ახალი სიცოცხლის მოვლინება უდიდესი სიხარულია ოჯახისთვის. რაც უნდა მომზადებული შეხვდეს ახალბედა დედა ამ მდგომარეობას, მაინც ჩნდება შეკითხვები, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ პრობლემის დროს, ამიტომ, აუცილებელია დედამ ორსულობიდანვე დაიწყოს ფიქრი და ზრუნვა მომავალი შვილისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ჩვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით, კომპანია „ლარიფან კავკასიას“ სამედიცინო დირექტორს, ქალბატონ მაია ხორგუანს გავესაუბრეთ, რომლის ინიციატივითაც ამ კომპანიამ დაიწყო ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად გამოყენებადი „ბეიბიქალმის“ საბავშვო წვეთების საქართველოში იმპორტი ისრაელიდან.
ქალბატონო მაია, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ახალშობილთა კოლიკა?
ახალშობილთა კოლიკა არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს 4 თვემდე ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ უსიამოვნო მდგომარეობას. მისი გამომწვევი მიზეზი ბავშვის ნაწლავებში დაგროვილი აირებია, რომლებიც იწვევს ძლიერ და უეცარ მუცლის ტკივილს. აღსანიშნავია, რომ ყოველი 4-5 ჩვილიდან ერთს, უვლინდება ახალშობილთა კოლიკა. ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა დაბადებიდან პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნელ-ნელა ადაპტირდება გარემოსთან. კოლიკა ამ ადაპტაციის პროცესის ერთ-ერთი მტკივნეული, თუმცა ხშირ შემთხვევაში აუცილებელი კომპონენტია. მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია კოლიკის ზუსტი მიზეზები.
რომელმა გარემოფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს აირების დაგროვება ბავშვის ნაწლავებში?
- ალერგია ძროხის რძის ცილაზე;
- ლაქტოზის აუტანლობა;
- ხილის წვენის აუტანლობა (ფრუქტოზის, სორბიტოლის);
- უმწიფრობა − აირების დაგროვება ნახშირწყლების არასრული შეწოვის გამო;
- ნაწლავის ფუნქციის ჩამოუყალიბებლობა;
- ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკა (ნაკლები, ჭარბი კვება, ტექნიკის დარღვევა);
- ნიკოტინის ზემოქმედება (ორსულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში);
- არაჯანსაღი, სტრესული სიტუაცია ოჯახში − დედის დაძაბულობა;
- საუკეთესო და ეფექტური დიეტა კოლიკის დროს არის დედის რძე. თუმცა ზოგიერთ პატარას უვითარდება მგრძნობელობა იმ საკვების მიმართ, რომელსაც მიირთმევს დედა, სწორედ ამიტომ, სასურველია დედამ გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან სწორი კვების მიმართულებით.
რომელი პროდუქტებისგან უნდა შეიკავოს დედამ თავი ძუძუთი კვების დროს?
მართალია ბებიებს აქვთ „შავი სია“, სადაც ხშირად შედის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ცხიმიანი რძის ნაწარმი, უმი ხახვი, ციტრუსები, შოკოლადი, ყავა და ა.შ. და რჩევებსაც შესაბამისად აძლევენ ოჯახის ახალგაზრდა წევრებს, მაგრამ ვინაიდან არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული საკვები პროდუქტების „შავი სია“, რომელზეც 100% შემთხვევებში უნდა ვთქვათ კატეგორიული უარი, ჩვენ გირჩევთ იმოქმედოთ ცდისა და შეცდომის ტაქტიკით − სცადეთ ყველაფერი და უარი თქვით იმ პროდუქტებზე, რომლებიც უმწვავებს თქვენს პატარას კოლიკას.
როგორ დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი ტირის კოლიკის გამო და არა რაიმე სხვა მიზეზით?
უნდა გავითვალისწინოთ კოლიკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
ტირილი იწყება უეცრად და უმიზეზოდ, და სრულდება უეცრად და უმიზეზოდ.
ძირითადად, ბავშვი ტირის საღამოობით, ერთსა და იმავე დროს.
ტირილი განსხვავდება შიმშილითა და დაღლილობით გამოწვეული ტირილისგან – ბევრად ხმამაღალი და გახანგრძლივებული. ხშირად ბავშვი კი არ ტირის, არამედ კივის.
ტირილის დროს ბავშვი შეიძლება იყოს დაჭიმული, რკალისებრად მოხრილი სხეულით, მუშტებად შეკრული ხელებით, დაჭიმული მუცლით.
გაბმული, შეუჩერებელი ტირილი, ხანდახან კივილი − ჩვილის დაწყნარება პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ კოლიკა არ გაუვლის და თავისით არ დამშვიდდება.
ზოგადი მდგომარეობა ტირილს შორის პერიოდებში ნორმალურია.
ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია.
არ ვლინდება ტირილის სხვა პათოლოგიური მიზეზები.
ტირილის ხანგრძლივობა დაბადების შემდეგ თანდათან იზრდება, აღწევს პიკს 5-6 კვირაზე, და მცირდება 3 თვის ასაკში.
გარდა ამისა, არსებობს ე.წ. სამის წესი, რომელზეც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუბრობენ პედიატრები და ნეონატოლოგები, და ვლინდება კოლიკით შეწუხებული ბავშვების 80%-ში:
თუ ბავშვი ტირის (კივის) დღეღამეში 3 და მეტი საათის განმავლობაში, არანაკლებ 3 დღისა კვირაში, და არანაკლებ 3 კვირის განმავლობაში; თუ არ არსებობს სპეციალისტის მიერ დადასტურებული რაიმე სხვა სახის სამედიცინო მიზეზი ტირილისა, სავარაუდოდ, თქვენს პატარას სწორედ კოლიკა აწუხებს.
როგორ მოვიქცეთ კოლიკის დროს?
დახმარების მეთოდები ყველა პატარისთვის ინდივიდუალურია, მათ შორის რამდენიმე შედარებით ეფექტიანია:
აწარმოეთ დღიური, სადაც უნდა აღნიშნოთ ყველაფერი ბავშვის შესახებ, მაგალითად: ბავშვის გუნება-განწყობის ცვლილება, საათების მიხედვით კვება, ძილი, ბანაობა, ტირილის დასაწყისი, დასასრული, ტირილის ხასიათი და ა.შ.
ფრთხილად აიყვანეთ, ჩაეხუტეთ პატარას და მსუბუქად გადაუსვით ზურგზე ხელი მრავალჯერ. ფრთხილად ამოძრავეთ ბავშვი − ამით თქვენ ხელს შეუწყობთ ნაწლავებიდან აირების გამოდევნას.
დაიწვინეთ ბავშვი მუცლით ხელზე და მეორე ხელით დააფიქსირეთ მისი ზურგი (ეს პოზა „ვეფხვი ხეზე“ სახელით არის ცნობილი). ბავშვის ხელები და ფეხები უნდა იყოს თქვენი ხელის აქეთ-იქით. ამ პოზაში მისი კუნთები დუნდება და ეს ხელს უწყობს მისი მუცლის ღრუს გათავისუფლებას აირებისგან.
დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, მოუხარეთ პატარას ფეხები მუცლისკენ, მიიტანეთ მისი მუხლები მუცელთან და გაუშვით ხელი. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენიმეჯერ − ამ პროცედურის დროსაც დუნდება მისი მუცლის ფარის კუნთები და ეს ხელს უწყობს ტკივილის გაქრობას.
გაახვიეთ ბავშვი პლედში მჭიდროდ, ხელების ჩათვლით − ეს პატარებს დაცულობის შეგრძნებას უჩენს და ხელს უწყობს მათ მოდუნებას, რასაც შედეგად ტკივილის შემსუბუქებამდე მივყავართ.
„ბეიბიქალმის“ წვეთები ყოველი ჭამის წინ − აუცილებლად დაეხმარება პატარას და დაიცავს კოლიკისგან.
რატომ შეარჩიეთ „ბეიბიქალმი“?
უპირველესად იმიტომ, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე იყო მკვეთრი დეფიციტი 100%-ით ნატურალური და უსაფრთხო ანტიკოლიკური საშუალებებისა, როგორიც აღმოჩნდა „ბეიბიქალმი“. „ბეიბიქალმი“ შექმნილია სპეციალურად ახალშობილთა კოლიკის სიმპტომების მოსახსნელად. ეს არის მცენარეული ეთერზეთების შემცველი საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ახალშობილებისთვის − აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილის სამკურნალოდ
შეიცავს 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებს
არ შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს
არ შეიცავს შაქარსა და ხელოვნურ დამატკბობლებს
არ შეიცავს სპირტს
არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს
კომფორტულია გამოყენებისთვის
მოქმედებს მომენტალურად
არ აქვს გვერდითი მოვლენები
არ იწვევს შეჩვევას
არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ფარმპროდუქტთან ერთად
გამოყენების ჯერადობა შეუზღუდავია, რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც ბავშვს კოლიკა შეაწუხებს
პროდუქტს აქვს FDA, ABC, GMP, ISO საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატები
„ბეიბიქალმი“ უკვე 40 წელია უზრუნველყოფს მილიონობით ჩვილის მშვიდ ძილს. მიღებული და აღიარებულია ისრაელის, რუსეთის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მარეგულირებლების მიერ, სადაც მას ყველა სხვა მსგავს პროდუქტთან შედარებით უფრო ხშირად ურჩევენ ექიმები, ფარმაცევტები და ირჩევენ დედები.
საქართველოს ყველა სამშობიარომ მოკლე დროში აიტაცა ისრაელში წარმოებული, მთელ მსოფლიოში მიღებული „ბეიბიქალმის“ ანტიკოლიკური წვეთები.
„ბეიბიქალმი“ მიღებულია შიდა მოხმარების პროდუქტად ყველა სამშობიაროში, ვისთვისაც პრიორიტეტულია ახალშობილთა კოლიკის უსაფრთხოდ, გვერდითი მოვლენებისა და გართულებების გარეშე მკურნალობა, რაზეც უანგაროდ ზრუნავს ფარმაცევტული კომპანია „ლარიფან კავკასია“.
კომპანია უსასყიდლოდ აწვდის „ბეიბიქალმს“ ყველა სამშობიაროს საჭირო რაოდენობით, ასევე, ასპონსორებს სამშობიაროებში სხვადასხვა ღონისძიებას, რომელთა ფარგლებში ორსულები იღებენ საჩუქრებს და კვალიფიციურ კონსულტაციებს სპეციალისტების მხრიდან ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ახალშობილის მოვლა, ძუძუთი კვების სწორი ტექნიკა, მეძუძური დედის კვება, მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვა, ახალშობილის ტირილის მიზეზები და მათი მართვა, ახალშობილის ძილის დარღვევა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც აინტერესებთ და აწუხებთ ორსულებსა და ახალშობილთა დედიკოებს.
ტექსტი: ქეთევან დაუშვილი