაც ძალიან მისაღები და გამორჩეულად გემრიელი კერძია. ხინკალი და ხაჭაპური ძალიან მიყვარს.

 

 

ხორცი თუ ბოსტნეული?

(ნინუცა): ბოსტნეული.

(ვახო): ხორცი. ძალიან მიყვარს ხორცპროდუქტები.

ვახო, მოდი,  ჩვენს მკითხველს გაუზიარეთ იმ დრესინგის რეცეპტი, რომელიც დღეს სოსისებისგან მადის აღმძვრელი ჰოთდოგების დამზადების დროს გამოიყენეთ.

(ვახო): დიდი სიამოვნებით. დრესინგი მაიონეზით, მდოგვით, მჟავე კიტრითა და მწვანე ზეთისხილისგან გავაკეთე.

 

თქვენი აზრით, რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე გემრიელად?

(ვახო): გამიჭირდება პასუხის გაცემა. ამბობენ, რომ ყველაზე კარგად ვაკეთებ ჩაქაფულს. მე ვამზადებ ტრადიციულ, ქართულ ჩაქაფულს. თავადაც მიყვარს და ამიტომ ყოველთვის ვაკეთებ ჩაქაფულს ხბოსგან. ჩემი მეგობრები და შეფები სულ მსაყვედურობენ, რომ არასათანადოდ ვაფასებ ბატკნის ხორცს, რითაც ძირითადად კეთდება ჩაქაფული. მე არ მიყვარს და არ ვჭამ ბატკანსა და ცხვარს.

 

 

ნინუცა, თქვენ თუ გიყვართ სამზარეულოში ფუსფუსი?

არა, არ მიყვარს. პრაქტიკულად ჭამასაც კი ძლივს ვახერხებ დღის განმავლობაში და თავისთავად დროც არ მაქვს იმისთვის, რომ კერძები ვაკეთო. დროის დეფიციტის გამო, ვერ ვახერხებ. ხანდახან, დილას თუ ათიოდე თავისუფალი წუთი გამომიჩნდა, ვაკეთებ სმუზს, რადგან ძალიან მიყვარს. თუმცა, როცა ჩემთვის საყვარელი და ძვირფასი სტუმრები მოდიან, მათთვის სიამოვნებით ვტრიალებ სამზარეულოში და საკუთარი ხელით  ვუმზადებ კერძებს. ამბობენ, რომ კარგი ხელი მაქვს. ხომ ასეა, ვახო?

(ვახო): ვადასტურებ, რა თქმა უნდა. გადასარევად გამოგდის კერძების მომზადება.

 

როგორ იწყება თქვენი დღე? საუზმეს თუ მიირთმევთ?

(ვახო): სამწუხაროდ, არ მაქვს საუზმის კულტურა და ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კვება მაქვს რეჟიმიდან ამოგდებული, უდროობის გამო. დილას ყოველთვის ყავით ვიწყებ, ოღონდ გამორიცხულია, ტკბილი  მივაყოლო. არ მესმის ადამიანების, რომლებიც დილას ტკბილეულის მიღებით იწყებენ. არც არის რეკომენდებული, რომ დილა შაქრის მიღებით დავიწყოთ, რადგან ორგანიზმი თითქოს ფხიზლდება, მაგრამ ეს მხოლოდ ემოციის დონეზე ხდება. სჯობს, რომ დილას შაქარი არ მივიღოთ. ორმაგი უშაქრო ესპრესოთი ვიწყებ დღეს.

(ნინუცა): მეც ყოველთვის უშაქროდ ვსვამ ყავას და მიმაჩნია, რომ მასზე შაქრის მიკარება ყავის შეურაცხყოფაა. სამწუხაროდ, საუზმის დრო თითქმის არასდროს მაქვს.  ხშირად ლანჩსაც კი ვერ ვასწრებ, ამიტომ სულ მაქვს ჩანთაში შოკოლადი,  რომელიც მსგავს მომენტებში კარგი გამოსავალია.

 

 

რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად? 

(ნინუცა): ქართული, ცალსახად. ასევე, ძალიან მიყვარს აზიური სამზარეულო. სიამოვნებით მივირთმევ ბოსტნეულით მომზადებულ ცხარე კერძებს, მაგალითად, ტომიამის.

(ვახო): მე ესპანური, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო მიყვარს, ზღვის პროდუქტები და ხორცპროდუქტები.

 

 

მოდი, ისიც გვითხარით, რომელ კერძს არ გასინჯავდით არასდროს?

(ნინუცა): ბაყაყს დავასახელებ.

(ვახო): ბევრი რამ მაქვს გასინჯული, მათ შორის, ბაყაყი, გველის ხორცი და დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ. არასოდეს გავსინჯავ, მაგალითად, ტარაკანს, მწერებს, ჩემთვის ეს საკვები არ არის და მათში ვერ ვიგრძნობ გემოვნურ თვისებებს. რა თქმა უნდა, ვერასდროს შევჭამ ძაღლის ხორცს. სხვა დანარჩენი კერძების მიმართ დემოკრატიული მიდგომა მაქვს და სიამოვნებით გავსინჯავ.

 

 

ასევე, ნახეთ:

OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად

 

ასევე გაეცანი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან
OK! მენეჯერი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით მოსის 18 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი ბრიტანული Vogue-ისთვის

#OK! ქეით მოსის 18 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი ბრიტანული Vogue-ისთვის

May 12, 2021
#OK! მე ჩემი პროფესია უსასრულოდ მაბედნიერებს – ბედნიერების ელჩი…

#OK! მე ჩემი პროფესია უსასრულოდ მაბედნიერებს – ბედნიერების ელჩი…

June 5, 2021
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი ASAP Rocky-ს სახლის დატოვებისას შენიშნეს!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი ASAP Rocky-ს სახლის დატოვებისას შენიშნეს!

May 28, 2021
მაია მალიანოვა – ბუნებრივი ტრანსფორმაციის ხელოვნება ესთეტიკურ მედიცინაში

მაია მალიანოვა – ბუნებრივი ტრანსფორმაციის ხელოვნება ესთეტიკურ მედიცინაში

November 6, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები