• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ სანდრო ბოლქვაძესთან

დეკემბერი 28, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია საზოგადოების ერუდირების დონე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა. ამავე მიზანს ემსახურება „ინოვაციური განათლების ცენტრიც“ – მონტესორის საბავშვო ბაღი, რომელიც სკოლამდელ საგანმანათლებლო სექტორში ნერგავს ევროპულ და ინოვაციურ სტანდარტს. OK! გთავაზობთ „ინოვაციური განათლების ცენტრისა“ და BM Soft-ის თანადამფუძნებლის, სანდრო ბოლქვაძის, ინტერვიუს მის მიერ განვლილი გზის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილი გზის შესახებ.

სკოლის დასრულების შემდეგ, პროფესიის შერჩევის პროცესში, არჩევანის წინაშე დავდექი. სამ ალტერნატიულ ვარიანტს განვიხილავდი: მუსიკა, არქიტექტურა და ბიზნესის ადმინისტრირება. არჩევანი შევაჩერე ბიზნესის ადმინისტრირებაზე, საიდანაც დაიწყო ჩემი საკმაოდ საინტერესო პროფესიული ცხოვრება. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე მუშაობა. მას შემდეგ არაერთი კუთხით განვავითარე საკუთარი შესაძლებლობები − IT-მენეჯმენტის, ფინანსების, ბიზნესის მოდელირებისა და სხვა მიმართულებებით. შესაბამისად, სწავლასთან ერთად ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობდი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და იმის გაგებას, თუ საბოლოოდ რა მიმართულებით მსურდა მუშაობის გაგრძელება. როდესაც ბაკალავრიატი დავხურე, მივხვდი, რომ სფერო, რომელიც მაინტერესებდა, იყო სტატისტიკური ანალიზი და ზოგადად, ბიზნესის მენეჯმენტი. სწორედ მაშინ ვცადე პირველად საკუთარი თავი წარმოების მიმართულებით. ლერი მილდიანთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი და ვმუშაობდი ქარხნებისა და საწარმოების შექმნაში, ასევე − ტურისტულ სექტორში. ვითვლიდი და ვაკეთებდი პროგნოზებს, ვქმნიდი ორგანიზაციულ სტრუქტურას და ვასაქმებდი ადამიანებს.

გვესაუბრეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. როგორ გაჩნდა ახალი ინოვაციური პლატფორმის შექმნის იდეა?

ამჟამად ვმუშაობ საერთაშორისო კომპანია One Smart Star-ში, სადაც გახლავართ კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელი საქართველოს რეგიონში. ვქმნით ინოვაციურ პლატფორმებსა და მომსახურებებს. გამოვარჩევდი „ინოვაციური განათლების ცენტრსაც“ − მონტესორის საბავშვო ბაღს, რომელიც ლერი მილდიანთან ერთად დავაფუძნე. საბავშვო ბაღში დიდი ყურადღებაა გამახვილებული განათლებისა და ინოვაციების ერთმანეთთან ინტეგრირებაზე. ჩემთვის ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების დონე განისაზღვრება მისივე მოსახლეობის განათლების ხარისხით. რაც შეეხება მონტესორის საბავშვო ბაღს, აქ ბავშვებისთვის მოწყობილია უნიკალური გარემო, რათა შეძლონ განვითარების საფეხურების სწრაფად გავლა, რომელიც პატარებს დაეხმარება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის განათლების ქცევას. სწორედ მისი მეშვეობით ვგეგმავთ სტუდენტების დასაქმებასა და ზოგადად, დასაქმების ბაზრის ხელშეწყობას. ამ ინოვაციური პროექტით ჩვენ დავეხმარებით კომპანიებს მაქსიმალურად მოკლე დროში იპოვონ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

 

საქმიანობისას რა წარმოადგენს თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს?

ჩემი საქმიანობის დასაწყისში, როდესაც HR-ის ფუნქციას ვასრულებდი, მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიან ურთიერთობაში გახლავთ გულწრფელობა. ვფიქრობ, გულწრფელობის არარსებობა ანგრევს ურთიერთობებს და პროფესიული თვალსაზრისით ხელს უშლის ადამიანის განვითარებას.

გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

მთელი ჩემი ყურადღება და რესურსი მიმართული მაქვს ციფრული ინდუსტრიისკენ, რადგან დღესდღეობით ეს გახლავთ უნიკალური სფერო, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ ინდუსტრიის რესურსი ინტელექტია. შესაძლოა, რომელიღაც ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს გარკვეული მიმართულებით, მაგრამ თუ ჩვენ საკმარის რესურსს გავიღებთ განათლებისთვის, მეტად კონკურენტუნარიანი ვიქნებით საერთაშორისო ბაზარზე. ამისთვის საუკეთესო გზაა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს განათლებას, დასაქმებასა და ბიზნესსექტორს. ეს კი, თავის მხრივ, უფრო მარტივს გახდის პიროვნული განვითარებისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Fiore di Tako – ქართული, ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი
ინტერვიუ

#OK! Fiore di Tako – ქართული, ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი

მაისი 7, 2022
#OK! Live-ჩართვები პლასტიკური ქირურგების ოპერაციებიდან – ინტერვიუ მედიცინის პირველ ქართველ ვლოგერთან
ბლოგი

#OK! Live-ჩართვები პლასტიკური ქირურგების ოპერაციებიდან – ინტერვიუ მედიცინის პირველ ქართველ ვლოგერთან

მაისი 2, 2022
#OK! ლიკა ჭკუასელის არაჩვეულებრივი გამოფენა
ინტერვიუ

#OK! ლიკა ჭკუასელის არაჩვეულებრივი გამოფენა

მაისი 2, 2022
#OK! პანდემია ქართულად…
ინტერვიუ

#OK! პანდემია ქართულად…

მაისი 2, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! CHRONOS მრავალსაუკუნოვანი ქართული საგანძურით შთაგონებული სამკაული

#OK! CHRONOS მრავალსაუკუნოვანი ქართული საგანძურით შთაგონებული სამკაული

ივნისი 5, 2021
#OK! კაბა – ქალბატონების რჩეული ქართული ბრენდი

#OK! კაბა – ქალბატონების რჩეული ქართული ბრენდი

ოქტომბერი 1, 2021
#OK! გამოწვევები, როგორც დაავადების დამარცხების საწინდარი

#OK! გამოწვევები, როგორც დაავადების დამარცხების საწინდარი

ივლისი 14, 2021
#OK! პოდიუმის დედოფალი 52 წლისაა – ნაომი კემპბელის 13 გამორჩეული გამოსვლა პოდიუმზე 90-იანი წლებიდან დღემდე

#OK! პოდიუმის დედოფალი 52 წლისაა – ნაომი კემპბელის 13 გამორჩეული გამოსვლა პოდიუმზე 90-იანი წლებიდან დღემდე

მაისი 22, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “დედაჩემი ლესბოსელია, მამაჩემი გეი, მინდა ადამიანებმა შემომხედონ და ჩემში ჩვეულებრივი ადამიანი დაინახონ” – ჯოზეფინ სკრივერი

#OK! “დედაჩემი ლესბოსელია, მამაჩემი გეი, მინდა ადამიანებმა შემომხედონ და ჩემში ჩვეულებრივი ადამიანი დაინახონ” – ჯოზეფინ სკრივერი

მაისი 18, 2022
#OK! ჰომოსექსუალი ვარსკვლავები და მათი პარტნიორები

#OK! ჰომოსექსუალი ვარსკვლავები და მათი პარტნიორები

მაისი 17, 2022
#OK! “მე ასე გავიღვიძე” – როგორ გამოიყურება 41 წლის კიმ კარდაშიანი მაკიაჟის გარეშე

#OK! “მე ასე გავიღვიძე” – როგორ გამოიყურება 41 წლის კიმ კარდაშიანი მაკიაჟის გარეშე

მაისი 19, 2022
#OK! კენდალ ჯენერი FWRD-ის ახალ ფოტოსესიაში

#OK! კენდალ ჯენერი FWRD-ის ახალ ფოტოსესიაში

მაისი 18, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×