• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! „ჩუროსიტა“ − ესპანური გემოები თბილისში

March 23, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ჩუროსიტა“ სწორედ იმ ობიექტის სახელწოდებაა, რომელიც ჯადოსნურ გემოებს აერთიანებს და საზოგადოებას უგემრიელეს − ესპანურ ტრადიციულ ტკბილეულს სთავაზობს. ამ ადგილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა ისიც არის, რომ „ჩუროსიტას“ დამფუძნებლის − ნინო ფრიდონიშვილის ბებიას წლების წინ აქ სწორედ ტკბილეულის მაღაზია ჰქონდა გახსნილი და საზოგადოებას დაუვიწყარ გემოებს სთავაზობდა. როგორ გაჩნდა „ჩუროსიტას“ დაფუძნების იდეა, რას სთავაზობს მომხმარებლებს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები − ყოველივე ამის შესახებ თავად ნინო ფრიდონიშვილი გვიამბობს.

პირველად როდის გამოჩნდა „ჩუროსიტა“ ქართულ ბაზარზე?

„ჩუროსიტა“ 2020 წლის 24 სექტემბერს გავხსენით. იდეა უფრო ადრე გაგვიჩნდა, მაგრამ პანდემიის პერიოდი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ საფუძვლიანად დაგვეგეგმა და სრული მობილიზებით გაგვეხსნა ობიექტი.

 

 

როგორ გაჩნდა იდეა?

ეს ადგილი მემკვიდრეობით მივიღე ბებიასგან, რომელსაც წლების წინ სწორედ ამ სივრცეში ჰქონდა კაფე „თოლია“. ამ ადგილთან უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვსტუმრობდით მას და უგემრიელესი ნაყინით მიმასპინძლდებოდა. ახლაც ვგრძნობ ამ სითბოსა და სიყვარულს. მიხარია, რომ შევძელი ოჯახის მემკვიდრეობისა და ტრადიციის გაგრძელება. წლების შემდეგ სწორედ იმ გამწოვის შახტაზე დავაერთე საკუთარი გამწოვი, რომელიც ბებიაჩემმა წლების წინ გაიყვანა.

ამ სენტიმენტურ და ემოციურ მოგონებებთან ერთად, რომელიც ბებიაჩემთან მაკავშირებს, ეს იდეა დიდწილად ჩემს პატარა ოჯახს უკავშირდება. მე და ჩემი მეუღლე ესპანეთში და ამსტერდამში ვმოგზაურობდით, სადაც გავაგემოვნეთ ჩუროსები და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ობიექტი, რომელიც ასეთ გემრიელ პროდუქციას შესთავაზებდა მომხმარებელს. ორი წლის განმავლობაში ვაგროვებდით საჭირო თანხებს, ვგეგმავდით ყველაფერს, რაც გახსნისთვის იყო საჭირო. სრული მობილიზების შემდეგ, საზოგადოებას შევთავაზეთ ჩვენი პირველი ობიექტი.

რას სთავაზობს „ჩუროსიტა“ მომხმარებლებს?

ჩვენთან წარმოდგენილია ესპანური ტრადიციული ჩუროსები − ეს არის შემწვარი ხრაშუნა ტკბილეული, რომელიც მზადდება მოხარშული ცომისგან. პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა სახით, მათ შორის: კლასიკური ჩუროსა, რომელიც პორციულია, ასევე, მომრგვალებული ან ლუპის ფორმის ჩუროსები, რომელიც უნდა მივირთვათ შოკოლადთან, სხვადასხვა ჯემთან ან მოხალულ მზესუმზირასთან ერთად. გარდა ამისა, გვაქვს შიგთავსიანი ჩუროსები, ანუ მის შუა ნაწილში მოთავსებულია კრემი, მოხალულ მიწისთხილთან და ნუშთან ერთად.

მენიუში ასევე გვაქვს ვეგანური პროდუქტი − იქნება ეს ყავა თუ თავად ჩუროსები. ყოველდღიურად ვმუშაობთ ვეგანური მენიუს განვითარებაზე და სხვადასხვა გემოს შეთავაზებაზე ჩვენი მომხმარებლებისთვის. მათთვის სულ მალე ბევრი სიახლე გვექნება.

სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია პეკინის გამზირიზე, N9 -ში. ახლო მომავალში გვინდა გავფართოვდეთ და გავხსნათ ფილიალები მოლებში, თბილისის უბნებში და ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქციის შეძენა. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ მიტანის თითქმის ყველა სერვისთან.

 

 

როგორია საზოგადოების მხრიდან დაინტერესება?

უზომოდ გაგვახარა ფაქტმა, რომ დაინტერესება გახსნის დღიდან ძალიან დიდი იყო − მიუხედავად იმისა, რომ თავად დესერტი საკმაოდ უცხოა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს ადგილი პირველი ესპანური ტრადიციული საჩუროსეა ქვეყანაში. თანაც, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანდემიის პერიოდი ცოტა საშიში იყო ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო.

ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ ხშირად ბრუნდებიან ჩვენგან წასული მომხმარებლები. უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს ახლობლებს და ეს ყველაზე სასიამოვნოა ჩვენი კომპანიისთვის.

როგორია „ჩუროსიტას“ სამომავლო გეგმები?

ბრენდის განვითარების თვალსაზრისით, იგეგმება ახალი ფილიალების დამატება როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მუდმივად ვზრდით, ვაფართოვებთ ასორტიმენტს და ახლო მომავალში ვგეგმავთ ჩურო-ბურგერების დამატებას, რომელიც ასევე საოცრად გემრიელია და დარწმუნებული ვარ, მომხმარებელს ძალიან მოეწონება.

დასაწყისშივე შევძელით გავმკლავებოდით მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევას − პანდემიას ვგულისხმობ. ამ გამოცდილებით, ვცდილობთ ჩვენს ობიექტს ახლაც და მომავალშიც, ყველა სირთულისა და გამოწვევის მიმართ „იმუნიტეტი“ ჰქონდეს.

 

ასევე გაეცანი

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება
Gastro

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი
Gastro

#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი

February 12, 2025
#OK! დააგროვეთ ზამთართან დაკავშირებული ძვირფასი მოგონებები რესტორან “პანორამაში”
Gastro

#OK! დააგროვეთ ზამთართან დაკავშირებული ძვირფასი მოგონებები რესტორან “პანორამაში”

February 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლიზე და მათ ორ შვილზე ძალადობდა” – შემთხვევა, რის გამოც წყვილის ქორწინება დასრულდა

#OK! “ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლიზე და მათ ორ შვილზე ძალადობდა” – შემთხვევა, რის გამოც წყვილის ქორწინება დასრულდა

October 7, 2022
#OK! ელზა ჰოსკის სპორტული სტილი: მოდელი Gucci-ს მაისურით!

#OK! ელზა ჰოსკის სპორტული სტილი: მოდელი Gucci-ს მაისურით!

May 20, 2021
#OK! უგემრიელესი ტკბილეული „ჩოკოლატლისგან“

#OK! უგემრიელესი ტკბილეული „ჩოკოლატლისგან“

March 31, 2021
#OK! ქეით მოსის 19 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი Ermanno Scervino-ის ახალ კამპანიაში

#OK! ქეით მოსის 19 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი Ermanno Scervino-ის ახალ კამპანიაში

December 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

June 22, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები