• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! რესტორანი „გაგრა“ – ადგილი, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იბადება

April 6, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

უკვე წლებია რესტორანი „გაგრა“ საზოგადოებას მყუდრო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს უგემრიელესი გემოების თანხლებით. დაახლოებით წელიწადია, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, რესტორნის მეორე ფილიალი ნატახტარში გაიხსნა. ჟურნალი OK! რესტორნის მფლობელ ლელა ნარსიას ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად გვიამბო „გაგრას“ მომსახურებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

 

როგორ გაჩნდა რესტორან „გაგრას“  გახსნის იდეა?

 

ჩვენმა „გაგრამ“ პირველი სტუმარი 14 წლის წინ მიიღო. მას შემდეგ ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. შენობა გაგრელმა ინჟინერმა  უსაზღვრო სიყვარულით ააშენა და მშობლიური ქალაქის სახელის დარქმევა ითხოვა. რა თქმა უნდა,  ამაზე ბევრი არც არავის უფიქრია, რადგან აფხაზეთი არის ის, რაც ყველას გვტკივა და ასე დაერქვა ჩვენს რესტორანს სახელი.

რესტორნის შექმნის იდეა იყო, შეგვექმნა მყუდრო და ნოსტალგიური გარემო, გარდა ამისა, საზოგადოებისთვის გემრიელი კერძები შეგვეთავაზებინა.

 

 

რა გამოარჩევს მას ქართულ სარესტორნო სივრცეში? რითია დასამახსოვრებელი „გაგრას“ მასპინძლობა?

 

როგორც უკვე აღვნიშნე, თბილი და კომფორტული გარემო. ჩვენთან დაგხვდებათ დახვეწილი დიზაინი და  გემრიელი ქართული სამზარეულო.

უკვე წლებია ერთგული მომხმარებელი გვყავს. დამეთანხმებით, ალბათ, რომ აღნიშნულ სფეროში ნდობის მოპოვება არ არის მარტივი, მისი შენარჩუნება კი უფრო რთულია. სწორედ ამიტომ ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას.  ვფიქრობ, სტაბილურობა ბიზნესში მთავარია.

მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთი წელია, ნატახტარში მეორე ფილიალი გავხსენით. ნატახტარის „გაგრა“ გამოირჩევა სადღესასწაულო, ორიგინალური დარბაზით და ულამაზესი ეზოთი, სადაც მდინარე და პალმებია. წელს ვგეგმავთ გავაკეთოთ ივენთი – ფართო საზოგადოებას ჩვენი ახალი „გაგრა“ წარვუდგინოთ.

 

გვიამბეთ „გაგრას“ სამუშაო გუნდის შესახებ…

 

გვყავს ორგანიზებული, პროფესიონალი და საიმედო სტაფი. ჩვენთვის ყველა სტუმარი დასაფასებელია.

მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენთან დასაქმებულ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ სწავლაც შეძლონ და მუშაობაც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მათგანს სწავლაც კი დავუფინანსეთ. მინდა ეს ერთგვარი მოტივაცია იყოს ახალგაზრდებისთვის.

ჩვენი გეგმა მარტივია − გიმასპინძლოთ გემრიელად და შეგაყვაროთ თავი. მომავალში ზღვისპირა ქალაქში ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას.

 

ინტერიერი…

ნოსტალგიურ გარემოს კიდევ უფრო ამძაფრებს სოხუმის, გაგრისა და ბიჭვინთის ფოტოსურათები, რომლებიც ჩვენს კედლებს ამშვენებს. აქ მოსული სტუმრისთვის ერთგვარი მოგზაურობაა ჩვენს საყვარელ მხარეში. ჩვენთან, „გაგრაში“, თითოეულ დეტალზე ნაფიქრია და ყველაფერი სიყვარულითაა შექმნილი. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით გაგრაში.

„და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,

გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,

მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,

რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.

გენიალური ოთარ ჭილაძის ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი გაბიდაური

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში
Gastro

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი კოლექცია და სივრცე MARIAMMOR-ისგან

#OK! ახალი კოლექცია და სივრცე MARIAMMOR-ისგან

April 7, 2023
#OK! “არ მიყვარს ფოტოშოპი და არ მომწონს სრულყოფილება, ის, რაც არ არის იდეალური, ჩემთვის მიმზიდველია” – მარკ ჯეიკობსი

#OK! “არ მიყვარს ფოტოშოპი და არ მომწონს სრულყოფილება, ის, რაც არ არის იდეალური, ჩემთვის მიმზიდველია” – მარკ ჯეიკობსი

July 21, 2021
#OK! არიანა გრანდე Allure Magazine-ის ოქტომბრის ნომრისთვის!

#OK! არიანა გრანდე Allure Magazine-ის ოქტომბრის ნომრისთვის!

September 14, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლის თვალისმომჭრელი ბრწყინვალება – ვარსკვლავი ვენეციაში ისვენებს

#OK! ანჯელინა ჯოლის თვალისმომჭრელი ბრწყინვალება – ვარსკვლავი ვენეციაში ისვენებს

August 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

February 22, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 23, 2026
#OK! დედოფალი კამილა კლარენს-ჰაუსში ანა ვინტურს შეხვდა

#OK! დედოფალი კამილა კლარენს-ჰაუსში ანა ვინტურს შეხვდა

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები