მოდის სახლ “ვალენტინოს” კრეატიულმა დირექტორმა პიერპაოლო პიჩოლიმ რამდენიმე საათის წინ რომში ბრენდის უახლესი კოლექცია წარადგინა. იქიდან გამომდიარე, რომ გასული სეზონის მთავარი ფერი ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის გადაწყვეტილებით ვარდისფერი იყო, სტუმრების უმეტესობა შოუზე სწორედ ამ ფერის სამოსით მივიდა. დამსწრეთა შორის იყო ამერიკელი მსახიობი ენ ჰეტევეი, რომელიც შოუზე “ვალენტინოს” სამოსით გამოჩდა.