მარკ ენტონი და ნადია ფერეირა პორველ საერთო შვილს ელოდებიან, ვარსკვლავურმა წყვილმა ინფორმაცია ქორწილის შემდეგ რამდენიმე კვირაში გაავრცელა. მარკი და ნადია ერთმანეთს ერთი წელია ხვდებიან, მათ რომანტიკული ურთიერთობა 2022 წლის გაზაფხულზე გაასაჯაროვეს, რამდენიმე თვეში კი საზოგადოებას მათი ნიშნობის შესახებ ამცნეს. წყვილის ქორწილი 28 იანვარს, Perez Art Museum-ში გაიმართა.
მარკისთვის აღნიშნული ქორწინება პირველი არაა. მას ყოფილ მეუღლეებთან ერთად კიდევ ექვსი შვილი ჰყავს. მას ჯენიფერ ლოპესთან ტყუპები, ემე და მაქსი ჰყავს, ვაჟები კრისტიანი და რაიანი, ასევე ყოფილ მეუღლესთან დაიანარა ტორესთან, და-ძმა არიანა და ჩეისი კი ყოფილი მეგობარი ქალისგან, დები როსადოსგან.