BALENCIAGA დღესდღეისობით ყველაზე ცნობილი და წამყვანი ბრენდია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, რომლის კრეატიული დირექტორი, ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა. BALENCIAGA -ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი კოლაბორაცია ცნობილ სპორტულ ბრენდ Adidas-თან აქვს.
ქართველმა მოდელმა და ტელეწამყვანა, ალექსანდრა პაიჭაძემ, რომელიც მონტე კარლოში იმყოფებოდა, OK-ს გაგვიზიარა ექსკლუზიური ფოტოები ბალენსიაგას ოფიციალური მაღაზიიდან, სადაც მოდელმა BALENCIAGA -ს სხვადასხვა კოლექციის სამოსი მოირგო, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი PANTABOOTS, რომელიც უნდა ითქვას, რომ ძალიან მოუხდა.
ალექსანდრამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ BALENCIAGA ძალიან უყვარს:
„ეს ბრენდი მე ძალიან მიყვარს, თავისი რევოლუციური ენერგეტიკით.“
როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა, PANTABOOTS – რომლის ფასიც 2 800 ევროა, მოდელს არ შეუძენია, რადგან მისთვის ეს სტილი არაპრაქტიკული აღმოჩდა.
„ეს ნივთი არ შემიძენია, რადგან ჩემთვის არაპრაქტიკულია და ასეთი ნივთები ჩემს გარდერობში არ არის, ჩავიცვი იმისთვის, რომ მენახა როგორ მომიხდებოდა.“
თუმცა, ასევე აღნიშნა ისიც, რომ BALENCIAGA -ს კოლექციიდან მისი საყვარელი ბოტასი შეიძინა.
როგორც ცნობილი, მოდელი ჩვენთან საუბარში ამბობს აქვს კიდევ სურვილი, რომ BALENCIAGA-ს ჩანთა შეიძნოს, თუმცა 2 ვარიანტიდან ვერ გადაწყვიტო რომელი უფრო მეტად მოწონს.
„ჩანთების ძალიან დიდი არჩევანია, ვფიქრობ 2 ჩანთიდან რომელი ვიყიდო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდი.“
შეგახსენებთ, რომ მოდელი მონაკოში თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სადაც შვილის პირველი დაბადების დღე სამეფო ქვეყანაში, მონაკოში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს.
ასევე იხილეთ:
#OK! ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს