• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Kids

#OK! მეტი ღიმილისთვის

მაისი 31, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა სურთ ბავშვებს ბედნიერებისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამი შვილის დედა გავხდი. რა დგას ბავშვების ღიმილის უკან? − ალბათ, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული. არაფერია იმაზე ღირებული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანური ურთიერთობებია. ევროვიზიაზე ყველას გვახსოვს ნიკო ქაჯაიას სიმღერა, რომელსაც ასეთი ფრაზები სდევდა: „მეტი ღიმილი“… ჰოდა, მეტი ღიმილია საჭირო. მეტ ღიმილს კი, მეტი სიყვარული სჭირდება. ჩვენ, უფროსმა ადამიანებმა, უნდა შევძლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს უზრუნველი ბავშვობა ვაჩუქოთ, რადგან ყველანი საკუთარი ბავშვობიდან მოვდივართ. მანამდე კი, გთავაზობთ ინტერვიუს მომღერალთან და მსახიობთან − ნიკო ქაჯაიასთან.

ნიკო, დღეს რას საქმიანობ?

ამ ეტაპზე ახალ სიმღერებს ვსწავლობ და ვემზადები მომავლისთვის. კიდევ, მსახიობი ვარ „მუსიკის ჰანგებში“.

როგორ მოხვდი სპექტაკლში და რამდენად მოგწონს შენი თავი თეატრში?

მანანა მორჩილაძემ მომიყვანა თეატრში. „რანინაში“ ვინც ვიყავით, იმ ბავშვების ნაწილი ჩავერთეთ ამ სპექტაკლში და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ბევრ სხვადასხვა რამეს ვსწავლობ: მსახიობობას, სიმღერას, მოძრაობებს. ყველაზე მეტად მაყურებელი, ცოცხალი აუდიტორია რომ არის, ეგ მომწონს.

მუსიკალური მიმართულებით უნდა ველოდოთ სიახლეს?

ფორტეპიანოზე მესამე კლასში გადავედი. ბევრს ვმეცადინეობ ვოკალური მიმართულებითაც. ყოველთვის ვუყურებ სხვადასხვა პროექტს და მინდა სხვა კონკურსებშიც მივიღო მონაწილეობა.

შენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, ოჯახზე როგორ საუბრობდი. რას ნიშნავს შენთვის ოჯახი?

ჩემთვის ოჯახი ყველაფერს ნიშნავს. ისინი მეხმარებოდნენ ყველაფერში. ოჯახი არის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვარ და ყველას ვუყვარვარ.

დედა…

დედიკო ძალიან, ძალიან კარგი გოგოა. უპირველესად, ჩემნაირად კარგად იცის სიმღერა. ყოველთვის მეხმარებოდა, მამეცადინებდა და მგულშემატკივრობდა. ჩემი დიდი მეგობარია.

ე.ი. სიმღერის ნიჭი დედიკოსგან გაქვს?

კი, დედასგან. მას ბებოსგან და ასე…

სკოლაში რომელიღაც საგანი განსაკუთრებულად თუ გიყვარს?

გერმანული, მათემატიკა და ბუნება.

ევროვიზია…

ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგადაც გავერთე. დიდი გამოცდილება მივიღე სიმღერის თვალსაზრისით. კიდევ მთელი ევროპა მიყურებდა და ესეც მნიშვნელოვანი იყო. ჰოდა, ახალი მეგობრებიც შევიძინე − 18 ქვეყნიდან.

მეგობრები…

ძალიან კარგი მეგობრები მყავს ყველგან − ეზოშიც, სკოლაშიც, ევროვიზიიდანაც, სპექტაკლიდანაც. „რანინამ“ და „მუსიკის ჰანგებმა“ ახალი მეგობრები გამაცნო.

ეზოში თამაში გიყვარს? არიან ბავშვები?

კი, ძალიან. ბევრი ბავშვი ვიკრიბებით ეზოში და გვიყვარს ერთად თამაში.

დიდი რომ გაიზრდები, ვინ გინდა გახდე?

ალბათ, მიუზიკლის მიმართულებით გავაგრძელებ, ან მომღერალი ვიქნები. შესაძლოა პრეზიდენტიც გავხდე.

ბედნიერი ხარ, რომ იქ ხარ, სადაც ხარ დღეს? სცენა არის შენი სამყარო?

კი, ძალიან ბედნიერი ვარ. ოჯახი ყველანაირად ხელს მიწყობს. მეც ბევრს ვცდილობ, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. გავაგრძელებ ამ პროფესიას და არ დავამთავრებ „რანინათი“ და ევროვიზიით.

თავისუფალ დროს რის კეთება გიყვარს?

ძერწვა, ლეგოების აწყობა. ხანდახან ტელეფონიც. როგორც ყველას.

ბავშვებს რაიმეს ურჩევდი?

რა თემაზე? სიტუაციას გააჩნია.

აი, მაგალითად, ბავშვებს, რომლებიც ეკრანიდან გიყურებენ და სურთ შენნაირად აიხდინონ ოცნებები…

არ დანებდეთ და ყველაფერი გამოგივათ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარი არის შრომა და მონდომება. არასდროს თქვათ − „ეს მე არ გამომდის“. ჯერ სცადეთ რის გაკეთება შეგიძლიათ. მონდომებულ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. აი, მაგალითად, ერთი შეხედვით ჩემი საქმიანობა ხომ ადვილი ჩანს, ვდგავარ და ვმღერი, ან თეატრში ვთამაშობ. სინამდვილეში ძალიან ბევრს ვშრომობ. ყველაფერი მეცადინეობაა.

შენი აზრით, რა სჭირდებათ ბავშვებს ბედნიერებისთვის?

ოჯახი. ადამიანები, რომლებსაც უყვართ და ემეგობრებიან. არც სათამაშო, არც რაიმე სხვა არ არის ისე მნიშვნელოვანი, ახლობელი ადამიანების გარდა. როცა შენი ყველაზე კარგად ესმით და ყველაფერში მხარს გიჭერენ.

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი
Gastro

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
ინტერვიუ

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

აგვისტო 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! „ნოსტე“ − ნედლი ხორცპროდუქტების ჯანსაღი არჩევანი

#OK! „ნოსტე“ − ნედლი ხორცპროდუქტების ჯანსაღი არჩევანი

მარტი 13, 2021
#OK! დუა ლიპამ გრემის ჯილდო წლის საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისთვის მოიპოვა

#OK! დუა ლიპამ გრემის ჯილდო წლის საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისთვის მოიპოვა

მარტი 15, 2021
#OK! დევიდ კომა იუბილარია – ქართველი დიზაინერის ორიგინალური ხედვა და პერფექციონიზმი მინიმალისტური დეტალებით

#OK! დევიდ კომა იუბილარია – ქართველი დიზაინერის ორიგინალური ხედვა და პერფექციონიზმი მინიმალისტური დეტალებით

სექტემბერი 4, 2021
#OK! პოპულარობას შეწირული ბავშვობა – 12 შემთხვევა, როცა კიმ კარდაშიანმა უფროს ქალიშვილს ყველაზე არაკომფორტული სამოსი მოარგო

#OK! პოპულარობას შეწირული ბავშვობა – 12 შემთხვევა, როცა კიმ კარდაშიანმა უფროს ქალიშვილს ყველაზე არაკომფორტული სამოსი მოარგო

აპრილი 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

აგვისტო 4, 2022
#OK! ვარსკვლავური წყვილი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი

#OK! ვარსკვლავური წყვილი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი

აგვისტო 5, 2022
#OK! იაპონელი დიზაინერი ისი მიაკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! იაპონელი დიზაინერი ისი მიაკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

აგვისტო 10, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

აგვისტო 9, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×