• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თეა მრევლიშვილის განვითარების უწყვეტი გზა

March 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ესთეტიკურ მედიცინას დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უკავია, როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების ცხოვრებაში, რადგან ნებისმიერ ადამიანს სურს გამოიყურებოდეს მუდმივად ახალგაზრდად, ჯანსაღად და მიმზიდველად. მთავარია ჩვენი თავი ვანდოთ ადამიანს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და არის საკუთარი საქმის პროფესიონალი. სწორედ ასეთია ჟურნალ OK!-ს სტუმარი. მიიჩნევს, რომ ესთეტიკური მედიცინა სწორედ ის სფეროა, რომელიც მოითხოვს მუდმივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვას. მისი მრავალწლიანი გამოცდილება და შედეგები კი უპირობოდ იმის გარანტიაა, რომ პროფესიონალის ხელში ხართ. მაშ ასე, გაიცანით ექიმი-კოსმეტოლოგი, თეა მრევლიშვილი, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს საკუთარი გამოცდილებისა და მომსახურებების შესახებ.

გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. როდის დაინტერესდით პირველად ესთეტიკური კოსმეტოლოგიით?

უკვე 17 წელია ესთეტიკის სფეროში ვმოღვაწეობ. პირველად ჩემივე სახის კანის პრობლემამ დამაკავშირა ამ პროფესიასთან, – მოზარდობისას სახის კანზე ასაკობრივი პრობლემები დამეწყო. თავდაპირველად ჩემი პირადი ინტერესების გამო ჩავუღრმავდი კოსმეტოლოგიას, შემდეგ უფრო გამიტაცა და სპეციალობად ვაქციე. და აი, ასე გადმოვინაცვლე სტომატოლოგიიდან კოსმეტოლოგიაში. ორივე ადამიანის სიჯანსაღეს და როგორც შინაგან, ასევე ვიზუალურ ესთეტიკას მოიცავს, შესაბამისად, უცხო ნამდვილად არ ყოფილა ეს სფერო ჩემთვის.

 

პროფესიული გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ.

აქტიურად ვესწრები კონფერენციებს, ღონისძიებებს, საერთაშორისო დონის შეკრებებს, კონგრესებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გავიარე ძალიან ბევრი გადამზადება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რამაც ძალიან მაღალ საფეხურზე ამიყვანა ჩემს სფეროში. ამავდროულად, ვარ გერმანული კომპანია Dives Med Georgia-ს ოფიციალური ტრენერი უკვე მესამე წელია და აქტიურად ვარ ჩართული როგორც კოსმეტოლოგების დატრენინგებაში, ასევე მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში ინდივიდუალურად.

პრეპარატებზე მოგვიყევით, რომლებსაც იყენებთ.

ჩემი ფავორიტი პრეპარატი ისევ და ისევ გერმანული კომპანიის Dives Med Georgia-ს პრეპარატებია, რასაც დამსახურებული აქვს ყველაზე მაღალი შეფასებები და ფლობს ყველა მნიშვნელოვან სერტიფიკატს ესთეტიკის სფეროში. ამის გარდა ვიყენებ ყველა იმ პრეპარატს, რომლებიც ბაზარზე უკვე წლების გამოცდილია ოფიციალურად და მაღალი ხარისხით სარგებლობს.

როგორია თქვენი მიდგომები და რა არის თქვენი ნიშა? რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა თქვენი მომსახურება?

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უკავია ესთეტიკურ სფეროს, რა თქმა უნდა, ეს არის „ბედნიერების სილამაზე“.

თითოეული პაციენტი ჩემთვის არის ინდივიდუალური და ვუდგები შესაბამისად, საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩემთან მოსულმა პაციენტმა ყოველთვის იცის, რომ მიიღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით. სწორედ ეს არის ჩემი წარმატების გასაღები.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმაა არ გავჩერდე განვითარების გზაზე. ჩვენი სფერო ემსახურება ისეთ სილამაზის ხელოვნებას, რომელსაც მუდმივად სჭირდება განახლება, განვითარება და წინსვლა, ამიტომ არასოდეს შევჩერდები ამ გზაზე.

რა თქმა უნდა, ყველა ექიმის ოცნება და სურვილია ჰქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც მიიღებს პაციენტებს და გაუშვებს მათ გაღიმებულებსა და ბედნიერებს.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Phytorelax-ის პრემიუმკლასის სასაჩუქრე ნაკრებები

#OK! Phytorelax-ის პრემიუმკლასის სასაჩუქრე ნაკრებები

January 23, 2023
#OK! „როი ბ ჯგუფი“ საზოგადოებას პროექტირებიდან მშენებლობის დასრულებამდე ყველა მომსახურებას ერთად სთავაზობს

#OK! „როი ბ ჯგუფი“ საზოგადოებას პროექტირებიდან მშენებლობის დასრულებამდე ყველა მომსახურებას ერთად სთავაზობს

August 12, 2024
#OK! კიმონო − იაპონური კულტურის გამომხატველი სამოსი საქართველოში

#OK! კიმონო − იაპონური კულტურის გამომხატველი სამოსი საქართველოში

April 4, 2021
#OK! სექსუალური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პროგრამა

#OK! სექსუალური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო პროგრამა

December 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

July 1, 2025
#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

June 29, 2025
#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

July 2, 2025
#OK!  ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

#OK! ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები