• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! თქვენს ღიმილზე პროფესიონალები ზრუნავენ „ჰეფი დენტი“

February 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

სტომატოლოგიური კლინიკა „ჰეფი დენტი“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. იგი დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელსაც შეგიძლიათ მიანდოთ საკუთარი თავი და სასურველი შედეგი მიიღოთ. უფრო ვრცლად კლინიკის შესახებ მისი დამფუძნებელი  თამარ ვახტანგაძე და „ჰეფი დენტის“ სტომატოლოგები, მარიამ და ანანო ორჯონიკიძეები გვესაუბრნენ.

 

რა იყო სტომატოლოგიური კლინიკა „ჰეფი დენტის“ დაარსების მიზანი?

 

(თამარი): დიდი სურვილი მქონდა, შეგვექმნა თანამედროვე სტილის კლინიკა, სადაც პაციენტი თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობდა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ოჯახური და თბილი გარემო, რადგან ზოგიერთისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი ჯერ კიდევ შიშთან ასოცირდება.

დღეს სტომატოლოგია შეიძლება ჩაითვალოს უმტკივნეულო მანიპულაციად, რაც თანამედროვე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და თანამედროვე აპარატურების დამსახურებაა. მიხარია, რომ ამ 12 წლის განმავლობაში პაციენტის ნდობაც დავიმსახურეთ და სიყვარულიც.

 

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ საზოგადოებას?

 

კლინიკა გთავაზობთ ყველა სახის მომსახურებას: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, ბავშვთა ასაკის თერაპია და იმპლანტაცია, რაც დღეს ესოდენ აქტუალურად განიხილება. ჩვენი ექიმები ცდილობენ აიმაღლონ ცოდნის დონე და ამისთვის არც დროს ზოგავენ და არც ენერგიას.

 

აღნიშნულ სფეროში დიდია კონკურენცია, რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

 

გეთანხმებით, დღევანდელ ბაზარზე კონკურენცია დიდია, ბევრი კარგი და  წარმატებული კლინიკაა და მიხარია, რომ ჩვენც მათ რიგებში ვართ. ვფიქრობ, გამოვირჩევით პროფესიონალთა გუნდით, თანამედროვე აპარატურით, ჩვენეული მიდგომით პაციენტთან და კომფორტული ატმოსფეროთი.

ჩემთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, ჩემი გუნდი კვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებულიყო, რაც წარმატებით განხორციელდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან მომუშავე პროფესიონალ ექიმებს თავიანთი საქმე ძალიან უყვართ.

გარდა ამისა, პაციენტი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მოხვდა ისეთ კლინიკაში, სადაც სტერილიზაცია და ზოგადად სისუფთავე უმაღლეს დონეზეა.

 

 

რატომ აირჩიეთ პროფესიად სტომატოლოგია?

 

დედას ძალიან მოსწონდა ეს სპეციალობა და ბავშვობაში მეც ხშირად ვსტუმრობდი კბილის ექიმებს, ასე ეძახდნენ ადრე სტომატოლოგებს. დედას რჩევა ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა და ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე. მაშინ არ ვიცოდი როგორი პასუხისმგებლობაა იყო ექიმი, უმკურნალო პაციენტს და ის შენით კმაყოფილი დარჩეს. წლებმა ეს პასუხისმგებლობა უფრო გამიმძაფრა. როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია ყველაფერი მარტივია, მაგრამ ასე არაა. რთული გზა გავიარეთ, ბევრი წარმატება გვქონდა და ალბათ შეცდომაც, სხვანაირად მედიცინაში არ ხდება, მაგრამ მთავარია გიყვარდეს შენი პროფესია, გიყვარდეს პაციენტი და მართალი იყო მასთანაც და საკუთარ თავთანაც.

 

ჩემმა შვილებმაც ეს პროფესია აირჩიეს, ორივემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა სტომატოლოგიის განხრით. მარიამი ორთოდონტია, ანანო – ორთოპედი. ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენს კლინიკას და ვცდილობთ ერთიანი ძალებით  შევასრულოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა.

 

(მარიამ ორჯონიკიძე – ექიმი ორთოდონტი):  ორთოდონტია იმიტომ ავირჩიე, რომ ეს პროფესია არა მხოლოდ ასწორებს კბილთა მწკრივს, არამედ გავლენას ახდენს სახის ფორმასა და ზოგადად ჯანმრთელობაზე.

ადრეული ასაკიდან ვიწყებთ პაციენტის მართვას. ძალიან საინტერესოა დააკვირდე ბავშვის ზრდას და განვითარებას. მიღებული შედეგი სასიამოვნოა არა მარტო პაციენტისთვის, არამედ  ჩემთვის როგორც ექიმისთვის.

 

(ანანო ორჯონიკიძე – ექიმი ორთოპედი): უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის პირველ სამედიცინო უნივერსიტეტში გავაგრძელე. მოტივაცია, თუ რატომ გავხდი ორთოპედი, იყო მიმენიჭებინა პაციენტებისთვის ბედნიერი ღიმილი და თავდაჯერებულობა. ექიმის მიზანიც ეს არის – თავისი ლამაზი ღიმილით პაციენტი ბედნიერი გახადოს.

 

სამომავლო გეგმები

 

სტომატოლოგია ის დარგია, რომელიც ყოველწლიურად რაღაც ახალს გვთავაზობს, მუდმივად ვითარდება და ჩვენი გუნდიც სულ ცდილობს სიახლეების დაუფლებას.

ვსწავლობთ და ჩვენს ცოდნას ვუზიარებთ  ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებიც სწავლას საქართველოში აგრძელებენ. ბევრი სტუდენტი გვყავს საზღვარგარეთიდანაც, მათ შორის ისრაელიდან, ერაყიდან, ლიბანიდან, კანადიდან. ექიმები არ იშურებენ ენერგიას და დროს, მათ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გადასცენ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით Sex And The City-ის ახალ შემადგენლობას 3 ფერადკანიანი ქალი პერსონაჟი შეუერთდება

#OK! სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით Sex And The City-ის ახალ შემადგენლობას 3 ფერადკანიანი ქალი პერსონაჟი შეუერთდება

May 4, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლის პარიზული არდადეგები – გულთბილი შეხვედრა ფანებთან და სამახსოვრო ფოტოები

#OK! ანჯელინა ჯოლის პარიზული არდადეგები – გულთბილი შეხვედრა ფანებთან და სამახსოვრო ფოტოები

January 31, 2023
#OK! ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანუტური წყვილი – 73 წლის რიჩარდ გირი და მისი 39 წლის მეუღლე ალეხანდრა სილვა Starlite Porcelanosa გალას დაესწრნენ

#OK! ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანუტური წყვილი – 73 წლის რიჩარდ გირი და მისი 39 წლის მეუღლე ალეხანდრა სილვა Starlite Porcelanosa გალას დაესწრნენ

January 18, 2023
#OK! Condé Nast რუსეთში Vogue-ისა და GQ-ის გამოცემას დროებით წყვეტს

#OK! Condé Nast რუსეთში Vogue-ისა და GQ-ის გამოცემას დროებით წყვეტს

March 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

July 4, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

July 3, 2025
#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

July 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები