• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion
Paris, FRANCE  - *EXCLUSIVE*  - Kim Kardashian dons a yellow caution tape ensemble at the Balenciaga Fall/Winter 2022/2023 show during Paris Fashion Week at Le Bourget in Paris, France.

Pictured: Kim Kardashian

BACKGRID USA 6 MARCH 2022 

BYLINE MUST READ: Best Image / BACKGRID

USA: +1 310 798 9111 / usasales@backgrid.com

UK: +44 208 344 2007 / uksales@backgrid.com

*UK Clients - Pictures Containing Children
Please Pixelate Face Prior To Publication*

Paris, FRANCE - *EXCLUSIVE* - Kim Kardashian dons a yellow caution tape ensemble at the Balenciaga Fall/Winter 2022/2023 show during Paris Fashion Week at Le Bourget in Paris, France. Pictured: Kim Kardashian BACKGRID USA 6 MARCH 2022 BYLINE MUST READ: Best Image / BACKGRID USA: +1 310 798 9111 / usasales@backgrid.com UK: +44 208 344 2007 / uksales@backgrid.com *UK Clients - Pictures Containing Children Please Pixelate Face Prior To Publication*

#OK! ქართველი დიზაინერების მხარდაჭერა უკრაინას

April 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში საჰაერო და სახმელეთო შეჭრა განახორციელა და თანამედროვე სამყარომ ახალ რეალობაში გაიღვიძა. მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, ჩვენ − ყველანი, როგორც შეგვიძლია ისე გამოვხატავთ საკუთარ სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ქართველმა დიზაინერებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი.

გიორგი ქებურია უცხადებს მხარდაჭერას უკრაინას და რუსეთიდან შეკვეთების მიღებას აჩერებს. ასევე, ბრენდმა შექმნა ქუდი უკრაინის დროშის ფერებში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში დიზაინერის ვებსაიტზე იყიდებოდა. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას.

 

მაკა კვიციანი, Dalood

ქართულ ბრენდ Dalood-ის კრეატიულმა დირექტორმა მაკა კვიციანმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინელი ლტოლვილების დასაქმებისთვის.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, ჩვენი მხრიდან კი რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეგვეთავაზებინა სამუშაო ადგილი. უკვე გვქონდა ორი გასაუბრება, ადგილი ჯერ კიდევ ვაკანტურია. მკერავი იქნება თუ კონსტრუქტორი, ჩვენ მზად ვართ უკრაინელები დავასაქმოთ აღნიშნულ პოზიციებზე“, − განაცხადა მაკა კვიციანმა.

 

 

დიზაინერმა ალექსანდრე ახალკაციშვილმა #OK!-ისთან საუბრისას თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობაა დღეს მეგობარი ერისა და სახელმწიფოს მხარდაჭერა, უსამართლობის შემჩნევა და ამაზე რეაგირება. პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს, რაც ჩვენს რესურსებშია და საქმის ჩარჩოებშიც ჯდება“.

როგორც ალექსანდრე ამბობს, მან შეაჩერა გაყიდვები რუსეთსა და ბელარუსში და აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობაში.

„პირველი შეზღუდვა შეეხო ექსპორტს. ჩვენი ვებსაიტიდან რუსეთსა და ბელარუსში გაყიდვები შეჩერდა. არ ვთანამშრომლობთ და არ ვითანამშრომლებთ რუსულ მაღაზიებთან და ეს ასე იქნება, ვიდრე ომის პროვოცირებას რუსეთი არცერთ ქვეყანაში აღარ შეეცდება, თუნდაც ეს დრო იყოს რამდენიმე დეკადა. ჩვენ გვაქვს გამოყოფილი კატეგორია „დავეხმაროთ უკრაინას“ და გაყიდული ნივთების ღირებულების 100% მიდის ქველმოქმედებაში, უკრაინელების დასახმარებლად“.

დიზაინერმა გაიხსენა ემოციური შეხვედრა ერთ-ერთ უკრაინელ მოდელთან ბოლო კამპანიიდან.

„პარიზში გვქონდა უახლესი კოლექციის კამპანიის გადაღება, სადაც უკრაინელი მოდელი გვყავდა, კერძოდ − მარიუპოლიდან. გადაღებამდე 5 დღე მას მშობლებთან კონტაქტი არ ჰქონდა და ვერ უკავშირდებოდა. მომავალში, როცა ფოტოები გამოქვეყნდება, მიხვდებით მისი გამომეტყველებით, თუ როგორაა ოკუპაცია ადამიანის თვალებში ასახული. ეს ძალიან დამთრგუნველი და ემოციური იყო“.

 

 

რუსეთთან ბიზნესპარტნიორობას წყვეტს ასევე ქართული ბრენდი MATERIEL. გარდა ამისა, ბრენდი თანამშრომლობს უკრაინის საელჩოსთან, წითელ ჯვართან და აქტიურად გაუწევს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას.

„სანამ უკრაინის ხალხი გაუთავებლად იტანჯება, დუმილის ადგილი არ იქნება. დუმილი უმოქმედობის ტოლფასია, სწორედ ამ დროს უნდა გაერთიანდეს მოდის ინდუსტრია და მხარი დაუჭიროს უკრაინის სუვერენულ ერს მთელ მსოფლიოში“.

 

 

„დავეხმაროთ ცხოველებს უკრაინის ომის დროს“, − ეს საინტერესო ინიციატივა Grigor Devejiev-ს ეკუთვნის. დიზაინერმა დროებით ინსტაგრამის საკუთარი ანგარიში საქველმოქმედო ონლაინმაღაზიად გადააკეთა. შემოწირულებითა და გაყიდვებით შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის უსახლკარო ცხოველების თავშესაფრის დასახმარებლად.

 

დემნა გვასალია, BALENCIAGA

6 მარტს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, „ბალენსიაგას“ ჩვენება ჩატარდა. Balenciaga-ს ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ღიად გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. შოუ ძალიან ემოციური იყო. ჩვენებაზე მისულ სტუმრებს სკამებზე მაისურები დახვდათ უკრაინის დროშის ფერებში და წერილი დემნასგან, რომელშიც ეწერა:

„უკრაინაში მიმდინარე ომმა წარსული ტრავმის ტკივილი გამიმწვავა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ − იმ დროიდან, როცა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში იგივე მოხდა და სამუდამოდ ლტოლვილი გავხდი. სამუდამოდ, რადგან ეს არის ის, რაც შენში რჩება: შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის უნდიხარ. მაგრამ ასევე მივხვდი, რომ ცხოვრებაში, რასაც ნამდვილად აქვს აზრი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის თავად სიცოცხლე, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობა…“

როგორც ქართველმა დიზაინერმა აღნიშნა, ის შოუს გაუქმებაზეც კი ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა ამ ფორმით ჩაეტარებინა ჩვენება.

„თუმცა შემდეგ გავაანალიზე, რომ ამ შოუს გაუქმება დანებების ნიშანი იქნებოდა იმ ბოროტების წინაშე, რომელიც თითქმის 30 წელია ასეთ ტკივილს მაყენებს. გადავწყვიტე, რომ ეგოს ამ უაზრო, უგულო ომისთვის, ჩემს ნაწილებს აღარ გავწირავ“.

ჩვენება გაიხსნა უკრაინულ ენაზე. თოვლსა და ქარში მოსიარულე მოდელები, ემოციური მუსიკა და მისტიკური გარემო უფრო მეტად დრამატულს ხდიდა ამ ყველაფერს.

კოლექციიდან ბოლო ორი Look-ი სიმბოლურად უკრაინის ფერებში იყო.

 

ჩვენება დასრულდა ისევ დემნას სიტყვებით: Живи, Украино!

ასევე გაეცანი

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა
Fashion

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
Fashion

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

October 19, 2025
#OK! მოდა ინტერიერში
Fashion

#OK! მოდა ინტერიერში

August 24, 2025
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პენელოპა კრუზი და ანტონიო ბანდერასი Official Competition-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

#OK! პენელოპა კრუზი და ანტონიო ბანდერასი Official Competition-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

June 15, 2022
#OK! სინდი კროუფორდის მონოქრომული იმიჯი! სუპერმოდელის იშვიათი გამოჩენა!

#OK! სინდი კროუფორდის მონოქრომული იმიჯი! სუპერმოდელის იშვიათი გამოჩენა!

April 14, 2021
#OK! ჯანეტ ქერდიყოშვილი: ბედნიერი ცხოვრების, კარგი ფოტოსესიისა და პირადი ჰარმონიის წესები სილამაზის დედოფლისგან

#OK! ჯანეტ ქერდიყოშვილი: ბედნიერი ცხოვრების, კარგი ფოტოსესიისა და პირადი ჰარმონიის წესები სილამაზის დედოფლისგან

June 30, 2023
#OK! მენეჯერი – თეო ლეჟავა

#OK! მენეჯერი – თეო ლეჟავა

April 1, 2025

კვირის ჰიტები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

December 1, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 3, 2025
#OK! არხში წყლის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს

#OK! არხში წყლის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები