• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ხაჭოს პასკა ნინო შარაშენიძისგან

April 18, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ფუსფუსი ბევრ რიტუალს უკავშირდება. ალბათ დამეთანხმებით, რომ აბიბინებული ჯეჯილი, წითელი კვერცხი, პასკა, სანთელი – ეს ნატურმორტი უკვე ნამდვილი გაზაფხულის დადგომაა.

 

საყიდლებისთვის ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილს“ მივაკითხეთ. აქ ყველაფრის შეძენა შეიძლება, რასაც ისურვებთ. „გუდვილის“ ხაზში „რა კარგია“ თხილეულის, ცუკატებისა და სხვა ხარისხიანი პროდუქტის უზარმაზარი არჩევანია. თუ მისვლას ვერ მოახერხებთ, „გუდვილის“ აპლიკაცია გადმოწერეთ და სახლში მოგართმევენ ყველა პროდუქტს.

 

ხაჭოს პასკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაროზია სააღდგომო სუფრისთვის. მისი მომზადება ბევრნაირად შეიძლება. მთავარია ე. წ. ბისკვიტი, დანარჩენი გემოვნების საკითხია. ექიმი ნინო შარაშენიძე,როგორც ცნობილია, საუკეთესო კულინარია, მისი ლეგენდარული ხაჭოს პასკის შესახებ ალბათ უკვე გსმენიათ. ქ-ნი ნინო სპეციალურად OK!-ს სააღდგომო ნომრისთვის საკუთარ რეცეპტს გაგვანდობს. სხვათა შორის, მას ამ პასკებისთვის ცალკე მაცივარი ჰქონია, რადგან წინასააღდგომოდ პერსონალურად უმზადებს ყველას, ვისი გახარებაც უყვარს და ყველა მათგანს სხვადასხვანაირად რთავს; ზოგს ვარდის ფურცლებით, ზოგს კარამელით, შოკოლადით, თხილეულით… OK! ნინოსთვის შოკოლადისა და მარწყვის სინთეზთან ასოცირდება.

 

 

მარტივი რეცეპტი

 

ინგრედიენტები:

 

1 კგ მაღალცხიმიანი ხაჭო

200 გრ. არაჟანი მაღალპროცენტიანი

1 შეკვრა მაღალპროცენტიანი კარაქი

3 კვერცხი

200 გრ. შაქარი

2 ცალი ვანილი

ცუკატები, ხილი, თხილეული სურვილისა და გემოვნების მიხედვით.

 

 

 

 

მომზადების წესი:

1 კგ. ხაჭო მოვათავსოთ ჭურჭელში, რომელიც ცეცხლზე შემოსადგმელად გამოდგება და დავაბლენდეროთ გულდასმით, რათა  ერთგვაროვანი კონსტიტენცია მივიღოთ, დავამატოთ არაჟანი და ძალიან დარბილებული კარაქი. კვერცხი და შაქარი ცალკე კარგად ავთქვიფოთ. ახლა რადგან ბევრმა ამოიღო შაქარი ხმარებიდან, მისი ჩანაცვლება შეიძლება ერითროლით ან სხვა დამატკბობლით.

 

ხაჭოს მასას დავამატოთ კვერცხისა და შაქრის მასა, შევურიოთ ცოტა მარილი – გემოს გასახსნელად და შემოვდგათ გაზქურაზე ძალიან დაბალ ცეცხლზე. ვურიოთ ნელა და მუდმივად, მივიყვანოთ ადუღებამდე. მნიშვნელოვანია, რომ არ ადუღდეს. როგორც კი პირველი ბუშტები გამოჩნდება, მაშინვე გამოვრთოთ. დავამატოთ ვანილი და გადმოვდგათ ღუმლიდან გასაგრილებლად.

 

საწურში ჩავაფინოთ მარლა რამდენიმე ფენად და დავასხათ გამზადებული მასა დასაწურად. ეს ყველაფერი ჩავდგათ ჯამში, რათა ჩამოწურული სითხე არ დაიღვაროს.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპია. პირველ ეტაპზე საშუალოდ 2 საათით უნდა დავაცადოთ. შემდეგ ჯამიდან ჩამოწურული სითხე გადავღვაროთ, ხოლო საწურში მოთავსებული მასა ამოვაბრუნოთ, დავახუროთ ზემოდან თეფში და დავადოთ სიმძიმე. ამისთვის წყლით სავსე ქილას ვიყენებ ხოლმე, რაც გარკვეულწილად, პრესის ფუნქციას ასრულებს და საჭიროა იმისთვის, რომ ხაჭო კარგად დაიწუროს. ამ ყველაფერს ვდგამთ მაცივარში მინიმუმ 24 საათით. ხანგრძლივობა ხაჭოს ხარისხზეა დამოკიდებული. რაც მეტად მშრალი და ცხიმიანია ხაჭო, მით ნაკლები დრო სჭირდება.

 

ბოლომდე დაწურულ მასას ფრთხილად გადმოვატრიალებთ სასურველ ჭურჭელზე, ასევე ფრთხილად მოვხსნით მარლას და მოვრთავთ სურვილისამებრ.

 

ჩვენ გამოვიყენეთ რძიანი შოკოლადი, მარწყვი, მოცვი და თხილეული.

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
OK! Business

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს
OK! News

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

February 11, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა
OK! News

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მოდის საერთაშორისო ჩვენება საქართველოში…

#OK! მოდის საერთაშორისო ჩვენება საქართველოში…

March 4, 2024
#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან – მოდელმა Saint Laurent-ის £2175-იანი “ბლეიზერი” მოირგო

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ჰეილი ბიბერისგან – მოდელმა Saint Laurent-ის £2175-იანი “ბლეიზერი” მოირგო

June 15, 2022
#OK! H&M გალერია თბილისში ბრუნდება

#OK! H&M გალერია თბილისში ბრუნდება

October 1, 2025
#OK! აქამდე უცნობი დეტალები – როგორ შეიქმნა Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტი “უცნაური ამბები”

#OK! აქამდე უცნობი დეტალები – როგორ შეიქმნა Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტი “უცნაური ამბები”

October 19, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

February 7, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
#OK! 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

February 5, 2026
#OK! მილტონ ჰერში – „შოკოლადის მეფე“, რომელმაც „მსოფლიოს ყველაზე ტკბილი ადგილი“ შექმნა

#OK! მილტონ ჰერში – „შოკოლადის მეფე“, რომელმაც „მსოფლიოს ყველაზე ტკბილი ადგილი“ შექმნა

February 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები