• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ფილიგრინი – პრემიალური ხაზის პროექტი „თეთრი კვადრატისგან“ − ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობისთვის

November 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მალე თბილისს კიდევ ერთი გამორჩეული, საცხოვრებელი ადგილი შეემატება. „ფილიგრინი“ პრემიული ხაზის პროექტია „თეთრი კვადრატისგან“. ადგილი ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობისთვის, სადაც მხოლოდ 80 მობინადრე დაიდებს ბინას.

თანამედროვე ცხოვრების ენერგიულ რიტმში რთულია იპოვოთ ადგილი, სადაც ქალაქის ხმაურს დააღწევთ თავს და ბუნების სიმშვიდით დატკბებით. დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად ისეთი გარემო სჭირდებათ, სადაც თავს იგრძნობენ მშვიდად და ჰარმონიულად საკუთარ თავთან და ბუნებასთან. „ფილიგრინის“ იდეაც სწორედ ესაა − იცხოვრო ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს, სადაც ფილიგრანული სიფაქიზით იქნება შერწყმული ადამიანისა და ბუნების თანაარსებობა. უფრო მეტს „ფილიგრინის“ შესახებ „თეთრი კვადრატის“ გენერალური დირექტორი − შორენა დარჩიაშვილი გვიამბობს.

როგორ გაჩნდა „ფილიგრინის“ შექმნის იდეა და რომელი კონცეფციის მატარებელია სახელი „ფილიგრინი“?

როგორც მოგეხსენებათ, „ფილიგრინი“ შენდება გიორგი დანელიას ქუჩაზე, საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან 700 მეტრში. პირველად, როდესაც ამ ადგილზე მოვხვდი, ძალიან სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

ქალაქის ცენტრში ვიპოვეთ ადგილი, საოცარი ხედებით მთაწმინდისა და წყნეთის მთებზე, ჩავისუნთქეთ თბილისში შემომავალი სუფთა ჰაერის ნაკადები, რომელიც ნაფეტვრებიდან წყნეთის ხეობას მოჰყვება.

აღფრთოვანებულები და ინსპირირებულები დავბრუნდით ოფისში. მაშინვე გადაწყდა, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც უნდა განგვეხორციელებინა ჩვენი ახალი, პრემიული ხაზის პროექტი.

ასეთივე აღფრთოვანებას გამოხატავენ ჩვენი მომავალი მობინადრეები, როდესაც ამ ადგილს სტუმრობენ.

მსგავსი ტიპის საცხოვრებელ სახლებზე მუდამ იყო მოთხოვნა ბაზარზე, ამ მოთხოვნას პანდემიის შემდგომმა პერიოდმა მეტი აქტუალურობა შესძინა. უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სურვილი ეძებოს საცხოვრებელი გარემო ქალაქის შემოგარენში. აღსანიშნავია, რომ ქალაქგარეთ ცხოვრება ბევრ ლოგისტიკურად რთულ საკითხთან არის დაკავშირებული.

„ფილიგრინი“ კი მხოლოდ 7 წუთით არის დაშორებული ვაკე-საბურთალოს გზიდან.

„ფილიგრინი“ არის იდეა და შესაძლებლობა, ქალაქის ხმაურსა და თანამედროვე რიტმში ვიპოვოთ ადგილი ქალაქის ცენტრში, რომელიც ყოველ საღამოს შინ მისვლისას განსხვავებული სიმშვიდით გაჯერებულ რეალობაში გადაიყვანს ჩვენს მობინადრეებს. ეს არის ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის შესაფერისი ადგილი და პროექტი.

პროექტის კონცეფციაზე და არქიტექტურაზე ფიქრის დროს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად დალაგდა, როდესაც მივაგენით სახელ „ფილიგრინს“.

სიტყვა „ფილიგრანი“ ოქროსა და ვერცხლის მავთულისაგან შექმნილ საოქრომჭედლო ნაკეთობას ნიშნავს, რაც თავისი ხლართულობით მაქმანს მოგვაგონებს. სტილიზებულად კი, პროექტს „ფილიგრინი“ (Feel the green – „შეიგრძენი სიმწვანე“) დავარქვით, რათა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი მწვანე გარემოსა და ბუნებასთან სიახლოვისთვის.

ფილიგრანულ ხელოვნებას პროექტის არქიტექტურულ გადაწყვეტაშიც მარტივად ამოიკითხავთ, მეტალის „ნაქსოვი“ საჩრდილობლების სახით.

როგორც პროექტის შინაარსი, საკომუნიკაციო კონცეფცია დაეფუძნა 5 ძირითად შეგრძნებას: მხედველობა, სმენა, შეხება, სუნი და გემო. შეიგრძენი სიმწვანე, სიმსუბუქე, სიმშვიდე, მთის ჰაერი, მდინარის ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი.

როგორი იქნება „ფილიგრინის“ ინფრასტრუქტურული ნაწილი?

„ფილიგრინში“ 6 სართულია. ჯამში 80 ბინაა, სართულზე კი მხოლოდ 3 მეზობელი. არქიტექტურული კონცეფცია პროექტზე მუშაობის დროს დაიხვეწა. ამ პროექტის ავტორია კომპანია Dephani AD. სამხრეთ მხარეს, ყველა ბინას აქვს ღია ვერანდა და გახსნილი ვიტრაჟები. შესაბამისად, საერთო ოთახი იქნება თუ საძინებელი, მთლიანად გახსნილია ამ ხედისა და შუქის მისაღებად.

ჯანსაღ გარემოსთან ერთად, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი. „ფილიგრინის“ ნაფიქრი გარემო აერთიანებს სივრცეებს, რომლებიც მორგებულია მცხოვრებლების საჭიროებებზე: საბავშვო მოედანი, სტადიონი, ჩოგბურთის კორტები, ღია აუზი.

პროექტი მობინადრეებს 2024 წელს ჩაბარდებათ.

პროექტის დასრულების შემდეგ, „თეთრი კვადრატი“ უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლა-პატრონობის ორგანიზებას.

მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიაზე თბილისის მერიის მიერ მოხდება ორმხრივი გზის მოწყობა, ასევე, მოეწყობა თბილისის პარკირება. გარდა ამისა, გრძელდება საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რაც ჩვენი მობინადრეებისთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის გადაადგილებას.

მთავარი ღირებულება, რომელსაც „ფილიგრინი“ ატარებს…

„ფილიგრინი“− ეს არის საცხოვრებელი ადგილი ქალაქის ცენტრში და ამავდროულად, ბუნებასთან ახლოს − ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობისთვის.

სიტყვა „თანაარსებობა“ თავის თავში გულისხმობს თანაბარ გარემოს, სადაც ადამიანიცა და ბუნებაც თანაბრად პრიორიტეტულია.

„ფილიგრინი“ ზუსტად ასეთი იდეალური თანაარსებობისთვის არის შექმნილი. დღეს ადამიანებისთვის მხოლოდ ფიზიკური კომფორტი აღარ არის საკმარისი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ფილიგრინი“ არის ცხოვრების ახლებური სტანდარტი.

იცხოვრე „ფილიგრინში“− შეიგრძენი სიმწვანე, სიმშვიდე, მთის ჰაერი და მდინარის ხმა ქალაქის ცენტრში.

„ფილიგრინი“ გამორჩეული და განსაკუთრებული პროექტია „თეთრი კვადრატის“ გუნდისთვის.

ამ პროექტზე მუშაობისას სწორედ ამ გამორჩეულ და განსაკუთრებულ მიდგომას ვიყენებთ.

დარწმუნებული ვართ, პროექტის მდებარეობის, კონცეფციისა და ჩვენი მონდომების შედეგად, თბილისს გამორჩეული და ყველასათვის სასურველი საცხოვრებელი ადგილი შეემატება.

ტექსტი: სალომე სიხარულიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ინდივიდუალური სამოსი ნათია კიკნაძისგან
ინტერვიუ

#OK! ინდივიდუალური სამოსი ნათია კიკნაძისგან

June 8, 2023
#OK! ბუტიკი Mk sparkle სტილი, როგორც ვიზუალური მეტყველების საშუალება
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი Mk sparkle სტილი, როგორც ვიზუალური მეტყველების საშუალება

June 8, 2023
#OK! ქუთაისური ესთეტიკა
ინტერვიუ

#OK! ქუთაისური ესთეტიკა

June 8, 2023
#OK! Tekko Vardanidze Atelier – სამოსი, რომელიც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს
ინტერვიუ

#OK! Tekko Vardanidze Atelier – სამოსი, რომელიც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს

June 8, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! “ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ყველაფერი უნდა შევძლო, ასეთია ჩემი ფსიქოლოგია“ – ენდრიუ გარფილდი

#OK! “ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ყველაფერი უნდა შევძლო, ასეთია ჩემი ფსიქოლოგია“ – ენდრიუ გარფილდი

August 20, 2022
#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად

#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად

June 10, 2022
#OK! პამელა ანდერსონის თვალისმომჭრელი იმიჯი – 54 წლის ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა ვაჟიშვილთან ერთად

#OK! პამელა ანდერსონის თვალისმომჭრელი იმიჯი – 54 წლის ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა ვაჟიშვილთან ერთად

March 31, 2022
#OK! ქლოე კარდაშიანი დაინიშნა? რა ხდება ვარსკვლავსა და ტრისტან ტომფსონს შორის?

#OK! ქლოე კარდაშიანი დაინიშნა? რა ხდება ვარსკვლავსა და ტრისტან ტომფსონს შორის?

March 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „როცა ფოტოაპარატს ხელში ვიღებ, სულ სხვა სამყაროში ვხვდები“

#OK! „როცა ფოტოაპარატს ხელში ვიღებ, სულ სხვა სამყაროში ვხვდები“

June 8, 2023
#OK! პირველი სავახშმო თეატრი და კულტურული ატრაქცია საქართველოში – მულტიფუნქციური სივრცე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის

#OK! პირველი სავახშმო თეატრი და კულტურული ატრაქცია საქართველოში – მულტიფუნქციური სივრცე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის

June 5, 2023
#OK! ქუთაისში დაბადება დიდი გამართლებაა

#OK! ქუთაისში დაბადება დიდი გამართლებაა

June 5, 2023
#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×