• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ყველაზე ტრენდული და ულამაზესი მაგიდის გადასაფარებლები EKOSI-სგან

May 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დეტალები, რომლებიც განსხვავებულ ინტერიერს ქმნის

ქართული ბრენდი EKOSI პანდემიის დროს შეიქმნა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ულამაზეს და ორიგინალურ მაგიდის გადასაფარებლებს, ფარდებსა და ჭურჭელს. ამ ორიგინალური დეტალებით შეგიძლიათ უფრო საინტერესო და ლამაზი გახადოთ თქვენი სახლის ინტერიერი. EKOSI-ს პროდუქცია ქართულ ბაზარს გასცდა და მასზე მოთხოვნა საზღვრებს გარეთაც გაიზარდა. ბრენდის ბოლო წარმატება პოლონეთს უკავშირდება, სადაც ბრენდმა EKOSI დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბრენდის დამფუძნებელი, ანსამბლ „რუსთავის“ მსახიობი და მოცეკვავე − ეკა მოდებაძე #OK!-ის ესაუბრა.

როგორია თქვენი ბრენდის შექმნის ისტორია?

ძალიან მიყვარს ლამაზი ინტერიერი და შინ ყოველთვის ვცდილობდი საინტერესო დეტალებით განსაკუთრებული გარემოს შექმნას. ერთხელაც, ვერ ვიპოვე განსხვავებული მაგიდის გადასაფარებელი, ამიტომაც თვითონ დავამატე ლამაზი დეტალი, რამაც სტუმრების მოწონება დაიმსახურა. სწორედ აქედან დაიბადა ჩემი ბრენდის − EKOSI-ს შექმნის იდეა, რომელიც საკმაოდ მძიმე პერიოდს − პანდემიას დაემთხვა. ჩემთვის EKOSI არის ხელოვნება, რომელიც საკუთარ პროფესიასთან ძალიან ახლოს დგას.

რა სახის პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

საკმაოდ მრავალფეროვანი, განსხვავებული, ორიგინალური პროდუქცია გვაქვს. ვმუშაობთ ბევრი სახის ქსოვილზე. თავიდან დავიწყე მაგიდის გადასაფარებლებით, შემდეგ უკვე დავამატე ფარდები, რამაც მეტად გაალამაზა პროდუქცია და უფრო გაიზარდა ჩვენი მომხმარებლის რიცხვი. ვინაიდან ჩვენს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იყო, გადავწყვიტე დამემატებინა ჭურჭელი, რომელიც „ეკოსის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელნაკეთი მაგიდის გადასაფარებლის ორნამენტებით და ანბანის ასოებით არის გაფორმებული. ასევე, ჩვენი ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ორიგინალურ და ულამაზეს კაბა-ხალათებს. მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხი ჩემთვის უმთავრესია, შესაბამისად „ეკოსის“ ყველა პროდუქცია გამორჩეულია როგორც სილამაზით, ასევე ხარისხით.

 

დიზაინს ვინ ქმნის?

დიზაინს თავად მე ვქმნი. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მთელ გულს ვდებ ამ საქმეში და ვფიქრობ, მომხმარებელიც გრძნობს ამას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს მათთან, ვეხმარებით ზომების სწორად არჩევაში, ვცდილობთ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს მათთვის. ჩვენი ბრენდის დიზაინი ყველა ტიპის ინტერიერს განსხვავებულ და ლამაზ დეტალს შესძენს. დღესასწაულებზე ხშირად ვთავაზობთ ახალ დიზაინს, სააღდგომოდაც „ეკოსიმ“ შექმნა საოცრად ლამაზი გადასაფარებელი, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება და ყურადღება დაიმსახურა.

რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე?

მიხარია, რომ „ეკოსიმ“ არაერთი სახლი, სასტუმრო და რესტორანი გაალამაზა. მომწონს ეს პროცესი, როდესაც მაჩვენებენ ინტერიერს და მე სპეციალურად მათთვის ვქმნი იმ პროდუქციას, რომელიც ამ ინტერიერს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. საქართველოს რეგიონებშიც ძალიან პოპულარულია ჩვენი პროდუქცია და მიხარია, რომ სრულიად საქართველო მოიცვა ჩვენმა ბრენდმა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მომხმარებლები გვყავს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, გერმანია, კატარი, კანადა, ინდოეთი და მათ შორს უკრაინაც, სადაც ახლა მოგეხსენებათ რა მდგომარეობაცაა. სულ ახლახან პოლონეთში გაიმართა გამოფენა, სადაც წარდგენილი იყო ჩვენი ბრენდის პროდუქცია. წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა და დიდი ინტერესი გამოხატეს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენებმა. განსაკუთრებით მოეწონათ გადასაფარებლები, რომელზეც აღბეჭდილია ყველა კუთხის ქართული ნაციონალური სამოსი. სწორედ ეს მოწონება და ასეთი დიდი ყურადღება მაძლევს მოტივაციას, უფრო მეტი ვაკეთო.

სად შეუძლია საზოგადოებას თქვენი პროდუქციის შეძენა?

„ეკოსის“ პირველი ქსელი გაიხსნა „სითი მოლში“, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მივიდნენ და ადგილზე შეარჩიონ სასურველი პროდუქტი.

სამომავლო გეგმები…

სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს… მინდა დავამატო სხვადასხვა ქსელი, ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ სხვადასხვა რესტორანთან და სასტუმროსთან. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ პროფესიასთან ერთად ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ეს არის საქმე, რომელსაც დიდ შრომასა და სიყვარულს ვახარჯავ. მეამაყება, რომ ვემსახურები ქართულ კულტურას და ხელოვნებას − ეს ჩემი ცხოვრებაა და ამის გარეშე არ შემიძლია.

 

ასევე გაეცანი

#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბავშვთა გასართობი ცენტრი „ბი ფაქტორი“ – სივრცე, რომელიც თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნის

#OK! ბავშვთა გასართობი ცენტრი „ბი ფაქტორი“ – სივრცე, რომელიც თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნის

June 14, 2023
#OK! გამორჩეული კონცეფცია და ახალი საკონდიტრო  „ბიგ დეის“ სიახლეების შესახებ

#OK! გამორჩეული კონცეფცია და ახალი საკონდიტრო „ბიგ დეის“ სიახლეების შესახებ

June 12, 2025
#OK! Doctors – ირინა სააკაშვილი

#OK! Doctors – ირინა სააკაშვილი

October 7, 2024
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები