მოდის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება რიგით 29-ე ELLE Women In Hollywood დაიწყო. წლევანდელი დაჯილდოვება ლოს ანჯელესში, The Getty-ის ცენტრში გაიმართა.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შორის იყო სამხრეთ აფრიკელი მსახიობი შარლიზ თერონი. 47 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე რადიკალურად განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა. ჰოლივუდის ქერა ლამაზმანმა იმიჯი შეიცვალა და შავგვრემანი გახდა.