• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! თბილისის ოპერის თეატრი

September 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

PSP – ჩემი ოჯახის აფთიაქი, საქართველოს ფარმაციის ლიდერი, ხარისხის გარანტი, ევროპული ღირებულებების მქონე კომპანია წარმოგიდგენთ ,,ევროპულ ისტორიებს”.

ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი, 1851 წლის 12 აპრილს, გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. ამავე წლის 25 ოქტომბერს პარიზულ გაზეთში „ილუსტრასიონი“ დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის სტატია თეატრის დარბაზის ორი სურათით. ავტორი წერდა: „ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანიული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია“.

განთქმულმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრე დიუმამ, რომელმაც 1858 წელს თბილისი მოინახულა, თავის წიგნში „კავკასია“, ოპერის თეატრს მთელი თავი მიუძღვნა. „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თეატრის დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავს“, − წერდა იგი.

1851 წლის 9 ნოემბერს, საგანგებოდ მოწვეულმა იტალიურმა დასმა, დირიჟორ ბარბიერის ხელმძღვანელობით, თბილისის პირველი საოპერო სეზონი გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ გახსნა. ეს მოვლენა სახალხო ზეიმად იქცა. სამი თვის განმავლობაში ბარბიერიმ თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა, მათ შორის: ჯუზეპე ვერდის „ერნანი“, ვინჩენცო ბელინის „ნორმა“, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“ და სხვ.

1857 წელს სწორედ თბილისის ოპერის სცენაზე შედგა მომავალში სახელგანთქმული სოპრანოს, ჯუზეპე ვერდის რჩეული მომღერლის − ტერეზა შტოლცის სასცენო დებიუტი.

თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. იტალია იმ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ეწეოდა ავსტრიის იმპერიისგან თავდასახსნელად და დიდი კომპოზიტორის ეროვნული სულისკვეთება მახლობელი და გასაგები იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველებისათვის.

მოგვიანებით, თბილისში დიდი ინტერესი გამოიჩინეს გერმანული, კერძოდ, რიხარდ ვაგნერის ოპერების მიმართ. როგორც წესი, ევროპაში შექმნილ მაღალმხატვრულ საოპერო თხზულებათა დიდი ნაწილი მალევე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა. ოპერა თბილისში სახალხო სანახაობად იქცა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საოპერო დასის შექმნაც გადაწყდა.

გაიგე მეტი: #ევროპულიისტორიები

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

October 6, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

September 14, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

August 8, 2025
#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი
OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დაიცავი გარემო და ადამიანები  „მწვანე ინჟინერიის ცენტრის“ სოციალური კამპანია დაუცველი ოჯახებისთვის

#OK! დაიცავი გარემო და ადამიანები „მწვანე ინჟინერიის ცენტრის“ სოციალური კამპანია დაუცველი ოჯახებისთვის

October 12, 2024
#OK! “შაკირა და ტომ კრუზი ერთმანეთს ხვდებიან” – ვარსკვლავების ახალი ფოტოები

#OK! “შაკირა და ტომ კრუზი ერთმანეთს ხვდებიან” – ვარსკვლავების ახალი ფოტოები

May 10, 2023
#OK! რა ეცვა მეგან მარკლს Women of Vision-ის დაჯილდოებაზე

#OK! რა ეცვა მეგან მარკლს Women of Vision-ის დაჯილდოებაზე

May 17, 2023
#OK! „მე ქალს აღვიქვავ, როგორც სამყაროში ერთერთი ლამაზი ქმნილება და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება“.

#OK! „მე ქალს აღვიქვავ, როგორც სამყაროში ერთერთი ლამაზი ქმნილება და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება“.

September 21, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები