ამჯერად, ჩვენი რუბრიკის სტუმრები აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე არიან. ამ ლამაზ წყვილს ძალიან გაუმართლა, ერთ დღეს „რუსთავი 2“-ის ეზოში რომ გადაეყარა ერთმანეთს. იმდენად ერთნაირი გემოვნება აქვთ საკვებთან დაკავშირებით, ხუმრობდნენ, ამ ინტერვიუს ჩასაწერად ორივე არ ვიყავით საჭირო, ერთიც მშვენივრად მოყვებოდაო. აჩიკომ კი ზარ-ზეიმით გამოაცხადა, ჩემი უფრო ჭამააო, მაგრამ დაფის აწყობაზე რომ მიდგა საქმე, ძალიან იყოჩაღა და დაასწრო კიდეც ნუცას. შეჯიბრის ფარგლებში დაგეგმილი იყო, „ნიკორას“ ხორცპროდუქტებით სხვადასხვა დაფის აწყობა. ნუცამ კანაპეები და ბურგერი გააკეთა, აჩიკომ ჰოთდოგსა და სენდვიჩს მიანიჭა უპირატესობა.
(ნუცა): „უზომოდ მიყვარს ძეხვეული და შემიძლია მთელი დღე ძეხვეულზე და სოსისებზე გადავიარო. ძალიან ხშირად ვარ „ნიკორას“ მომხმარებელი. მიყვარს მათი პროდუქცია“.
(აჩი): „გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, გვიწევს სწრაფ კვებაზე გადავლა. თან როცა ძეხვი, სოსისი გემრიელიცაა, დროსაც ვიგებთ და გემრიელადაც გეახლებით. ძირითადად, შინ ისეთი დაღლილები მივდივართ, სადილების კეთების თავი არცერთს არ გვაქვს. ამ დროს ძალიან მარტივია − გამოაღე მაცივარი, სადაც „ნიკორას“ პროდუქტია მოთავსებული და მიირთვი გემრიელად“.
აჩიკო, გეხერხებათ რაიმეს მომზადება?
(აჩი): ჩემი უფრო ჭამაა. როცა მარტო ვცხოვრობდი, უფრო ვაკეთებდი ხოლმე. გამიმართლა − ადრე მეგობრები და ოჯახის წევრები მიმზადებდნენ, მერე ნუცა შემხვდა და მუდმივად ზრუნავენ ჩემს გამოკვებაზე. გამოკვებილი არჩილი უკეთესია და უფრო კარგი საურთიერთოა.
ძნელი გამოსაკვებია არჩილი?
(ნუცა): არა. მოდი, ვთქვათ, რომ არ ინდომებს, თორემ გამოუვიდოდა. იმდენად გემოვნებიანია, ამასაც შეძლებდა. არაა რთული გამოსაკვები, მთავარია იყოს საჭმელი და ხვდებოდეს, რომ გულით არის მომზადებული.
(აჩიკო): სიყვარულით უნდა იყოს მორთმეული.
არის რაიმე, რასაც არასოდეს არ მიირთმევთ?
(აჩი): ცხვრის ხორცი, მანანის ბურღულის ფაფა და რძე.
(ნუცა): რაც ჩამოთვალა, არცერთს არ ვეკარები მეც. ზოგადად, მე უფრო პრეტენზიული მჭამელი ვარ, ვიდრე აჩიკო. ძალიან ბევრს მივირთმევ, მაგრამ იმას, რაც მიყვარს.
(აჩიკო): მე როცა მშია, ზუსტად ვიცი, რა მშია. ნუცამ არასოდეს არ იცის, რა უნდა.
(ნუცა): შემწვარ კარტოფილზე მე მარტივად ვერ გადავალ, აჩიკოს სიგიჟემდე უყვარს. შემწვარი კარტოფილი ერთადერთია, რაც არ გამომდის.
საუზმობთ?
(აჩიკო): სადაა საუზმის დრო?! უზმოზე ჭიქა წყალი, ბანანი, ყავა აუცილებლად. ვერ ვსაუზმობ, 6-ის ნახევარზე როგორ უნდა ისაუზმო?..
(ნუცა): საუზმე არის ის, რაც შემიძლია სიარულ-სიარულში მივირთვა. სანის გამოჩენის მერე გამარტივდა, იმიტომ, რომ მუდამ არის შინ ორცხობილა − გადასარევი საუზმეა ყავასთან ერთად.
ჩაი თუ ყავა?
(აჩიკო): ყავა. მე მიყვარს თურქული წესით დამზადებული. აი, ყავაა ის, რომელსაც მე ვაკეთებ და მიყვარს, როცა ვაკეთებ.
OK!-ის ძალიან გაუმართლა − თქვენი ერთად მოხელთება არაა იოლი. ვახშმობთ ხოლმე ერთად და აქვს თუ არა ამას რიტუალური ხასიათი?
(აჩიკო): გვაქვს ხოლმე ერთად ვახშმობის საშუალება და ვცდილობთ, ერთმანეთისთვის განკუთვნილი დრო არავის გაუზიაროთ.
(ნუცა): თუ ისე აეწყო, რომ ერთმანეთს სრულფასოვნად ვერ ვნახულობთ, ძირითადად, მე ვიცი ხოლმე აზუზუნება: წამო რა, სადმე ერთად ყავა დავლიოთ.
(აჩიკო): ვერ ახერხებს ხშირად მომზადებას, მაგრამ ღუმელთან თუ დადგა, ის დღე ვიცი, წარმატებულია და გემრიელი ვახშამი მელის.
(ნუცა): მე ვარ ესთეტი და არ შემიძლია ჩქარა ჭამა. ამიტომ არ ვსაუზმობ და მირჩევნია ორცხობილა გზადაგზა მივირთვა. მიყვარს ყველაფრის გემრიელად მომზადება და მოკუწკუწება. როცა აჩიკოს სცალია, სუფრას ლამაზად ვაწყობ − მაინც თვალი ჭამს და თვალი სვამს.
ამაში „ნიკორა“ ძალიან მეხმარება. ფავორიტი პროდუქტებია „ჩალაღაჯი“ და „ძეხვი მონადირული“. ასევე ძალიან მიყვარს „კაიზერის“ ნედლად შებოლილი ძეხვეული და პროშუტო.
საყვარელი კერძი?
(აჩიკო): შემწვარი გოჭი. გოჭის გამო გავყიდი და დავთმობ ყველაფერს. ძალიან მიყვარს.
(ნუცა): მეც ძალიან მიყვარს.
ძალიან ერთნაირი გემოვნება გაქვთ.
(ნუცა): მართლა ძალიან ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ქათამიც გვიყვარს ორივეს.
წონას თუ აკონტროლებთ?
(აჩიკო): გენეტიკა გვიწყობს ხელს, თორემ ორივე ისეთი გურმანები ვართ, გვექნებოდა წონის პრობლემა.
(ნუცა): რაც ბავშვი გავაჩინე, იმ წონაზე ვარ, რაც მომწონს. არც ვიმატებ, არც ვიკლებ. კიდევ კარგი, რომ არ მაქვს წონის პრობლემა − იქამდე ვარ დიეტაზე, ვიდრე მომშივდება.
რას არ მიირთმევდით?
(ნუცა): მე მიყვარს ეგზოტიკური, უცხო კერძების გასინჯვა, აჩიკო არ სინჯავს ხოლმე. მთავარია, ცხვარი არ იყოს. მაინტერესებს ახალი გემოები.
(აჩიკო): ირემს არ შევჭამდი, გამორიცხულია. დათვს არ შევჭამდი.
რის გარეშე არ შეგიძლიათ?
(ნუცა): ხორცის.
(აჩიკო): წარმოუდგენელია ხორცის გარეშე. ხორცს ვერ შეველევი. უფ, კარგ სტეიკს არაფერი სჯობს. მშიერი ვარ აგრესიული.
ამდენი წელია გიცნობთ და დავიჯერო, მუდამ დანაყრებულს გხვდებოდით?
(აჩიკო): თქვენ მშიერი არ გინახივართ…
(ნუცა): კარს რომ აღებს, ხმაზე ვხვდები, აჩიკო მშიერია თუ არა. თუ მშიერია, ვამზადებ სწრაფად, თეფშს ვდებ მაგიდაზე და გავრბივარ. ხმას რომ ვიგებ, რომ თეფში ნიჟარაში ჩადო, მერე გამოვდივარ.
ძალიან სტერეოტიპულად კი ჟღერს, მაგრამ…
(აჩიკო): ვიცი, რაც უნდა იკითხო − ჩემი გულისკენ გზა კუჭზე გადის.
(ნუცა): აჩიკოსი გადის.
(აჩიკო): არ მჯერა, ვინც ამბობს, რომ ასე არაა. ასე მგონია, მშიერ კაცს არავინ და არაფერი უყვარს.
(ნუცა): მეც ასე ვარ, ამიტომ კარგად მესმის მისი და მუდამ ვცდილობ, ხელი შევუწყო.
ჩვენი „დუელი“ ყაიმით დასრულდა. ორივემ მრავალფეროვანი დაფის მომზადება მოახერხა. დაინგრა მითი იმის შესახებ, რომ აჩიკო კარგი კულინარი არ არის.
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ფოტო: თორნიკე სააკაძე