• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სალომე ბენიძისა და სანდრო ლორთქიფანიძის თხუთმეტწლიანი დაძველების მეგობრობა – საუბრები ჭიქა ღვინოსთან, „ამოსასთან“ ერთად

February 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მეგობრული საუბრებისთვის შექმნილმა ღვინო „ამოსამ“ სასტუმრო „მოქსიში“ ამჯერად ყველასათვის ცნობილ მწერალს, სალომე ბენიძესა და ტელეწამყვანს, მსახიობსა და მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს უმასპინძლა. ჩვენი რუბრიკის სტუმრებმა ინტერვიუში გაიხსენეს ისტორია, რომელმაც ისინი ჯერ საერთო ინტერესის − მწერლობის გარშემო გააერთიანა, შემდგომ კი დაამეგობრა.

 

 

როგორ დამეგობრდით?

(ალექსანდრე):  სალომე დაახლოებით 15 წლის წინ ონლაინსივრცეში ერთ-ერთი ლიტერატურული ვებგვერდის მეშვეობით გავიცანი, სადაც ყველას, ვინც წერდა, შეეძლო თავისი ნამუშევრების გამოქვეყნება. ამ საიტზე მეც და სალომეც დარეგისტრირებული ვიყავით, თუმცა სალომე იმ დროს საზღვარგარეთ იყო სასწავლებლად წასული. ამდენად, ერთმანეთი გავიცანით ჩვენივე შემოქმედების საშუალებით. ერთმანეთს როდესაც შევხვდით, უკვე ვმეგობრობდით და საერთო ლექსიც გვქონდა დაწერილი. ვფიქრობ, ამგვარად ჩვენს დამეგობრებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ჩვენს ლექსებში ჩვენივე თავის დანახვა რთული არ იყო.

(სალომე):  როდესაც lit.ge-ზე სანდროს ლექსების სერია „კიბერნეტიკული სანატორიუმები“ წავიკითხე, ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე მისთვის ჩემი შთაბეჭდილება გამეზიარებინა და მივწერე. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში თითქმის მუდამ საზღვარგარეთ ვიყავი სწავლის გამო, მეგობრობა არასოდეს შეგვიწყვეტია.

იშვიათია, როდესაც საპირისპირო სქესის მეჯვარე გყავს..

(ალექსანდრე):  გენდერული ბალანსი დავიცავით − ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ჩემს მეუღლესაც ჰყავს ბიჭი-მეჯვარე. მეგობრობას არც სქესი და არც რაიმე განმასხვავებელი ფაქტორი არ განსაზღვრავს. მეტიც − მე პირადად ძალიან ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, რომელთაც თითქმის ყველაფერში ჩემგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ, მათ შორის არის სალომეც, რომელთან ერთად ძალიან ბევრ საკითხს განვიხილავ და ჩვენი კამათი ხშირად და-ძმის კინკლაობას ჰგავს. სწორედ ეს სძენს ხიბლს ჩვენს მეგობრობას. სალომე არის გმირი მეგობარი, თავდადებული და უზომოდ ყურადღებიანი. საერთოდ მგონია, რომ მეგობარი არის მისთვის საოცრად დიდი ფასეულობა, რაც ძალიან ბევრჯერ დაუმტკიცებია.

უმნიშვნელოვანესია, გყავდეს ადამიანი, რომელსაც ენდობი და ეკითხები, რომლის დამოკიდებულებაც საკითხისადმი შენთვის მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვეუბნებით ერთმანეთს ყველაფერს და ეს ნამდვილი მეგობრობაა.

(სალომე):  ძალიან განსხვავებული გემოვნება და შეხედულება გვაქვს რიგ საკითხებზე. მაგალითად, ფეხბურთი ორივეს გვიყვარს, მაგრამ მე გერმანიის გულშემატკივარი ვარ, სანდრო − ინგლისის. თუმცა, ერთად ვუყურებთ მატჩებს და ძალიან ვმხიარულობთ.

 

სალომე, გვიამბეთ კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ შესახებ. სანდრო ერთ-ერთი მონაწილეა…

(სალომე):  კამპანია „კაცები ზრუნავენ“ საქართველოში გაეროს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერაა ინიცირებული − სადაც მე ვმუშაობ და ვფიქრობ, შესანიშნავ საქმეს ემსახურება – გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კაცების ჩართულობის გაზრდას. მიხარია, რომ კამპანიის მხარდამჭერების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება და სანდრო ერთ-ერთია მათ შორის, ვინც კამპანიას პირველივე დღიდან მოყვება. კვლევები აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, მამაკაცები ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად ჩართული საოჯახო საქმეებში, შვილების აღზრდასა და მოვლაში, მათი უმეტესობა არ არის თანასწორი მშობელი და ხელშემწყობი პარტნიორი. ჩვენი კამპანია ამის შეცვლისკენაა მიმართული. სანდრო ჩართულია კამპანიაშიც და შვილების აღზრდაშიც. მისი შვილი ჩემი ნათლულია და მას საუკეთესო მამა ჰყავს.

(ალექსანდრე):  ამ საკითხში ვეთანხმები სალომეს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილის არა მარტო აღზრდაში, არამედ გაზრდაშიც ორივე მშობელმა დიდი წვლილი შეიტანოს. მე და ჩემი მეუღლე, ანი, თანაბრად ვართ ჩართულნი ბავშვების მოვლის პროცესში − იქნება ეს დაბანა, ჩაცმა, საუბარი, ბაღში წაყვანა, ერთად წიგნების წაკითხვა თუ რაიმე სხვა აქტივობა. პირველი შვილი გოგო მყავს და როდესაც ვაჟი შემეძინა, მეკითხებოდნენ, ბიჭის მამობა ხომ სულ სხვააო?.. რას ნიშნავს ეს „სულ სხვა“, აბსოლუტურად გაუგებარია. ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მეტად ან ნაკლებად გიყვარდეს შვილი გენდერული ნიშნის ან სხვა რაიმეს გამო.

სანდრო, ფემინისტი ხართ?

ვინაიდან ჩემთვის ფემინიზმი თანასწორობას გულისხმობს, მე ფემინისტი ვარ. ვფიქრობ, ადამიანს პრივილეგირებულად არ უნდა აქცევდეს სქესი, კანის ფერი ან რაიმე სხვა ფაქტორი. ხშირად მამაკაცების ნაწილს ეშინიათ ამ პრივილეგიების დაკარგვის, თუმცა კი ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: შესაძლოა მათმა ამგვარმა დამოკიდებულებამ გამოიწვიოს ტოქსიკური მასკულინობა. შესაბამისად, ვიღებთ რეალობას, რომ სწორედ ამ ტიპის ადამიანებიც კი არ არიან სრულად თავისუფლები არსებული სტერეოტიპებისგან.

 

გვიამბეთ თქვენი საერთო ტრადიციის შესახებ.

(სალომე):  ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საშობაო ტრადიცია − შობას სანდროსა და მის მეუღლეს ჩემთან ყოველთვის მოჰყავთ მათი უფროსი ქალიშვილი, რომელიც ჩემი ნათლულია. ვაცხობ საშობაო ღვეზელებს და ერთად აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს.

სანდრო, თქვენს ტექსტებს პირველად ვის აკითხებთ?

ადამიანი, რომელიც ჩემს ნაშრომებს პირველი კითხულობს, ჩემი მეუღლე, ანია, რომელიც ძალიან კარგი მკითხველია. მას შესანიშნავად შეუძლია ნაწარმოებში იმ შინაარსის ამოკითხვა, რომლის თქმასაც ავტორი ცდილობს. სწორედ ამ თვისების გამო არა მარტო მე, არამედ ჩვენი სამეგობროს მწერალთა ნაწილი ძალიან ხშირად მიმართავს ანის. საკმაოდ გადავტვირთეთ, მაგრამ კარგი წამკითხველი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

დაბოლოს… რას ფიქრობთ იმ ონლაინრეალობისა და ურთიერთობების შესახებ, რომელიც დღევანდელობამ მოიტანა?

(ალექსანდრე):  ყველანაირი სიმულაციური რეალობა გარკვეულ დონეზე საშიშია, რადგან ადამიანს აკარგვინებს რეალობის შეგრძნებასა და გააზრების უნარს. სწორედ ამიტომ დაწერა სერვანტესმა „დონ კიხოტი“. საზოგადოება იმდენად იყო რომანებით გატაცებული, რეალობას კარგავდნენ და მან ამ ამბავს, ფაქტობრივად, უტრირება გაუკეთა და დაწერა ეს ნაწარმოები. რეალურად სოც. ქსელებმა სოციალური ურთიერთობები, ფაქტობრივად, უკვე თითქმის ჩაანაცვლა და თუ ასე გაგრძელდა, მალე Meta-ვერსია არა მარტო შინაარსობრივად, არამედ ვიზუალურადაც შეძლებს რეალობის ჩანაცვლებას.

სოციალურმა ქსელებმა ფიზიკური შეკრების საჭიროება თითქოს დაგვავიწყა. მაგრამ როგორც კი მეგობარს ჭიქა ყავასთან ან ჭიქა ღვინოსთან შეხვდები და მობილურ ტელეფონს გვერდით გადადებ, ხვდები, რომ ესაა ბუნებრივი და ნამდვილი.

(სალომე):  ამ საკითხში სანდროს არ ვეთანხმები, რადგან ადამიანის ბუნება იმგვარია, რომ მას მაინც სჭირდება რეალობა. ადამიანს ყოველთვის სჭირდება რეალობა. სწორედ ამიტომ ვერანაირი სიმულაცია ვერ შეძლებს წაართვას ადამიანს საკუთარი ცხოვრება, გემოსა და შეხების შეგრძნება, პირდაპირი ურთიერთობები და ა.შ. ამას პანდემიის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ უფრო მივხვდი. თავიდან, როდესაც შინ დარჩენა იყო აუცილებელი, უფრო ენთუზიაზმით ვიყავით ონლაინპლატფორმაზე გადასვლასთან მიმართებაში, მაგრამ მალევე ეს აუტანელი გახდა. ახლა კი უკვე ვიაზრებთ იმას, რომ ვირტუალურად ყველაფერი ვერ გამოვა.

 

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! ეკოვილა – ეკომეგობრული დასახლება თბილისთან ახლოს

#OK! ეკოვილა – ეკომეგობრული დასახლება თბილისთან ახლოს

February 4, 2022
#OK! ნატალი პორტმანის მინიმალისტური სტილი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

#OK! ნატალი პორტმანის მინიმალისტური სტილი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

February 9, 2022
#OK! ბილი აილიშის ბეჟ ფერში გადაწყვეტილი იმიჯი! მომღერალი Gucci-ს სამოსით!

#OK! ბილი აილიშის ბეჟ ფერში გადაწყვეტილი იმიჯი! მომღერალი Gucci-ს სამოსით!

March 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

October 1, 2025
#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები