• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თაობის ფიქრის პირისპირ

April 4, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

 

ბევრი ვიფიქრე და ვინერიულე, როგორ ჩამეწერა ინტერვიუ 16 წლის მოზარდთან. ყველაზე საინტერესო, რაც სალომესგან მენიშნა იყო ის, რომ მოსმენას ითხოვდა… ალბათ, მოსმენას საუბარიც მოსდევს და მერე დიალოგიც, რასაკვირველია… ჰოდა, მგონია, თუკი ჯანსაღი მსჯელობა იქნება მომავალ თაობასთან, ჩვენი ქვეყანა ყველა სირთულეს გადალახავს. უბრალოდ, სწორი აქცენტები სჭირდებათ მოზარდებს – ისტორია არის წარსული, რომელიც ქმნის მომავალს და ამის გარეშე საქართველო ვერ იარსებებს. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ ახალ თაობასთან. ბევრმა მათგანმა, Z-ის თაობიდან, საერთოდ არ იცის, რა მოიტანა წარსულმა გამოცდილებამ და რა ჯოჯოხეთი გაიარა ჩემმა თაობამ ზუსტად იმ ასაკში, რამდენი წლისაც ახლა სალომეა, იმ თავისუფლებისა და სიმშვიდის სანაცვლოდ, როცა ჯანსაღი პროტესტი აღარ ისჯება – დემოკრატიაც ხომ სწორედ ესაა. უახლესი ისტორიის ფეხდაფეხ ბევრი რამის გააზრებაა საჭირო ამ თაობისთვის, იმისთვის, რომ სამართლიანი, ღირსეული საქართველო ააშენონ, რომლის კულტურაც, მსოფლმხედველობაც და მიზანიც ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. ისტორიის ცოდნა, ყველაფერზე თავისი სახელის დარქმევა, დიალოგი და არგუმენტირებული მსჯელობა არის ის გამოსავალი, რაც ჩვენს ქვეყანას სუნთქვის საშუალებას მისცემს… მაშ ასე, მარტის აქციების მთავარი გმირი – საქართველოს ორგზის ჩემპიონი ტაეკვანდოში – სალომე კენჭიაშვილი – დიდი მიზნებითა და ოცნებებით, OK!-ის აპრილის ნომერში.

 

 

 

სალომე, რატომ ტაეკვანდო?

 

აი, ყველა ბავშვს ხომ აქვს სურვილი, ჩაკეტილ ოთახში შეაღწიოს და ნახოს, იქ რა ხდება. ზუსტად ასეთი იყო ერთი ოთახი ჩემს სკოლაში, სადაც შესვლა სულ მაინტერესებდა. ერთ დღესაც კარი ღია დამხვდა და ასე დაიწყო სპორტის ამ სახეობასთან ჩემი დაახლოება. ვერც კი წარმომედგინა, თუ საქართველოს ორგზის ჩემპიონი გავხდებოდი და ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებდი მზადებას. მაგრამ ვირწმუნე, რომ თუკი მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელი ხდება.

 

ჯერ მხოლოდ 16 წლის ხარ და პროფესიის არჩევის დროს სად წარმოგიდგენია შენი თავი?

 

სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება. ძალიან მინდა კულინარიის მიმართულებით განვვითარდე – მაინტერესებს ეს სფერო და კარგადაც ვამზადებ. ალბათ, უფრო პროფესიონალურად შევისწავლი ამ საქმეს მომავალში…

 

რომ გკითხო, რა არის შენთვის სამშობლო-მეთქი, რას მიპასუხებ?

 

არასდროს არსად არ და ვერ წავალ. ეს არის ის ადგილი, სადაც გავჩნდი, გავიზარდე და ყველა ემოცია ამ ქვეყანას უკავშირდება.

 

 

 

როგორ საქართველოზე ოცნებობ?

 

სადაც გაჭირვება არ იქნება… ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების უფლება.

 

რა იქნებოდა სამი რამ, რითაც შენს ქვეყანას უცხოელებს გააცნობდი?

 

ძალიან ლამაზია საქართველო. აქ ადამიანებმა საოცარი თანადგომა იციან. ალბათ, სტუმარმასპინძლობაა ის, რაც ასე იზიდავს ყველას ჩვენს ქვეყანაში, მეც ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას.

 

თავისუფლება როგორ გესმის?

 

ჩვენი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა ესმოდეთ და გვისმენდნენ. თავისუფლება, ალბათ, თანასწორობა და თანადგომაა…

 

 

 

ევროპა – როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი ევროპული ფასეულობა?

 

ევროპაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რასაც შორიდან ვხედავ, არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა და სახელმწიფოს მიერ ფინანსურად შეჭირვებული ადამიანების გვერდში დგომა.

 

რა არის ის თვისება, რასაც ყველაზე მეტად აფასებ ადამიანში?

სამართლიანობა.

 

სად და როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ათი წლის შემდეგ?

რატომღაც, ისევ სპორტში… მაგ დროს უფრო მომზადებული ვიქნები სხვადასხვა ჩემპიონატისთვის.

 

 

 

 

შენი თაობის დახასიათება ერთი-ორი სიტყვით რომ შეგეძლოს, როგორ დაახასიათებდი?

ლამაზი თაობა…

 

დაბოლოს, რას ეტყოდი შენს თაობას?

არასდროს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე. ყველაფრის მიღწევა შეიძლება მონდომებით, შრომითა და მოთმინებით.

 

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: სოფია საენკო

ჩაცმულობა: Bershka

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ლოკაცია: IQ Studio

გაიგე მეტი: GenZმარტისაქციაჯენზი თაობა

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ICHIGO – სუში აზიური გემოები განსაკუთრებული მომენტებისთვის

#OK! ICHIGO – სუში აზიური გემოები განსაკუთრებული მომენტებისთვის

December 2, 2021
OK! „იმედი მაქვს, ლიტვა მეგობრულად მიგვიღებს მე და ჩემს მუსიკას…“ – ინტერვიუ მომღერალ ნათია ბიბილაშვილთან

OK! „იმედი მაქვს, ლიტვა მეგობრულად მიგვიღებს მე და ჩემს მუსიკას…“ – ინტერვიუ მომღერალ ნათია ბიბილაშვილთან

July 10, 2023
#OK! ბრედლი კუპერის საოცარი გარდასახვა – მსახიობი ლეონარდ ბერნსტაინის როლში

#OK! ბრედლი კუპერის საოცარი გარდასახვა – მსახიობი ლეონარდ ბერნსტაინის როლში

May 31, 2022
#OK! ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა

#OK! ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა

April 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

#OK! დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

June 17, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები