• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! TOPTHESHAKER – ანუნა თოფურიას ბლოგი

April 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

პანდემიის დროს მოწოდებამ „დარჩით სახლში“ ბევრი მოყვარული კულინარი გამოავლინა. კულინარია ტრენდული ჰობი გახდა და ამას სოციალურმა ქსელებმაც შეუწყო ხელი. ინსტაგრამზე თუ Facebook-ზე არაერთი კულინარიული ბლოგი და ჯგუფი შეიქმნა − თითქოს ასე უფრო მარტივი გახდა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება და კულინარიული შედევრების ერთმანეთთან გაზიარება. OK! გაგაცნობთ რამდენიმე კულინარიულ ბლოგს და მის შემქმნელებს.

TopTheShaker ანუნა თოფურიას ბლოგია, სადაც ესთეტიკურად ლამაზი, ჯანსაღი და ვეგანური კულინარიული რეცეპტები შეგხვდებათ.

როდის დაინტერესდით კულინარიით?

კულინარია სულ ახლახან შემოვიდა აქტიურად ჩემს ყოველდღიურობაში. პანდემია, როგორც ბევრი სხვა ადამიანისთვის, ჩემთვისაც სიცარიელის მომტანი იყო, განსაკუთრებით ისეთი აქტიური ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, დისკომფორტი აღმოჩნდა. მივხვდი − პანდემიამდე იმდენად აქტიური და დატვირთული იყო ჩემი ყოველდღიურობა, რომ ჰობისთვის დროც კი არ მრჩებოდა. მალე ძალაუნებურად, ვეგანური კულინარია მოვიდა თავისით ჩემთან. ამიტომაც ვამბობ, რომ 25 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ჰობი აღმოვაჩინე-მეთქი. ჩემთვის საათები სამზარეულოში ისე გადის, თითქოს დროსა და სივრცეს ვარ მოწყვეტილი. სამწუხაროდ, არც გამოცდილება და არც განათლება მაქვს ამ განხრით. ამას ყოველთვის ღიად ვამბობ. ჩემით დავაგროვე საბაზისო უნარები და ცოდნა, დღეს კი სხვადასხვა დაწესებულებას, კომპანიას თუ ადამიანს ვეხმარები იმაში, რომ ასორტიმენტსა თუ რაციონს ვეგანური ვარიანტები შევმატოთ.

 

რა იყო TopTheShaker-ის შექმნის მიზანი?

თავიდან უფრო დღიურს ჰგავდა, ვიდრე ბლოგს, რადგან ჩემ მიერ მომზადებული ვეგანური კერძების რეცეპტებს ვათავსებდი, რათა არ დამვიწყებოდა. მალე გამომწერთა რიცხვი გაიზარდა და უფრო აქტიური გავხდი მეც. აღმოვაჩინე, რომ ცნობიერება ვეგანური, ანუ მცენარეული კვების მხრივ ძალიან დაბალი იყო. ბლოგი ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცა, ბოლოს იდენტობა და ლოგო შევძინეთ, ამაში შეუდარებელი გრაფიკული დიზაინერი − მაშო დამეხმარა. ჩემი ლოგოს მთავარი გმირები სიკვდილს გადარჩენილი ცხვარი და პირსინგიანი ძროხაა, რაც ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ ვეგანიზმი მხოლოდ დიეტა არაა − ეს არის სწორი და კეთილი ცხოვრების წესი, რომელიც ერთადერთი გზაა საიმისოდ, რომ ცხოველები სიკვდილისა და ტანჯვისგან ვიხსნათ.

ჩემი მიზანია, ადამიანებს ვეგანიზმის ძლიერი მხარეები დავანახვო და არა სისუსტეები. მიხარია, რომ მცირე წვლილი შემაქვს ვეგან-აქტივიზმში და ამაში ჩემი უწყინარი და ფერადი ბლოგი მეხმარება.

 

რას ნიშნავს, იყო ვეგანი?

იყო ვეგანი, არაა მარტივი, თუ არ გაქვს გაცნობიერებული, რისთვის ხარ ვეგანი. წამიერი გამოღვიძებაა საჭირო იმისთვის, რომ სამუდამოდ თქვა უარი ცხოველურ ნაწარმზე. მე ვარ ადამიანი, რომელიც 19 წლის განმავლობაში ვჭამდი ხორცს. ნელ-ნელა ამოვიღე რძის ნაწარმიც და თაფლიც. თუმცა დღემდე მიყვარს გემრიელად ჭამა. რეალურად, ყველანაირი ტექსტურის თუ გემოს მიღებაა შესაძლებელი მცენარეული პროდუქტებით, თუმცა ამას დღემდე ვსწავლობ. სამწუხაროდ, ცოდნა და გამოცდილება ამ განხრით მსოფლიო კულინარიის მასშტაბით დღესდღეობით გროვდება. თუმცა ვეგანიზმი მხოლოდ კულინარია არაა. ცხოველების ექსპლუატაცია ნებისმიერ დარგში გვხვდება − მედიცინა იქნება ეს, თავის მოვლა თუ მოდა. საბედნიეროდ, საქართველოს ბაზარზეც გვაქვს ალტერნატივები. ცოტა დაკვირვება და მონდომებაა საჭირო იმისათვის, რომ ცხოვრების წესად ვაქციოთ ვეგანიზმი.

რამდენად ხელმისაწვდომია ვეგანური პროდუქციის მოძიება საქართველოში?

საქართველოში, კერძოდ თბილისში, ნებისმიერი ადამიანი თავისი გემოვნების ვეგანურ კაფეს იპოვის − უმი ვეგანური იქნება ეს, ჯანქ-ფუდ ვეგანური თუ ჯანსაღი ვეგანური. ერთადერთი პრობლემა, თუ რატომ ვერ ფართოვდება ეს მიმდინარეობა, არის ფინანსები. რადგან საქართველო მცენარეულ რძეს, ყველს თუ ხორცის შემცვლელს არ აწარმოებს, მაღაზიებში გვხვდება იმპორტული პროდუქცია, რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. თუმცა გამოსავლის პოვნა აქაც შეიძლება: ჩემს ბლოგზე არაერთი ვიდეო-ტუტორიალები მიდევს, სადაც ვასწავლი გამომწერებს, როგორ მოვამზადოთ ქეშიუს ყველი, კანაფის რძე, ხორბლის ფქვილის ხორცი, ხის სოკოს სტეიკი თუ მუხუდოს კვერცხი, და ასე შემდეგ… კარგი ამბავი კი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში უგემრიელესი მწვანილი, ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული მოდის, ფასიც ბიუჯეტური აქვს. ქართული კულინარიაც მდიდარია სამარხვო კერძებით, რაც გვიმარტივებს ყოფას ოჯახურ პირობებში თუ დღესასწაულებზე.

ვისაც სურს გახდეს ვეგანი და ახლა ეცნობა ვეგანურ ცხოვრების სტილს, რას ურჩევდით?

ვეგანებზე ბევრი სტერეოტიპი არსებობს, თუმცა სინამდვილეში ესაა მაღალი ცნობიერების, ეთიკური, ჯანმრთელი და ტოლერანტული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც საზოგადოებაში ჯერ სრულფასოვანი ადგილი ვერ დაუმკვიდრებიათ, იმიტომ, რომ საზოგადოებაში მიმღებლობა არ არსებობს. ნუ შეუშინდებით, პირველ ყოვლისა გაწევრიანდით ჯგუფებსა და ფორუმებში. ასევე, მოიძიეთ ვეგანები თქვენს რეგიონში. გამომყევით ინსტაგრამზე და გაგაცნობთ ბევრ ვეგანურ რესტორანს თუ კაფეს, სადაც უგემრიელეს მცენარეულ საკვებს დააგემოვნებთ და ბევრ ვეგანს შეხვდებით. გაიარეთ უბნის ბაზარში და დააკვირდით, რომ რაც ფერადი და ლამაზია, ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ. თუ იმ აზრამდე მიხვალთ, რომ ცვლილების დროა, მაშინ უბრალოდ გაჰყევით სურვილებს და მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. არ დანებდეთ და არ გადაუხვიოთ გადაწყვეტილებიდან, თუ ამას სხვები გაიძულებენ. მე სიხარულით ვუდგავარ და დავუდგები გვერდით ასეთ ადამიანებს ჩემი ინსტაგრამ-გვერდის მეშვეობით. შეუძლებელი არაფერია!

 

/https://www.instagram.com/toptheshaker/

 

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბენედიქტ კამბერბეჩი მზადაა, უკრაინელი ლტოლვილები საკუთარ სახლში შეიფაროს

#OK! ბენედიქტ კამბერბეჩი მზადაა, უკრაინელი ლტოლვილები საკუთარ სახლში შეიფაროს

March 16, 2022
#OK! “შაკირა და ტომ კრუზი ერთმანეთს ხვდებიან” – ვარსკვლავების ახალი ფოტოები

#OK! “შაკირა და ტომ კრუზი ერთმანეთს ხვდებიან” – ვარსკვლავების ახალი ფოტოები

May 10, 2023
#OK! დუა ლიპას გემოვნებიანი იმიჯი! მომღერალი Moschino-ს კაბით!

#OK! დუა ლიპას გემოვნებიანი იმიჯი! მომღერალი Moschino-ს კაბით!

March 9, 2021
#OK! უკვე ოფიციალურად: 13-წლიანი ბრძოლის შემდეგ ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა

#OK! უკვე ოფიციალურად: 13-წლიანი ბრძოლის შემდეგ ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა

October 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

January 21, 2026
#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები