• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! შენ განსაკუთრებული ხარ! – UNICA – ქალის თეთრეულისა და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი

March 3, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

UNICA მულტიბრენდული მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს იტალიურ, მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავის ჩანთებისა და ქალისა და მამაკაცის თეთრეულის მრავალფეროვან არჩევანს. პროდუქციის შესახებ უფრო ვრცლად მაღაზია UNICA-ს თანადამფუძნებელი თეო გეგიაძე გვესაუბრა.

 

როგორია UNICA-ს შექმნის ისტორია?

 

„უნიკას“ ისტორია დაიწო იტალიაში, ფლორენციაში ყოფნის დროს, როცა მე და ჩემს მეგობარს, ქეთი ელიზბარაშვილს, აღმოგვაჩნდა საერთო სიყვარული – ქალის ლამაზი და ხარისხიანი თეთრეული. და გაგვიჩნდა იდეა, საქართველოშიც გაგვეკეთებინა სივრცე, სადაც ქართველი ქალებიც შეძლებდნენ იტალიური ბრენდების მაღალი ხარისხის ორიგინალი პროდუქციის შეძენას მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენი ინსპირაციაც სწორედ იტალიური სტილი და მოდა იყო, რომელმაც ნათლად დაგვანახვა, თუ რისი გაკეთება გვსურდა.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

 

ჩვენი პირველი ხაზი იყო ქალის თეთრეული. თავდაპირველად შევქმენით ონლაინმაღაზია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თეთრეულმა დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტეთ მაღაზიის გახსნა თარხნიშვილის N9-ში, სადაც შესაძლებელია ადგილზე მოსვლა და მისი შეძენა.

 

დღეს კი UNICA-ს ბრენდის ქვეშ ერთიანდება რამდენიმე ხაზი: ქალისა და მამაკაცის თეთრეული, აქსესუარები, ნატურალური ტყავისგან დამზადებული ჩანთები, რომელიც მზადდება ფლორენციაში. მოგეხსენებათ, ფლორენცია ცნობილია ტყავის წარმოების ტრადიციებით. ასევე საღამურებისა  და კიმონოების ხაზი, რომელიც უკვე საქართველოში იკერება, თუმცა ქსოვილები იტალიურია. აღსანიშნავია, რომ ყველა ქსოვილი და პრინტი არის უნიკალური, რომელიც შემდეგ კოლექციაში არ მეორდება.

 

რაც მთავარია, ჩვენთან ნებისმიერი გემოვნებისა და სტილის ქალს შეუძლია შეარჩიოს სასურველი თეთრეული, სამოსი თუ აქსესუარები.

 

 

რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

 

პირველ რიგში, ხარისხი. მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული ხარისხზე. შემოგვაქვს მხოლოდ ორიგინალი ბრენდები, 99% იტალიურია, დანარჩენი კი სხვა ევროპული ქვეყნის პრემიუმბრენდები, თითოეული მათგანი არის ორიგინალი და გამოირჩევა მაღალი ხარისხით.

 

ჩვენთან წარმოდგენილი სამოსის, ფეხსაცმლისა და ჩანთების ნაწილი ექსკლუზიური მოდელია ლიმიტირებული კოლექციებიდან.

 

ჩვენი ჩანთები გამოირჩევა დახვეწილი და განსხვავებული დიზაინით, ყველა მოდელი მზადდება იტალიაში მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავით.

რაც შეეხება თეთრეულის ხაზს, გვაქვს ზომების ფართო არჩევანი. ჩვენთან შესაძლებელია საქართველოში საკმაოდ დეფიციტური პლუს ზომის ლამაზი და ხარისხიანი თეთრეულის შეძენა.

 

ასევე, ვფიქრობ, გამოვირჩევით მომსახურების ხარისხითაც. ჩვენი სურვილი იყო, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გარემო. ის დადებითი უკუკავშირი, რაც ჩვენი მომხმარებლისგან მოდის, უდიდესი მოტივაციაა ჩვენთვის.

 

როგორია UNICA-ს მომხმარებელი?

 

UNICA იტალიური სიტყვაა და ნიშნავს ერთადერთს, განსაკუთრებულს. ყველა ქალი ხომ სწორედ განსაკუთრებულია. UNICA არის ძლიერი, მებრძოლი ქალი, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში და ამავე დროს არ კარგავს ფემინურობას და არის რომანტიკული, მიმზიდველი და სექსუალური. ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებელი ძალიან ჰგავს ამ აღწერას.

 

 

რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნესს?

 

ქალებს ვეტყოდი, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს, თუ სხვას გამოუვიდა, ე.ი თქვენც გამოგივათ. თუ გიყვართ და გჯერათ იმის, რასაც აკეთებთ, აუცილებლად გამოგივათ.

 

რაც მთავარია, არ შეწყვიტოთ განვითარება და წინსვლა. თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებით ჯობია წინ წახვიდე და იარო, ვიდრე გაჩერდე და ფარ-ხმალი დაყარო.

 

ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება დიდ თანხას საქმის დასაწყებად. ჩემი გულწრფელი რჩევაა, რომ იმ ეტაპზე რისი საშუალებაც გაქვთ, იმით დაიწყეთ და არ დაელოდოთ რაღაც გრანდიოზულს. როცა საქმის გაკეთებას იწყებთ, გზადაგზა ჩნდება ახალი შესაძლებლობები და შანსები, რასაც ვერც კი წარმოიდგენდით დასაწყისში. ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ანალოგიურად იყო. რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 100 ევროთი შეიძლება მომგებიანი ბიზნესის დაწყებაო, რა თქმა უნდა, სასაცილოდ არ მეყოფოდა, მაგრამ რეალურად ნამდვილად ასი ევროთი დავიწყეთ და მივედით იქამდე, სადაც ახლა ვართ და წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს.

 

სამომავლო გეგმები

ვგეგმავთ რამდენიმე ძალიან კარგი იტალიური ბრენდის შემოტანას, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა იტალიასა და ზოგადად ევროპაში ცნობილი და ტრენდულია – იქნება სამოსი, ჩანთები, აქსესუარები და ფეხსაცმელი.

 

ასევე, ვგეგმავთ ფლორენციაში დამზადებული  საუკეთესო ხარისხის ნატურალური ტყავით შეკერილი ახალი სტილის, დიზაინის და, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის ჩანთების იმპორტს, რომელიც UNICA-ს სახელით იქნება დაბრენდილი.

 

იქიდან გამომდინარე, რომ დიდია მოთხოვნა პლუს ზომებზე, ვაპირებთ, აღნიშნული ზომის სამოსის შემოტანასაც და ზაფხულისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გია და დიანა ნემსაძეები სიცოცხლის სადარაჯოზე

#OK! გია და დიანა ნემსაძეები სიცოცხლის სადარაჯოზე

September 30, 2021
#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

June 28, 2025
#OK! „სებამედისა“ და PSP-ს თანამშრომლობის 10 წლის იუბილე საქართველოში

#OK! „სებამედისა“ და PSP-ს თანამშრომლობის 10 წლის იუბილე საქართველოში

July 4, 2022
#OK! მირანდა კერი მეუღლესთან ერთად Baby2Baby-ის საიუბილეო გალას დაესწრო: მოდელი წითელ ხალიჩაზე მაიკლ კორსის კაბით წარსდგა

#OK! მირანდა კერი მეუღლესთან ერთად Baby2Baby-ის საიუბილეო გალას დაესწრო: მოდელი წითელ ხალიჩაზე მაიკლ კორსის კაბით წარსდგა

November 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
#OK! HR Congress 2025

#OK! HR Congress 2025

October 7, 2025
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025
#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები