40 წლის ვარსკვლავი პერიზ ჰილტონი განსხვავებული და დასამახსოვრებელი იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. ვარდისფერი ფერისადმი სიყვარულის გამო უამრავი ადამიანი მას ნამდვილ ბარბისაც კი უწოდებს და როგორც ჩანს თავად პერიზი ამ სახელს არაჩვეულებრივად იფერებს. ამჯერად ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი ფოტო გაანთავსა.
უახლეს კადრებში ქერათმიან ლამაზმანს ვარდისფერი სამოსი აცვია და ამავე ფერის Bentley Continental-ის ფონზე პოზირებს, რომელიც მან 2008 წელს 200,000 დოლარად შეიძინა.