ინტერვიუ გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელ ზინკა ბოროდკინასთან
მინდა წარმოგიდგინოთ კომპანია M|group, რომელიც 2005 წლიდან წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანიამ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ საინტერესო გზა განვლო და დღეს აერთიანებს ისეთ რესტორნებსა თუ სასტუმროებს, რომლებმაც საკუთარი სიტყვა უკვე თქვეს ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება M|catering-ის მიმართულებას, აქაც მრავალწლიან გამოცდილებას ფლობს კომპანია და ჩატარებული აქვს 4 000-ზე მეტი ღონისძიება თუ პროექტი. მრავალწლიანი გამოცდილებითა და განახლებული სერვისებით M|catering პროექტების ორგანიზების მრავალფეროვან შესაძლებლობას და სრულყოფილი ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ყველა სერვისს გთავაზობთ. ამ ყველაფრის შესახებ უფრო ვრცლად და დეტალურად M|group-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი − ზინკა ბოროდკინა გვიამბობს.
ზინკა, უპირველესად, გაგვეცანით. როგორია თქვენი პროფესიული გზა დღევანდელ დღემდე?
დღევანდელ დღემდე ვრცელი და ძალიან საინტერესო გზა გამოვიარე, რამდენიმე სხვადასხვა პროფესიით ვიმუშავე, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და დღეს ძალიან მეხმარება ყოველდღიურ სამუშაოში. როგორც უკვე აღვნიშნე, წლების განმავლობაში ბევრ სფეროში ვცადე ძალები, მივიღე გამოცდილება ხარისხის კონტროლში, ციფრულ მარკეტინგსა და გაყიდვებში. საბოლოოდ შევჯერდი, რომ გაყიდვები ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა, სასტუმროს და ზოგადად, სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით.
რას მოიცავს თქვენი დღევანდელი საქმიანობა?
2022 წელს შემოვუერთდი M|group-ს და გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. რესტორნების მიმართულებით ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება, რომელიც ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. არაფერია იმაზე საინტერესო, როდესაც საკუთარ თავს რთულ გამოწვევებს უსახავ, ხოლო შემდეგ ამ პროცესის შედეგებით ტკბობა განუმეორებელი შეგრძნებაა.
რას სთავაზობს საზოგადოებას M|group-ი?
M|group-ის მიმართულებები საკმაოდ მრავალმხრივია. დღეისათვის ჯგუფის მართვაში შედის 8 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონში. M|group-ი პირველი მენეჯმენტჯგუფია აღმოსავლეთ ევროპის HoReCa-სექტორში, რომელიც 2008 წელს გახდა HACCP-ის კონცეფციით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 22000:2005 სერტიფიკატის მფლობელი.
ჩვენს მმართველობაში შედის რამდენიმე რესტორანი, ესენია: „პურის სახლი“, „მასპინძელო“, „უბანი“, „მეტეხის ჩრდილში“, „ოტიუმი“.
წელს სრულიად განსხვავებული პროექტით წარვდექით მომხმარებლის წინაშე – პროექტი „მასპინძელო ექსპრესი“ არის რესტორანი, რომლის ორი ფილიალი უკვე გავხსენით. ერთი მდებარეობს გ.ახვლედიანის 20-ში, ხოლო მეორე ც.დადიანის 26 ა-ში. „მასპინძელო ექსპრესის“ მიზანია მოერგოს ცხოვრების სწრაფ რიტმს, სადაც სტუმარი უმოკლეს დროში შეძლებს მიიღოს ჯანსაღი, ქართულ ნედლეულზე დამზადებული, უგემრიელესი გათანამედროვებული კერძები, რომლებიც მომზადების ყველა ტრადიციას მოიცავს.
M|Catering-ის მიმართულებას რაც შეეხება, M|Group-ი აქაც მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. კომპანიას ამ დრომდე ჩატარებული აქვს ათასობით ღონისძიება. წელს M|Catering-ი განვაახლეთ − როგორც მენიუს თვალსაზრისით, ასევე ვიზუალური წარდგენით. შესაბამისად, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი აქცენტი გამახვილებულია M|Catering–ზე. გვსურს, რომ ჩვენს დამკვეთს ჰქონდეს სერვისის სრული არჩევანი. M|Catering-ის გემოებსა და ვიზუალზე იზრუნა ჩვენმა ბრენდშეფმა − გიორგი არაბულმა. ის ნამდვილი ვირტუოზი, საოცარი იდეების პატრონი და გემოების შერწყმის ოსტატია.
გვესაუბრეთ აქამდე განხორციელებულ ღონისძიებებზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, M|catering-ი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც 17 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და ჩატარებული აქვს 4 000-ზე მეტი ღონისძიება თუ პროექტი. მრავალწლიანი გამოცდილებითა და განახლებული სერვისებით M|Catering პროექტების ორგანიზების მრავალფეროვან შესაძლებლობას და სრულყოფილი ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ყველა სერვისს გთავაზობთ.
შესაბამისად, ორგანიზებას ვუწევთ ნებისმიერი სახის ღონისძიებას – იქნება ეს კორპორაციული, სადღესასწაულო, ქორწილი, ნიშნობა, დაბადების დღე თუ უბრალოდ, მეგობრების შეკრება. აბსოლუტურად ნებისმიერ სეგმენტზე მორგებული პროდუქტი გვაქვს და რაც მთავარია, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ლოკაციას, არ არსებობს სირთულე და წინაღობა, რომელსაც ორგანიზებას ვერ გავუწევთ, რადგან ამ ყველაფრის უკან პროფესიონალთა დიდი გუნდი დგას.
გვიამბეთ გუნდზე, რომელიც კომპანიის მიღმა დგას.
ძალიან დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია დაკომპლექტებულია საოცარი გუნდით და კადრებით, რომლებიც გარდა იმისა, რომ ფლობენ მრავალწლიან გამოცდილებას ამ სფეროში, ასევე აქვთ მაქსიმალურად სწორი ხედვები და მიზნები. ამ ყველაფრის ასე შეკვრა და საზოგადოებამდე მიწოდება კი ძალიან დიდი იშვიათობაა.
უზომოდ ამაყი ვარ, რომ ასეთი შეკრული გუნდი გვყავს და ყველა მათგანს ერთი მიზანი ამოძრავებს. მოგეხსენებათ, ბიზნესის ძირითადი წარმატების გასაღები არის გუნდის ერთიანობა. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ძალიან დიდი მწვერვალების დაპყრობა გველის. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი კომპანია მუდმივად ინოვაციების ძიებაშია და დროს ფეხდაფეხ მიჰყვება.
რა მიგაჩნიათ კომპანიის ე.წ. ნიშად, უპირატესობად?
ვინაიდან M|group-ი არაერთ რესტორანსა თუ სასტუმროს ერთიანებს, ამ ყველაფრის მართვა არ არის მარტივი საქმე, თუმცა ყველაზე საოცარი ის გახლავთ, რომ ეს კომპანია 2005 წლიდან ინარჩუნებს ქართული სუფრის ტრადიციას და ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებელს მიაწოდოს წლიდან წლამდე განახლებული ვერსია, ყველა გემოსი და რეცეპტის შენარჩუნებით.
ამდენი წლის განმავლობაში თითოეულმა ჩვენმა რესტორანმა შეინარჩუნა ხარისხი თუ გემო და ამაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველა ჩვენი ობიექტი მოწინავე პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია მომხმარებლის კმაყოფილებაზე ძალიან აქცენტს მაქსიმალურად ამახვილებს. ჩვენთან მოსული ნებისმიერი სტუმარი იმდენად ძვირფასია, რომ უბრალოდ ვერ დავაღალატებთ. ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, ჩვენი რესტორნიდან გასული თითოეული ადამიანი კვლავ დაგვიბრუნდეს. კომპანიის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სტუმარს მიაწოდოს ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი.
M|group-ი ზრდასა და საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
იშვიათად შევხვედრივარ კომპანიას, სადაც ნებისმიერი ადამიანის მიმართ ისეთი პასუხისმგებლობიანი მიდგომა აქვთ, როგორიც ჩვენთან. ამდენი წლის განმავლობაში ხარისხის შენარჩუნება არცთუ მარტივია და რაც უნდა ფართო მასშტაბებზე გავიდეთ, ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი.
სამომავლო გეგმები…
რასაკვირველია, სამომავლო გეგმები მუდმივად გვაქვს, თუმცა ამის შესახებ ეტაპობრივად ვამცნობთ ჩვენს მომხმარებლებს. რაც დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ გვსურს მოვიცვათ სრულიად რეგიონი და სამომავლოდ იმედი გვაქვს, ქვეყნის გარეთაც გავალთ.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი